კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა არეულობის გამო და ვინ ეძებს ლატვიელ ძმისშვილს აფხაზეთიდან

47 წლის ნათელა ტარასის ასული ხუფენია ეძებს 31 წლის ტიმურ პანკინს (ბუკინს) და 51 წლის ნინა პანკინას.

ისტორია: ვეძებ ძმისშვილს, 1978 წელს ქალაქ რიგაში დაბადებულ ტიმურ პანკინას, ან ბუკინს, და დედამისს – 51 წლის ნინა პანკინას. მე ის მხოლოდ ფოტოზე მყავს ნანახი, სამწუხაროდ, ჩემი ძმა ახალგაზრდა გარდაიცვალა და მან სიცოცხლეში ვერ მოასწრო შვილის საქართველოში ჩამოყვანა. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი ძმისშვილი. დამოუკიდებლად ამას ვერ ვახერხებ, რადგან ტიმური ლატვიაში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ქალაქ რიგაში ცხოვრობს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ მის პოვნაში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– რამ დააშორა ერთმანეთს მამა-შვილი და რატომ არ გაქვთ ერთმანეთთან კონტაქტი მამიდას და ძმისშვილს?

– ჩემი ძმა, ვალერი ტარასის ძე ხუფენია, 70-იან წლებში სასწავლებლად ქალაქ სარანსკში იყო წასული, სადაც მან გაიცნო რიგელი გოგონა ნინა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, სწავლის დამთავრების შემდეგ ვალერი მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდა. მისი შეყვარებული ნინა კი მშობლებმა არ გამოუშვეს შორეულ საქართველოში და სწორედ ეს იყო მათი დაშორების მიზეზი. 1978 წელს ნინას გაუჩნდა ვაჟი – ტიმური, რომელიც ნინასა და ჩემი ძმის სიყვარულის ნაყოფი იყო. ძმამ შვილის მონახულება სულ სამჯერ მოახერხა, რადგან შემდეგ აფხაზეთში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არეულობა დაიწყო. ვალერი მძიმედ დაავადდა და ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. მთელი თავისი სიცოცხლე მიზნად და ნატვრად ჰქონდა შვილის ჩამოყვანა. სიკვდილის წინ მან მე მთხოვა, რომ მეპოვა ტიმური. შვილის დარდი მას იმქვეყნად გაჰყვა. ძალიან მინდა ძმის სურვილი ავასრულო, მით უმეტეს, რომ მე თვითონაც დიდი სურვილი მაქვს, მოვნახო ტიმური და მისი დედა – ნინა.

– რა იცით ნინასა და ტიმურზე გარდა იმისა, რომ შეიძლება, ისინი რიგაში იყვნენ და თქვენი ძმის სიკვდილამდე თუ ჰქონდათ მათ ერთმანეთთან კონტაქტი?

– ნინა ხშირად გვიგზავნიდა წერილებს, ცდილობდა, რომ მამას შვილი ფოტოზე მაინც ენახა, ტიმურის ნახატებსაც კი გვიგზავნიდა, ბავშვი ძალიან ნიჭიერი იყო. მახსოვს, ერთხელ, მამის დაბადების დღისთვის ტიმურმა მას ნახატი გამოუგზავნა და თავისი ბავშვური ხელით მიაწერა „ჩემს საყვარელ მამიკოს დაბადების დღეზე“, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავდა ჩემი ძმისთვის ყოველი წერილი და როგორ ელოდებოდა ხოლმე. წერილზე მიწერილი მისამართი ერთადერთი იმედია ჩვენთვის, რომ მათ ამ მისამართით მაინც ვიპოვით. როგორც ვიცი, ნინა ცხოვრობდა ქალაქ რიგაში, დარზას ქუჩა ¹38, ბინა ¹7-ში. ჩემი ძმის მონაყოლიდან ვიცი ასევე, რომ ნინა სწავლობდა ქალაქ სარანსკში და დამთავრებული აქვს ფილოლოგიური ფაკულტეტი. სწორედ სარანსკში გაიცნეს ნინამ და ვალერიმ ერთმანეთი დაახლოებით 70-იან წლებში. ამჟამად მე ხელთ მხოლოდ ნინასა და ტიმურის ფოტოებო მაქვს და ის ერთადერთი მისამართი. სამწუხაროდ, რიგა ძალიან შორია და სხვაგვარად არც ვიცი, როგორ მოვძებნო ისინი. იმ არეულობის შემდეგ წერილებიც არ მოგვსვლია. ნინას პოვნა უფრო ადვილი იქნებოდა, თუკი იგი არ გათხოვდა და გვარი არ აქვს შეცვლილი, შესაბამისად, არ ვიცი ამჟამად რა გვარზეა ტიმურიც. მაგრამ, მათი პოვნის იმედი მაინც არ დამიკარგავს, უფლებაც არ მაქვს, რომ ისინი არ ვეძებო, რადგან ვალერის ძალიან უნდოდა მათი პოვნა. ნინას ჰყავდა ძმა – ჟენია ბუკინი. სამწუხაროდ, მისი ასაკი ჩემთვის უცნობია, – ეს არის მთელი ინფორმაცია, რასაც ვფლობ.

– როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ იპოვით ძმისშვილს, სად და როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა?

– ღმერთმა ქნას და, თუ ტიმური და ნინა ვიპოვე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვნახო ჩემი ძმისშვილი და გულში ჩავიკრა, ვუამბო, თუ რამდენს ნიშნავდა იგი თავისი მამისთვის, როგორ უნდოდა მისი გვერდით ყოლა, როგორ ენატრებოდა და უყვარდა. შეიძლება, მან არც იცის, რამდენს ნიშნავდა მამამისისთვის ბავშვობაში გამოგზავნილი ნახატები, რომ ყველა ნახატი ჩვენ რელიკვიასავით გვაქვს შენახული და ძალიან ვუფრთხილდებით. ამჟამად ტიმური 31 წლის უნდა იყოს. გამორიცხული არც ის არის, რომ მას უკვე თავისი ოჯახი აქვს. ვფიქრობ, თუ ვიპოვე, მასაც გაუხარდება ეს ამბავი, რადგან სისხლით ნათესავები ვართ და ერთმანეთის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ვინ იცის, იქნებ ისიც გვეძებს... ნინას ცხოვრებაც ძალიან მაინტერესებს. მართალია, პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ დიდი სიმპათია მაქვს ამ ადამიანის მიმართ. იგი ჩემს ძმას უყვარდა, მათ საერთო შვილიც ჰყავთ და ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ პატივს ვცემდე. ძალიან მინდა, ვიპოვო ისინი და თქვენი დიდი იმედი მაქვს.


скачать dle 11.3