კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოხრახუში, ქინძი, პირშუშხა და შავი ბოლოკი ბევრ დაავადებას ეფექტურად ებრძვის


ოხრახუში და ქინძი არა მარტო აგემრიელებს კერძებს, არამედ ამდიდრებს მათ რკინით, მინერალური მარილებით, კალციუმით, ფოსფორით, A, C და E ვიტამინებით.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ოხრახუშის ფესვები, რომელიც შესანიშნავი შარდმდენია თირკმელების დაავადების დროს. ოხრახუშის წვენი ხსნის მუცლის ტკივილს, ჭვალს, აწესრიგებს თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

ოხრახუშის გარეცხილ და დაჭრილ ფესვებს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ორი საათის განმავლობაში. სვით ერთი სუფრის კოვზი, უზმოზე, დილით. ეს ნახარში წმენდს თირკმელებს, ღვიძლს და ნაწლავებს.

პირშუშხა განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან ის წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან, კარგი საშუალებაა სახსრების დაავადების დროს.

თუ ყოველდღიურად დალევთ პირშუშხას წვენს, მაშინ თქვენ დაზღვეულები იქნებით გაციებისა და ინფექციური დაავადებებისგან.

წვენი კი ასე შეგიძლიათ მოამზადოთ: გათლილი პირშუშხა წვრილად დაჭერით, შეურიეთ ჭარხლის წვენს და დალიეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ.

პირშუშხა მდიდარია ასკორბინის მჟავით და აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, შეიცავს ასევე ფიტონციდებს. კარგია აგრეთვე, თუ პირშუშხას დაუმატებთ ცოტაოდენ ნატურალურ თაფლს და დილით და საღამოს მიიღებთ ერთ ჩაის კოვზს, უზმოზე. გაითვალისწინეთ, რომ პირშუშხას მიღება არ არის რეკომენდებული თუ გაწუხებთ წყლული, ეროზია, გასტრიტი და თირკმელების დაავადებები.

რაც შეეხება შავი ბოლოკის წვენს, ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ფილტვებისა და სისხლის დაავადებების დროს. ასევე კარგია დარღვეული ძილის აღსადგენად და ხველების დასაამებლად. ამისთვის კი შავი ბოლოკის და სტაფილოს წვენს უნდა დაამატოთ თაფლი და დილა-საღამოს მიიღოთ ერთი ჩაის კოვზი.

თუ გსურთ იმუნიტეტი აიმაღლოთ და გაციებასაც აარიდოთ თავი, მაშინ ყოველდღიურად მიიღეთ გახეხილი ბოლოკის, სტაფილოსა და მცენარეული ზეთის ნარევი.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ შავი ბოლოკი არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებები აწუხებს.

ასე რომ, ოხრახუშის, ქინძის, პირშუშხასა და შავი ბოლოკის მეშვეობით, შეგიძლიათ, სხვადასხვა დაავადებას აარიდოთ თავი ან მათ უმკურნალოთ უსაფრთხოდ.


скачать dle 11.3