კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა კომპანიებმა დაამატეს ოქრო და ვერცხლი თავიანთ ავეჯს და როდის გაგიცხელებთ სამზარეულო სადილს მესიჯით


თუ გინდა, გაიგო როგორ შეცვალო სახლის დიზაინი 2010-2011 წლებში, მაშინ მილანის ყოველწლიურ გამოფენას უნდა ეწვიო, სადაც მსოფლიოს ყველა წამყვანი არქიტექტურულ-დიზაინური კომპანია საკუთარ მიგნებებს, ახალ სტილსა თუ ხელოვნების ამ დარგისადმი დამოკიდებულებას უზიარებს მნახველს. არქიტექტორ-დიზაინერი დიმა გაჩეჩილაძე მილანის გამოფენიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრა.


დიმა გაჩეჩილაძე: 12 აპრილს მილანში მსოფლიოში ყველაზე დიდი და მასშტაბური გამოფენა გაიხსნა, რომელიც არქიტექტურას, ინტერიერისა და ტექნიკურ დიზაინს ეხება. მილანში 13 აპრილს ჩავედი და მართლა გაოცებული ვიყავი იმ მასშტაბებით, რომელსაც ეს საგამოფენო სივრცე, ანუ „ექსპო“ მოიცავდა. თვითონ „ექსპო“, როგორც შენობა, თავისთავად ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში. შენობა დაპროექტებულია მასიმილიანო ფუქსასის მიერ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორთა ათეულში შედის. შენობა თანამედროვე სტილისაა, შუშის გადახურვებით, დიდი ეზოთი და სხვა. „ექსპო“, უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი. ის ოცი უზარმაზარი, რამდენიმესართულიანი პავილიონისგან შედგება. თვითონ ეს, პავილიონების არქიტექტურული თვალსაზრისით, დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს, მთავარი სილამაზე შიდა ეზოებია, მეტალისა და მინის გადახურვებითა და ულამაზესი ბილიკებით გაფორმებული. თუ არ ვცდები, მის შესაქმნელად სამასი მილიონი ევროა დახარჯული.

– რაც შეეხება თვითონ გამოფენას, რა ხდება შიგნით?

– გამოფენა წელს 49-ედ ჩატარდა, მომავალ წელს ნახევარსაუკუნოვან იუბილეს იზეიმებს. იქ აჩვენებენ ყველა სიახლეს, რაც კი ამ სფეროში ხდება – ნოვაციებს. ავეჯისა და აქსესუარების დიდი ნაწილი პროტოტიპიც კი იყო, ანუ ჯერ არ არის გაყიდვაში, მასობრივი წარმოება არ აქვს. პირველად მილანში ეს გამოფენა 1961 წელს გაიმართა...

– მაშინ, როდესაც თბილისში ყველა სახლში ერთნაირი შპალერი იყო გაკრული.

– ასეა. იქ არც ერთ დროში, არაფერი ერთნაირი არ ყოფილა, ყოველთვის ცდილობდნენ, განსხვავებულები და ორიგინალურები ყოფილიყვნენ. 2011 წელს გრანდიოზული შოუს მოწყობას აპირებენ ორმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით. რაც შეეხება წლევანდელ გამოფენას, სულ სამი დღით ვიყავი ჩასული და სამ დღეში, ფიზიკურად ვერ შეძლებ ყველაფრის ნახვას, სამ დღეში კი არა, ერთი კვირაც არ გეყოფა. პრაქტიკულად, იქ უნდა იცხოვრო. შეგიძლია აიღო ერთდღიანი ბილეთი, რომელიც ოცდაათი ევრო ღირს და ყველაფერი დაათვალიერო, ან აბონემენტი შეიძინო და მთელი კვირა გქონდეს საშუალება იქ იარო. არის კიდევ სტუდენტური ბარათები. სამასი ათასი ადამიანი იყო ჩასული ამ ყველაფრის სანახავად. თუმცა, ვულკანის გამო ძალიან ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა ჩასვლა. სხვადასხვა ფირმა, კომპანია აგზავნის თანამშრომლებს, სტუდენტებს, პრაქტიკანტებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნახონ. კარგი იქნება თუ ჩვენი სამშენებლო კომპანიები და დიზაინური ფირმებიც გაუშვებენ ახალგაზრდა არქიტექტორებსა და დიზაინერებს ამ გამოფენის სანახავად. ეს ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ცალკე პავილიონში ახალგაზრდა სტუდენტების ნამუშევრები იყო გამოფენილი. პირადად მე, მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურის ორი პავილიონის დათვალიერება მოვასწარი. პავილიონის თითო სართულზე ექსპოზიტორებს ულამაზესად გაფორმებული სტენდები ჰქონდათ, სადაც თავიანთ პროდუქციას აჩვენებდნენ.

– ყველაზე მაგარი ბრენდი რომელი იყო?

– ათასობით ბრენდი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ძალიან ცნობილებიც. თუმცა, მე თუ მკითხავთ, იქ ყველა ის კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც ძალიან მომწონს: „კოლომბო სთაილი“, „ჯისი კოლომბო“, „კრეაციონი“, „მავი“... იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მხოლოდ წელს მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას. სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს არაიტალიური ბრენდიც ბევრი იყო. უზარმაზარი სტენდი ჰქონდა იაპონურ კომპანიას, სადაც თავისი მინიმალისტური დიზაინის ნივთები ჰქონდა წარმოდგენილი. ზოგადად, მინიმალიზმი ძალიან აქტუალურია ინტერიერისა და ავეჯის დიზაინში. მსუბუქი ეთნიკური ფორმები, პრაქტიკულად, მთლიანად შეცვალა ფორმების მინიმალიზმმა და დეტალების სიმკაცრემ. მრავალფეროვნება შავ-თეთრი გამით შეიცვალა, ტონები გაუფერულდა და მინიმუმამდეა დაყვანილი. „კარტელმა“ და „მაგისმაც“ კი, რომლებიც თავიანთი ფერადოვნებით გამოირჩევიან, ორივემ შეცვალეს მიმართულება და შავ-თეთრი ხასიათი მისცეს ავეჯს. ასეთი მასშტაბის აქამდე არაფერი მინახავს. მართლა გაოცებული დავდიოდი. იმხელა ემოცია იყო, ვერ აგიწერთ. გამოფენაზე არ იყო ნივთი, რომელზეც „ვაუს“, – არ იტყოდი. უბრალოდ, რაღაცეები მეტად მოგეწონებოდა, რაღაცეები – ნაკლებად. სტენდის გაფორმებაც კი ძალიან უცნაური იყო. მაგალითად, ერთი სტენდი ხელოვნური ცითა და ღრუბლებით იყო გაფორმებული, ერთი – უზარმაზარ ფეხებზე მდგარი სკამებით და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ... ვისაც სადა გაფორმება ჰქონდა, იმ სისადავეშიც კი ჩანდა, რა ნაფიქრი იდო მასში და რამდენი ენერგია იყო დახარჯული.

ცალკე ზონად იყო გამოყოფილი „სალონი სატელაიტი“, რომელიც მნახველთა ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. იქ ახალგაზრდა დამწყები დიზაინერების ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც არ ექცევიან ტენდენციების ქვეშ და არიან სრულიად თავისუფალნი. მათი არაკომერციული პროდუქტი ყველაზე საინტერესო, უცნაური და მახვილგონივრულია.

– ინტერიერის დიზაინშიც ხომ არსებობს ტენდენციები, ისევე როგორც ვთქვათ, ტანსაცმელში?

– რა თქმა უნდა. თუმცა, კლასიკა კლასიკად რჩება. მუდმივად მიმდინარეობს მისი განახლება, მაგრამ ყველაფერი მაინც თანამედროვე თბილი სახლისკენ მიდის, სადაც ისევ და ისევ მინიმალიზმი მეფობს. ანუ, მაქსიმალურად ცოტა ნივთი და სახლი ყველანაირი გადატვირთვის გარეშე; არამკვეთრი, სადა, გრაფიკული ტონები. გრაფიკისკენ წავიდა ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ხის მასალების სიმრავლე შეიმჩნეოდა – იყო ლითონიც, მინაც. მაგალითად, ერთი ფირმა, მხოლოდ და მხოლოდ სათამაშო მაგიდის ფეხბურთს უშვებს, რომელიც შუშისგანაა შექმნილი. შუშის მაგიდის ფეხბურთი ხომ მაგარია. მეტს არაფერს არ აწარმოებს. ყველაზე პატარა მაგიდის ფასი შვიდი ათასი ევროდან იწყებოდა და ზემოთ მიდიოდა. როგორც სათამაშოს ისე კი არ ყიდულობენ, არამედ როგორც ინტერიერის, დეკორის დეტალს.

– ყველაფერი საშინლად ძვირი ღირს თუ არის საშუალო კლასიც?

– გააჩნია საშუალოს რას ვუწოდებთ, „იკეა“ არ არის. გადასარევი, მარტივი დიზაინი აქვს „იკეას“, არაფერს ვერჩი, უბრალოდ ის მასობრივ წარმოებაზეა გათვლილი და იქ ეგეთი ფირმები არ იყო. წარმოდგენილი იყო საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები. მაგალითად, ახალი თაობის სამზარეულო გარნიტური, რომელსაც მესიჯს უგზავნი და ის სადილს გიცხელებს. წარმოიდგინე, სამსახურიდან მოდიხარ, მობილურიდან მესიჯს აგზავნი და სადილი ცხელი გხვდება. ამაზე გამოვშტერდი. რა მაგარია, სამსაზრეულოს თავის სიმბარათი, რომ აქვს. (იცინის) ასეთი უამრავი რაღაც იყო წარმოდგენილი. ახლა აქტუალურია ეკოპროდუქცია, ანუ ბიოლოგიურად სუფთა მასალები. ყველა სტილში, ყველა მიმართულებით იყო წარმოდგენილი ხე, სხვადასხვა ტიპის დამუშავებით. ავეჯს, რომ თავი დავანებოთ, საოცრად მოდურია სქელი, თითქმის დაუმუშავებელი ხის სკულპტურები, რომლებიც წელს ინტერიერის დეკორისთვის ყველაზე აქტუალურია. უცნაურია, რომ ძალიან ცნობილმა ავეჯის სახლებმა ინტერიერის გაფორმება მაინცდამაინც ყდამოგლეჯილი წიგნებით მოინდომეს, რითაც, ალბათ, დროის დაუნდობელ სვლას გაუსვეს ხაზი. უყდო წიგნებით გაფორმებული იყო წიგნის თაროები, ისინი ეყარა იატაკზე და სხვა. მსგავსი არაკეთილშობილური დამოკიდებულება წიგნების მიმართ „კასინამ“ შეცვალა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ წიგნების ყდებით შექმნა ულამაზესი სასადილო მაგიდა. საყოველთაო თავშეკავებულობის ფონზე რამდენიმე ავეჯის კომპანია განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი ოქროს ფონდით. მათი ექსცენტრიკული დიზაინერებიც კი შავ-თეთრ ფერებზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა ოქრო-ვერცხლიც დიდი რაოდენობით აქვთ გამოყენებული.

– ქართველები თუ იყვნენ?

– კი, ქართველები ვნახე, მეუღლეებთან ერთად, რამდენიმე ცნობილი ადამიანი. თუმცა, არ ვიცი, სურთ თუ არა მათ ამის გახმაურება. ამიტომ, თავს შევიკავებ დასახელებისგან.


скачать dle 11.3