კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანია შეიქმნა


ამ დღეებში ავიაკომპანიების – „იუნაითედ აირლაინსისა“ და „კონტინენტალ აირლაინსის“ წარმომადგენლებმა გაერთიანების შესახებ გააკეთეს განცხადება. გარიგება 3,2 მილიარდი დოლარი დაჯდება. გაერთიანებული კომპანიის სახელწოდება „იუნაითედ აირლაინსი“ იქნება. გაერთიანებული ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, „კონტინენტალ აირლაინსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ სმისეკი გახდება. ახალი კომპანიის ბრუნვა 29 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. „იუნაითედ აირლაინსი“ მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანია გახდება. აქამდე პირველობა ამ მხრივ ამერიკულ „დელტა აირლაინსს“ ეკუთვნოდა. ახალი კომპანიის შტაბ-ბინა ჩიკაგოში განლაგდება. „იუნაითედ აირლაინსისა“ და „კონტინენტალ აირლაინსის“ გარიგებამ, შესაძლოა, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროს იმ ფონზე, როცა ამერიკის ამჟამინდელმა მთავრობამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მკაცრი დაცვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. გაერთიანებამდე „კონტინენტალ აირლაინსი“ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე იყო თავისი საქმიანობის მოცულობით და მასში 40 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა. მას არც „იუნაითედ აირლაინსი“ ჩამორჩებოდა მასშტაბებით. ბოლო პერიოდამდე ამ ავიაკომპანიაში 46 ათასზე მეტი ადამიანი საქმიანობდა.


скачать dle 11.3