კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სძინავთ ცალ-ცალკე კახა ჯოხაძეს და მის ცოლს


„შუა ქალაქის“ მსახიობი კახა ჯოხაძე, რომელიც მოკრძალებული და შეშინებული ქმრის – ვახუნხულას როლს ასრულებს, ცხოვრებაში აბსოლუტურად განსხვავებულია. არც ისეთი ცოლი ჰყავს, რომელიც ბევრი ლაპარაკითა და რჩევებით უჭამს ტვინს. ოჯახი მისთვის ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ მასთან სახლში, ცოლისა და ორი შვილის გარდა, კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობს – დედა და დეიდა. აკეთებს იმას, რაც მის ძალებს არ აღემატება და არ ნატრობს იმდენ ფულს, რამდენმაც შეიძლება ცხოვრებაში პრობლემებიც კი შეუქმნას.


– როგორც ვიცი, ადრეულ ასაკში დაქორწინდი. მოგვიყევი, როგორ დაიწყო ყველაფერი?

– 19 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მე და ჩემი მომავალი მეუღლე, ნინო შერმადინი, თეატრალურ ინსტიტუტში ერთ ჯგუფში, დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტზე, ვსწავლობდით. ძალიან შეკრული ჯგუფი იყო, ვმეგობრობდით. ნინო გორიდან არის და თეატრალური ინსტიტუტის უკან ცხოვრობდა ნაქირავებში. ამიტომ, მეგობრები – ყველა ერთად, შესვენებაზე ან ლექციების შემდეგ, მასთან სახლში ვიკრიბებოდით. ხან ყავას, ხან ლუდს ვსვამდით. ფაქტობრივად, ის იყო ჩვენი თავშესაქცევი, სანამ ჩვენ-ჩვენს სახლებში წავიდოდით. ნინოს დედას, ქეთინოს, ხშირად ვნახულობდი. ჩამოდიოდა, სანოვაგე ჩამოჰქონდა. მოკლედ, ძალიან შინაურული სიტუაცია იყო. ჩვენ შორის სიყვარულის ახსნა და ასეთი რაღაცეები არ ყოფილა. ერთმანეთის მოქმედებით მივხვდით, რომ მეგობრობის გარდა, იყო რაღაც უფრო მეტი.

– ამ ასაკში ვერ ხვდებიან, რა სისულელეებს სჩადიან. თუ მშობელმა არ მიუთითა და შეაჩერა, ყველაფერი ცუდად მთავრდება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. რაღაც დრო რომ გავიდა, ხომ არ ინანე, რომ ნაადრევად დაქორწინდი და რა უპირატესობა აღმოაჩნდა ამ ყველაფერს?

– ჩემთვის არასოდეს არსებობდა რაღაც შეზღუდვები. დედისერთა ვიყავი და ყველა ცდილობდა, გავენებივრებინე. მაშინ, მამაჩემი ცოცხალი იყო და ერთადერთი ის მითხრა, მგონი, ნაადრევიაო, მაგრამ თუ დარწმუნებული ხარ, ეს ის არის, რაც შენ გინდა, კი ბატონო, მე გვერდში დაგიდგები ყველანაირადო. დიდი მექალთანე არ ვიყავი. რა თქმა უნდა, მყავდა შეყვარებული, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ანალოგიურად ნინოსაც ჰქონდა ჩემდამი გრძნობა. მე არ ვიცი, რას უწოდებენ ნამდვილ სიყვარულს. ალბათ, ეს იყო ნამდვილი სიყვარული. მეცხრე წელია, ერთად ვართ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ასე რომ, ვფიქრობ, არ შევმცდარვარ. რაღაც პროცენტით სინანულის განცდა ყველას აქვს. არ არსებობს კაცი, როგორი ბედნიერიც არ უნდა იყოს, რომ წუთით არ გაიფიქროს ეს. თუნდაც მაშინ, ლამაზი ქალი რომ ჩაგივლის გვერდით. ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ. ადამიანები ვართ და შეიძლება, პატარა გაუგებრობებიც მოხდეს. მთავარია, არ უღალატო. ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდები, მიმაჩნია, რომ პირდაპირ უნდა უთხრა.

– ამას ახლა ამბობ, თორემ ეს რომ მოხდება, არ მგონია, გამბედაობა გეყოს და უთხრა.

– ნინოსთვის ნათქვამი მაქვს: მირჩევნია, პირდაპირ გითხრა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა ვეღარ ლაგდება, როგორც აქამდე იყო და უმჯობესია, დავშორდეთ-მეთქი. ხშირად გამიგია, ვიღაცეებზე უთქვამთ: მაგარი კაცია, საყვარელი ჰყავსო. რას ჰქვია, მაგარი კაცია? არ მესმის, როგორ შეიძლება, ერთდროულად გყავდეს ცოლიც და საყვარელიც, ან, რატომ უნდა გაგიჩნდეს ამის სურვილი. ასეთი ურთიერთობების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ქალს რომ ჰყავდეს საყვარელი, უკვე ცუდი ყოფაქცევის ქალის იარლიყს ჰკიდებენ და როცა კაცს აქვს ამის უფლება, ხომ შეიძლება, ქალსაც ჰქონდეს? უბრალოდ, ეს არის, რომ სახელებშია განსხვავება, თორემ აბსოლუტურად ერთნაირი უფლებები აქვთ.

– ზოგადად, თუ ადამიანს მეორეს მიმართ უკმაყოფილების გრძნობა საერთოდ არ გააჩნია, მით უმეტეს, როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, ამას ფსიქოლოგები არანორმალურ მოვლენად მიიჩნევენ. ცოლის ყოველთვის ყველაფერი მოგწონს?

– თუ შენ ნამდვილად იცი, რას აკეთებ, სინანულის გრძნობა არ გაგიჩნდება. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ცოტა დავფიქრებულვარ მატერიალური თვალსაზრისით. ამის დედა ვატირე, ახლა ეს რომ არა, ხომ მექნებოდა დრო და კიდევ რაღაცას მოვძებნიდი-მეთქი. თავისუფლებას არ კარგავ იმ შემთხვევაში, როცა მეუღლე ხელს გიწყობს და ნინო ამას აკეთებს. ვისაც ოჯახში შეზღუდვები აქვს, ალბათ, ასეთი ადამიანები მისტირიან თავისუფლებას. სახლიდან ვერსად გადიან, იმიტომ რომ მათი მეუღლეები წინააღმდეგები არიან. ჩვენთან პირიქით არის, ნინო ყველაფერზე სწორად რეაგირებს. მის გარეშე, სადაც მინდა, იქ წავალ. გვიანობამდეც რომ ვიყო, არანაირად არ სწყინს და პრობლემებს არ მიქმნის. მეგობარი მყავს, რომელსაც ძალიან ეჭვიანი ცოლი ჰყავს და უბრალოდ, მოჰბეზრდა კაცს ასეთი ცხოვრება. ყოველ ხუთ წუთში ურეკავს და ამოწმებს. ასეთი ცოლი რომ მყავდეს, აუცილებლად რაღაც მოხდებოდა. ადამიანები ვართ და როგორ შეიძლება, არ იეჭვიანო, მაგრამ, როცა არ არის სიტუაცია და საფუძველი, რატომ უნდა იეჭვიანო? ზედმეტია. თუ გინდა ამის გაკეთება, გააკეთებ – იმდენი ხერხი და საშუალება არსებობს, მაგრამ არ უნდა იკადრო. სადაც ვიცი, რომ ასეთი სიტუაციებია, იქ არასდროს ვარ. ისედაც არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.

– თუ ხედავ, რომ ვიღაცას შენთან უნდა, რას ეუბნები, ცოლი მყავს და ამას ვერ გავაკეთებო? ქართველ კაცებს ხომ ემოციების მოთოკვა და უარის თქმა არ გეხერხებათ?

– ასეთი შემთხვევა იყო: შეყვარებული მყავდა, სადღაც ვიყავი. ერთს მოვეწონე, არაფერი უთქვამს, მაგრამ ქცევებზე შევატყვე, რომ ჩემთან უნდოდა. მივედი და პირდაპირ ვუთხარი – მაპატიეთ, მაგრამ შეყვარებული მყავს და ვერ ვუღალატებ-მეთქი. იმ გოგომ ვერც გაიგო ეს ამბავი, ვუღალატე, არ ვუღალატე. შეიძლება, მერეც გაუფიქრია ვინმეს რამე, მაგრამ არ მიგრძნია.

– თავიდანვე თუ გრძნობდი პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე, რომ უნდა გერჩინა?

– ნიშნობის შემდეგ ნინო საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. ორი წელი ვიყავით ერთად, ხელმოუწერელი, არც ბავშვის ყოლას ვაპირებდით. ჯერ ინსტიტუტი უნდა დაგვემთავრებინა. თეატრალურში სწავლის პერიოდში, ფაქტობრივად, ერთად ვათენებდით და ვაღამებდით, ყველა ლექციაზე ერთად ვიყავით. გამოდის, რომ ის წლები ჩვენი თანაცხოვრების გამოცდილების წლები იყო. ერთმანეთის თვისებები, ხასიათი კარგად შევისწავლეთ. მუშაობა რომ დავიწყეთ, მეორე კურსზე ვიყავით. კობა ნარჩემაშვილის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაუწყებლო თეატრში ვმუშაობდით, რომელიც ჩვენს სახლთან იყო. იმ დროისთვის ნორმალური ხელფასი გვქონდა – სამოცდაათი ლარი. ეს მაშინ, როცა რუსთაველის თეატრში მსახიობებს ორმოცდახუთი ლარი ჰქონდათ ხელფასი, მაგრამ, მერე ისე მოხდა, რომ დავიშალეთ. დავამთავრეთ თუ არა თეატრალური, ჭოლამ აგვიყვანა ვაკის თეატრალურ სარდაფში. მერე ნინო ორსულად იყო და ვეღარ შეძლო მუშაობა. მეც, დაახლოებით, ორი წელი ვიყავი იქ და წამოვედი. მაშინ არ გაგვჭირვებია. ოჯახში მთავარი შემომტანი მამა იყო და რომ გარდაიცვალა ოჯახის მთელი სიმძიმე დედას დააწვა მხრებზე. მყავს გასათხოვარი დეიდა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს და ყოველთვის მხარში გვიდგას. ბავშვები რომ გაჩნდნენ, მოთხოვნილებებიც გაიზარდა. მოვწყდი თეატრალურ საქმეს და დავიწყე ფიქრი იმაზე, უკეთესი რა მეპოვა, რომ ოჯახი უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ერთ-ერთ რადიოში საინფორმაციოს წამყვანად სამი თვე ვიმუშავე, მაგრამ ხელფასი არ ამიღია. მერე ჩემმა დეიდაშვილმა თავის მეგობართან ერთად გალერეა-კაფე გახსნა და იქ ადმინისტრატორად ვიყავი. ბოლოს იქაც აირია სიტუაცია, თორემ ძალიან მომწონდა. ახლა სერიალში და „რუსთავი 2-ზე“ დილის პროგრამებში ვარ მემონტაჟე. ფუფუნებაში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ელემენტარული საჭმლისა და გადასახადების ფული გვაქვს. ვისაც აქვს ფული კონკრეტულ მომენტში, ის იხდის კომუნალურ გადასახადებს. ერთმანეთს რომ დაველოდოთ, ვინ გადაიხდის, ასე არ ხდება. ოჯახში მე და დედაჩემს გვყავს მანქანა. არის შემთხვევები, როცა ბენზინის ფული არ მაქვს ან ჩემი გაფუჭდა და მის მანქანას ვიყენებ. არ ვარ მომთხოვნი. არც მინდა, ბევრი ფული მქონდეს, იმიტომ რომ ბევრ ფულს ბევრი პრობლემა მოაქვს. ეს არ მაინტერესებს.

– ზოგჯერ კაცის ატანა რთულია. შენ რა შემთხვევაში ხარ აუტანელი?

– ერთადერთი ჩემი პრობლემა საჭმელია. ხორციან კერძებს არ ვჭამ და სულ ამაზე მოგვდის ჩხუბი. სახლში ცომეულს არ მაჭმევენ, ასუქებსო და არ ვიცი, რა ვჭამო. ამიტომ, სამსახურიდან რომ მოვდივარ, სულ ამის პრობლემაა. ბაზარში არ დავდივარ, ქალები დადიან. რომც წავიდე, ვერ მოვიტან პროდუქტს – არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული. ჩემს მენიუზე ნამდვილად ვერ აეწყობიან. მე კიდევ, ორი დღე ერთი და იგივეს ვერ შევჭამ.

– ცოლ-ქმარს ლოგინშიც ხომ მოსდით ხოლმე კამათი. თქვენთან რა ხდება?

– ყველა ვარიანტში შეატყობ შენს მეორე ნახევარს, რა უნდა და რა – არა. თუ გიყვარს, უნდა გაუგო. ადამიანი ყოველთვის ვერ იქნები კარგ განწყობაზე. ზოგჯერ სამსახურიდან დაღლილი მოდიხარ და დაძინება გინდა. ასე რომ, გასაბრაზებელი არ არის, თუ ქმარმა ცოლს ყურადღება ვერ მიაქცია. მე რომ მოვდივარ სახლში, ყველა ხელს მიწყობს, რომ დავიძინო და დავისვენო. ცოტას ვხვრინავ. ბავშვობაში ცხვირი გავიტეხე. სამი წელია, რაც ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ცოტა მაინც მიჭირს ცხვირით სუნთქვა, სულ პირით ვსუნთქავდი და მივეჩვიე.

– ქალისთვის ამ შემთხვევაშიც რთული ასატანია. შენი ცოლი ლოგინიდან არ გაგდებს?

– ხშირად გავუღვიძებივარ – გადაბრუნდიო, მაგრამ ძალიან შემაწუხებლადაც არ ვხვრინავ. იშვიათად ხდება ასე. ცალკეც დამიძინია, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა გაციებული ვარ და თავს შეუძლოდ ვგრძნობ. ამ დროს ვნერვიულობ, რომ ბავშვებს არ გადავდო. არის შემთხვევები გვიან მიდის კაცი სახლში, შედის სახლში და ხედავს, ცოლს სძინავს. ასეთი რაღაც ჩვენს ოჯახში ჯერ არ ყოფილა. თუ ვიგვიანებ, ბავშვების გარდა, ყველა მელოდება, არ იძინებენ.


скачать dle 11.3