კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: კანონიერ ქორწინებაში მყოფმა ერთმა დამ, 1962 წელს ქმრის ბინიდან თავის ორ დას აჩუქა თითო მესამედი, მიწის ნაკვეთი ამ დროს ირიცხებოდა გამჩუქებლის ქმრის სახელზე და საკომლე წიგნების ჩანაწერებითაც აღრიცხული იყო გამჩუქებლის ოჯახი: მეუღლე (ქმარი) და ორი შვილი.

კანონიერია თუ არა ასეთი განმარტება და მიკუთვნება მიწის ფართობისა, რომ ვისიც არის სახლი, მიწის ფართობიც მას ეკუთვნის? თუ იყო ან ამჟამად თუ მოქმედებს ასეთი კანონი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირს, თუ ის არ არის ნივთის მესაკუთრე, არ აქვს აღნიშნული ნივთის განკარგვის (გაყიდვის, გაჩუქების და ასე შემდეგ) განხორციელების უფლება. ვინაიდან მესაკუთრემ გააჩუქა უძრავი ქონების ნაწილი დებზე, ესე იგი, ის იყო უფლებამოსილი პირი და, შესაბამისად, მან განკარგა ქონება ისე, როგორც მას მიაჩნდა მიზანშეწონილად.

რაც შეეხება განმარტებას, ვისიც სახლია, მიწის ნაკვეთიც მას ეკუთვნისო, მოგახსენებთ, რომ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც.

კითხვა: დედა, რომელიც იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავდა ორი არასრულწლოვანი შვილი, ბინის გაჩუქების მიზნით, ნოტარიუსს უწერს ხელწერილს, რომ მას ქმარი არ ჰყავს და ეს გარემოება იციან მისმა დებმა, ვისაც ის ბინას ჩუქნის. ამ დროს დედა იყო ქმრის გვარზე, მისი დები კი – მამის გვარზე. ნოტარიუსისთვის ყველა პიროვნება კარგად იყო ცნობილი.

ჰქონდა თუ არა ნოტარიუსს უფლება, ამ ხელწერილის შემდეგ, მოეხდინა ბინის გაჩუქება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ხელწერილის დაწერის შემდეგ, თუ ეს იცოდნენ მხარეებმა და მათ შორის ნოტარიუსმაც, მას არ ჰქონდა ჩუქების ხელშეკრულების დადების უფლება.

კითხვა: უქმდება თუ არა 1962 წლის ჩუქება 1995 წელს გაცემული ჩუქების ხელშეკრულებით იმავე გამჩუქებლის მიერ მის შვილზე მიწის ფართობის და ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლიც ეკუთვნის თუ არა ჩუქებით მისსავე შვილს?

პასუხი: ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაცია სავალდებულოა სარეგისტრაციო სამსახურში. თუ არსებობს ორი ჩუქების ხელშეკრულება ერთიდაიგივე ფართზე, ნამდვილია ის, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში პირველად.

კითხვა: მაქვს მამის მემკვიდრედ ცნობის სასამართლო გადაწყვეტილება, ასევე ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი ელექტრონული ვერსიით, საარქივო ამონაწერი და საკომლე ჩანაწერი. საჯარო რეესტრი უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის წარმოებას აჩერებს იმ მოტივით, რომ ეს ქონება უკვე დარეგისტრირებულია გამგეობის გადაწყვეტილებით და ჩუქების ხელშეკრულებით გარდაცვლილ მოქალაქეებზე. როდესაც სასამართლო გააუქმებს ამ ორ დოკუმენტს, მას შემდეგ მოხდება რეგისტრაციის ცვლილება და როცა საჯარო რეესტრიდან ჩემს სახელზე მექნება ამონაწერი, ამის შემდგომ მოხდება ბინიდან ჩემი დეიდაშვილის გამოსახლება, რომელიც ჩაწერილია ამ ბინაში. ის ხუთი წელია აღარ მიშვებს მამაჩემის ბინაში. რა უფლებით ეკუთვნის მას ამ სახლში ცხოვრება? სანამ ხელმეორედ სასამართლო შედგება, გამოსახლებული უნდა იქნეს თუ არა ამ ბინიდან? უფლება მაქვს თუ არა, მას გადავახდევინო ბინის ქირა და რომელი წლიდან?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ გამოსახლება შეიძლება განახორციელოთ მაშინ, როდესაც ქონება თქვენს სახელზე იქნება რეგისტრირებული. რაც შეეხება ქირის გადახდას, მას შემდეგ, რაც გახდებით მესაკუთრე, გექნებათ აღნიშნული მოთხოვნის უფლება.

კითხვა: საკუთრებაში მაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც არის კანონიერი, მასზე აღმართული შენობები კი უკანონო ნაგებობებია. როგორ განვახორციელო რეგისტრაცია?

პასუხი: თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა – უფლების დამადასტურებული დოკუმენტის გარეშე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება მხოლოდ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა დაფიქსირდება საკადასტრო გეგმაზე, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ნაგებობები.

კითხვა: რეგისტრირებული მაქვს ბინა, მაგრამ სარდაფი, რომელიც კომუნისტების დროს გადმომეცა სარგებლობის უფლებით და დღესაც ვსარგებლობ, საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, რადგან პრივატიზაციის ხელშეკრულებაში არ იყო ნაჩვენები. როგორ დავარეგისტრირო ჩემი სარდაფი?

პასუხი: სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზაციას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (თბილისში – შესაბამისი რაიონის გამგეობა), უძრავი ნივთის სარგებლობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე (ორდერი, ადმინისტრაციული აქტი და ასე შემდეგ). პრივატიზაციის შედეგად გაიცემა საკუთრების მოწმობა და აზომვითი ნახაზი, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

კითხვა: არის თუ არა საჭირო რაიმე სახის თანხის გადახდა უცხოეთიდან დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის გამოთხოვნის დროს?

პასუხი: იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოდან ხდება მხოლოდ ინფორმაციის გამოთხოვა, საჭირო არ არის რაიმე თანხის გადახდა. იმ შემთხვევაში კი, როცა უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვება დოკუმენტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხდება ბაჟი 20 ლარის ოდენობით.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს და ეხება თუ არა ეს არასრულწლოვნებს?

პასუხი: პირობით ვადამდე გათავისუფლება ნიშნავს პატიმრის გათავისუფლებას სასჯელის მოხდის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ იმ პირობით, რომ მისი ქცევა დამაკმაყოფილებელი იყო პატიმრობის პერიოდში.

თუ მსჯავრდებული თავისი ყოფაქცევით დაამტკიცებს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მისი ყოფნა აღარ არის მიზანშეწონილი, სასჯელაღსრულების ორგანოს წარდგინებით, სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელისაგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს და სასჯელის მოუხდელ ნაწილს უფრო მსუბუქი სასჯელით უცვლის.

იგივე პირობა ვრცელდება ასევე, არასრულწლოვნის შემთხვევაშიც.

კითხვა: რა შემთხვევაში ხორციელდება ნასამართლობის გაქარწყლება?

პასუხი: ნასამართლობა გაქარწყლდება:

ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში – გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე;

ბ) არასაპატიმრო სასჯელთა დანიშვნის შემთხვევაში – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;

გ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოიანგარიშება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.



ადვოკატი

ქეთი უტიაშვილი


скачать dle 11.3