კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“შავი კეტები„ – დათო ტურაშვილის წინასაარჩევნო პიესა


2 მაისს „თავისუფალ თეატრში“ შედგა ახალი სპექტაკლის პრემიერა „შავი კეტები“. დამდგმელი რეჟისორი – ვახო ნიკოლავა; პიესის ავტორი – დათო ტურაშვილი. სპექტაკლი საკმაოდ განსხვავებული სტილით არის დადგმული და ქართულ თეატრალურ სივრცეში სიახლის მაჩვენებელია. მოქმედება ვითარდება საროსკიპოში. მთავარი გმირი, „ლოლა“, ყველაზე ახალგაზრდა მეძავია, რომელიც ცდილობს საკუთარი სამყარო არ დაკარგოს და ამ ჭაობს როგორმე თავი დააღწიოს.

დათო ტურაშვილი: მადლობას ვუხდი დამდგმელ რეჟისორს, ვახო ნიკოლავას, რომელმაც ინტერესი გამოიჩინა და არჩევანი შეაჩერა ჩემს პიესაზე. მომწონს მისი სრულიად განსხვავებული რეჟისორული ხედვა, რომელიც ნოვატორულ ელემენტებს შეიცავს. ეს ძალიან მისასალმებელია. სხვათა შორის, ამ პიესას ბათუმის თეატრშიც დგამენ, სადაც მიდგომა ამ პიესის მიმართ რადიკალურად განსხვავდება და ეს ძალიან მომწონს. მადლობა მინდა ვუთხრა მსახიობებსაც, რადგან, არ იყო მარტივი ასეთი სახასიათო როლების შესრულება. მათთვის ყველაზე დიდი დაფასება არის დარბაზიდან მიღებული ტაში და ოვაციები. სპექტაკლის შესახებ მაყურებელს ცოტა განსხვავებული რეაქციები ჰქონდა. ადამიანებს აქვთ შოკის განცდა, რადგან სიუჟეტურადაც სიახლეა მათთვის სცენაზე ასეთი ისტორიის მოსმენა, დანახვა, აღმოჩენა. თუმცა, ქართველი მაყურებელი ნელ-ნელა ამასაც მიეჩვევა და მიიღებს.

– პიესას ქვესათაურად აქვს „წინასაარჩევნო პიესა“ რატომ?

– არა მხოლოდ სიუჟეტის გამო. რასაკვირველია, სადაც მოქმედება ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ თვითონ ჩვენი გარემოს გამო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სულ წინასაარჩევნო პერიოდი გვაქვს, ან არჩევნები. ეს არ სრულდება.

– რატომ ვითარდება მოქმედება საროსკიპოში?

– მე ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტად ვემსგავსებით მეძავებს და, ალბათ, შემთხვევითი არ არის ჩემი გადაწყვეტილება. ცხოვრებაში სულ ყიდვაზეა ლაპარაკი. იქ სხეულს ყიდულობენ მამაკაცები, წინასაარჩევნო პერიოდში კი – ადამიანების ხმებს.

მაყურებელს შეუძლია, 20-28 მაისს თავად ნახოს ეს განსხვავებული სპექტაკლი და შეფასებებიც მათთვის მიგვინდია.

P.S. სპექტაკლზე 16 წლამდე ასაკის ბავშვები არ დაიშვებიან.


скачать dle 11.3