კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოვლინებები აქვს პანკრეატიტს და რომელი საკვებით მწვავდება ის


კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი ენდოკრინულ სისტემას განეკუთვნება. ის ჰორმონ ინსულინსა და მის საწინააღმდეგო ნივთიერებას გლუკაგონს გამოყოფს. ასევე, აქვს მეტად მნიშვნელოვანი გარეგანი სეკრეციის ფუნქციაც, კერძოდ, გამოიმუშავებს საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტების – ტრიფსონის, ლოპაზის და ამილაზას შემცველ წვენს. პანკრეასის წვენის უკმარისობის დროს, ორგანიზმს ცხიმების მონელება უჭირს.

პანკრეასის ინსულარული აპარატის დაზიანება იწვევს შაქრიან დიაბეტს, ფერმენტული ნაწილის ანთება კი – პანკრეატიტს.

პანკრეატიტი შეიძლება იყოს ქრონიკული და მწვავე. ის ემუქრება იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნაღვლის ბუშტის ანთება, სანაღვლე გზების ანთება...

დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია დიეტის დარღვევა, არასრულფასოვანი კვება და ასე შემდეგ. ზოგად ინფექციურ ფაქტორებს შორის მნიშვნელობა აქვს: ქუნთრუშას, ყბაყურას, ცოფს, ბოტკინის სნეულებას და ასევე, სხვა დაავადებებსაც.

პანკრეატიტის განვითარებას იწვევს პანკრეასის და ნაღვლის წვენის ნაწლავებში გადასვლის პროცესის დარღვევა, რასაც პანკრეასის ქსოვილის თვითმონელება მოჰყვება.

მწვავე პანკრეატიტი მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილით და ღებინებით იწყება. უფრო ხშირად კი გვხვდება ქრონიკული პანკრეატიტი, რომლის დროსაც ადამიანს აწუხებს მუცლის შებერვა, შეკრულობა, ბოყინი, ზოგ ინდივიდუალურ შემთხვევაში ფაღარათი, ტკივილი მუცლის ზემო ნაწილში, ასევე, მარჯვენა ფერდქვეშ. თუ ქრონიკული პროცესი გამწვავდა, მაშინ შესაძლოა მწვავე პანკრეატიტი ჩამოყალიბდეს.

ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობის მთავარი პრინციპი დიეტის დაცვაა. საკვები რაციონი ცხიმებით ღარიბი, ცილებით, ნახშირწყლებით და ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს. გაითვალისწინეთ ის, რომ ცხიმში შემწვარი პროდუქტი დაავადებას უფრო ამწვავებს. ამიტომ, ერიდეთ ასეთი საკვების მიღებას, თუ ზემოთ აღნიშნული დაავადება გაწუხებთ. მაგრამ, თუ მაინც მოგიწიათ ცხიმიანი საკვების მიღება, ანუ როგორც ამბობენ, სულმა წაგძლიათ, მაშინვე დააყოლეთ ფერმენტული პრეპარატები, რომლებიც აფთიაქში იყიდება, რომ ცხიმი დროულად განეიტრალდეს.

თუ ავადმყოფი სათანადო დიეტას და მითითებებს დაიცავს, მაშინ ქრონიკული პანკრეატიტი სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა დუნედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს.


скачать dle 11.3