კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ცოდნაა საჭირო „ჯიპის“ სამართავად და როდის უნდა გამოვიყენოთ ხიდები


როდესაც მძღოლები „ჯიპის“ ტიპის ავტომობილს იძენენ, ყოველთვის აწუხებთ შიში, თუ როგორ მართონ ამხელა ავტომობილი და მას ძალიან ფრთხილად ეპყრობიან. არის მძღოლების კატეგორია, რომლებიც „ჯიპის“ გამაძლიერებლებს, ხიდებს მისი ექსპლუატაციის პერიოდში საერთოდ არ იყენებენ, რადგან მისი დანიშნულება არ იციან. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე აგვიხსნის, თუ რა სპეციფიკა აქვს „ჯიპის“ მართვას.

მევლუდ მელაძე: თავდაპირველად აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ევროპულ ქალაქებთან შედარებით, სადაც უპირატესობას მსუბუქ, კომფორტულ, ქალაქის პირობებთან იდეალურად მორგებულ და ეკონომიურ მანქანებს ანიჭებენ, თბილისში ძალიან ბევრი „ჯიპი“ დადის. „ჯიპის“ მართვას აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკა აქვს და სხვა მეთოდი და სტილი სჭირდება. თუ მანამდე რაიმე მსუბუქი, წინა ან უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მანქანა გვყავდა, რაღაც დრო მაინც დაგვჭირდება იმისთვის, რომ გადავეწყოთ და მას მოვერგოთ.

– რა განსხვავებაა მსუბუქი მანქანისა და „ჯიპის“ მართვას შორის?

– ძირითადი განსხვავება ისაა, რომ „ჯიპი“ ძალიან ცუდად უხვევს და ამის სამი მიზეზი არსებობს: პირველი ის, რომ „ჯიპი“ მსუბუქ ავტომობილზე გაცილებით დიდია; მეორე – გაცილებით მძიმე, რაც გვერდულ ინერციას იწვევს, ანუ ჩვენ რომ მივდივართ, ინერცია გვერდით მიგვაქანებს და თან გადაბრუნებისკენ გვიბიძგებს; მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ „ჯიპს“ საბურავები აქვს მაღალი. მაღალი საბურავი კი ნიშნავს დიდ დიაპაზონს დისკიდან ასფალტამდე. ამის გამო – სანამ ჩვენ ვუხვევთ, დიდი დრო სჭირდება ღერძს, რომ მან საბურავი გამოიყოლოს. მასისა და სიმაღლის გამოც ექმნება პრობლემები: ვთქვათ, მოსახვევში მოვუხვიეთ, მაგრამ ავტომობილი არ გვემორჩილება, არ უხვევს. მთავარია, თვალი და მოქმედება მივაჩვიოთ „ჯიპს“ და სულ გვახსოვდეს, რომ მას ნაკლები სიჩქარით შეუძლია იმ მოსახვევის გავლა, რომელსაც მსუბუქი მანქანა ჩქარა გადის, რადგან „ჯიპი“ შექმნილია იმისთვის, რომ გზის არათანაბარი საფარი და სხვა ცუდი პირობები იოლად დაძლიოს, მას მაღალი მუშა ბაზა აქვს, ანუ, თვლების ზემოთ-ქვემოთ სიარულის მუშა ბაზა. ამის გამო, როდესაც ჩვენ ტალღოვან ზედაპირზე გადავდივართ, ავტომობილი თითქოს შეფრთხიალდება და რაღაც მომენტში უკონტროლოც კი ხდება. ამიტომ, ეცადეთ, რომ ჯერ გზის ასეთი მონაკვეთი გაიაროთ და მოხვევა მერე დაიწყოთ, ან, უსწორმასწორო გზის დანახვაზე სვლა მაქსიმალურად შეანელეთ, რომ, რაც შეიძლება ფრთხილად გაიაროთ გზის ეს მონაკვეთი, რათა თქვენმა „შეფრთხიალებამ“ ავტოსაგზაო შემთხვევა არ გამოიწვიოს.

– როგორ დავძლიოთ გზის ამა თუ იმ სირთულის საფარი „ჯიპით“?

– მაგალითად რამდენიმე „ჯიპის“ და ერთი კონკრეტული გზის საფარის მოყვანა მომიწევს: ვთქვათ, გზაზე ვხედავთ, რომ ჩვენ წინ, 15 მეტრზე ღრმა ტალახიანი მონაკვეთია კუთხეებში შემშრალებული ადგილებით. მივადექით მას ოთხი სხვადასხვა „ჯიპით“: ერთია „ვრანგლერი”, რომელიც ქვიშაზე სასიარულოდ შეიქმნა, მეორე – „პაჯერო”, რომელსაც ძალიან კარგი გამავლობა აქვს, ანუ კარგი „ჯიპია“, მესამე – „ლენდ როვერი”, რომელიც ასევე ძალიან კარგი „ჯიპია“ და მეოთხე – „პრადო”. „ვრანგლერის” შემთხვევაში, დაკიდების სისტემა მას მოკლე აქვს, ანუ არ შეუძლია, საბურავი გამოზნიქოს და მოდების ადგილი იპოვოს, სამაგიეროდ, ძალიან ცოტა პლასტმასი აქვს ირგვლივ, საბურავები უფრო განიერია, ვიდრე თვითონ მანქანა, საკმაოდ კარგად არის დაცული ქვემოდან და კარგი სიმძლავრეც აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული მონაკვეთის დაძლევა წინასწარ მაღალი სიჩქარის განვითარებით და ტალახში შევარდნა-გამოვარდნით შეგვიძლია. ანუ, აღნიშნული მონაკვეთი, რაც შეიძლება სწრაფად, ინერციით უნდა გავიაროთ.

თუ ჩვენ „პაჯეროთი” ვართ, შეგვიძლია, იგივე მეთოდი გამოვიყენოთ, მაგრამ, ამ დროს ძალიან ადვილია, მისი დაკაწვრა და გარეგანი დაზიანება, ვინაიდან ის საკმაოდ მოკლეა და საბურავის ძალიან ღრმად მოჭიდება შეუძლია. ჩვენ საშუალება გვაქვს, რაღაც ინერცია განვავითაროთ და საშუალო სიჩქარით დავძლიოთ ეს მონაკვეთი.

თუ ჩვენ „ლენდ როვერით” ვართ, საქმე იცვლება: მას ყველაზე მძლავრი გამაძლიერებელი აქვს, ეგრეთ წოდებული „რაზადკა” და ამის ხარჯზე ის საბურავებზე ძალიან დიდ სიმძლავრეს იყენებს, მაგრამ, ნელი სვლით. ამ მანქანას კატეგორიულად არ უყვარს ასეთი ადგილების სწრაფად დაძლევა. ანუ, უნდა ჩავრთოთ გამაძლიერებელი და, რაც შეიძლება ნელა გავიაროთ ეს მონაკვეთი. მას, ასევე, ძალიან იოლად შეუძლია ამგვარად სიმაღლისა და საშინლად უსწორმასწორო გზის დაძლევა. „ლენდ როვერს” ძალიან ძლიერი და ნელი პირველი სიჩქარე აქვს, საბურავებს კი – ძალიან გრძელი სვლა, ანუ, მისი პლუსები სწორად უნდა იქნას გამოყენებული. თუ ჩვენ გვყავს „პრადო”, მას შედარებით უხეში დაკიდების სისტემა აქვს და ძრავის თავისებურების გათვალისწინებით, შეგვიძლია, ესა თუ ის მონაკვეთი დაძლიოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისევე უნდა გავიაროთ, როგორც „პაჯერომ”, მაგრამ, ოდნავ მეტი ინერციით, რადგან „ტოიოტას” შემთხვევაში დაკიდების სისტემა უფრო ხისტიცაა და ნაკლები სიმაღლისაც. სამაგიეროდ, ის მთლიანობაშია საკმაოდ მაღალი, ამიტომ, ვეცადოთ, ნაპირებზე მაინც ვიპოვოთ შემშრალებული ადგილები და ცალი მხრით მაინც გადავიაროთ იქ. ანუ, მისი სიმაღლე იძლევა იმის საშუალებას, რომ გზის აწეულ-დაწეულმა ნაპირებმა არ შეგვაშინოს.

– რაც შეეხება ხიდების და გამაძლიერებლების ჩართვას?

– ყველა ავტომობილში ეს ძალიან ინდივიდუალურია. მსგავსი სისტემები თანამედროვე ავტომობილებში უკვე ღილაკებზეა, მაგრამ, „ჯიპში“ ისევ მექანიკურად ხდება ეს ყველაფერი. თუ ჩვენ „ლენდ როვერ დეფენდერი” გვყავს და გზის საფარს მივადექით, ხიდები კონკრეტულად ამ მონაკვეთთან უნდა ჩავრთოთ, იმიტომ რომ, თუ მას ასფალტირებულ გზაზე გამოვიყენებთ, ბლოკირების გამო, ავტომობილი ძალიან ნელა ივლის, რადგან ოთხივე საბურავს ერთდროულად მიაჩოჩებს. საერთოდ, გირჩევთ, რომ, როდესაც გამაძლიერებლების ჩართვას აპირებთ, ავტომობილი უნდა გააჩეროთ, რადგან დაძრულ ავტომობილზე ამ მოწყობილობებს გადართვა უჭირს.


скачать dle 11.3