კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯამბაზობა“


31 დეპუტატზე – თვეში 667

გასულ კვირას ქართულმა რეგიონულმა მედიამ პროტესტი გამოთქვა და გაზეთები ცარიელი ფურცლებით გამოვიდა. ჩემი კოლეგები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან საჯარო ინფორმაციას მოითხოვენ. მართალია, დედაქალაქში ჯერჯერობით ბეჭდური გამოცემები დაბეჭდილი ფურცლებით გამოდის, თუმცა, საჯარო ინფორმაციის მოპოვება აქაც ერთობ დიდი ფუფუნებაა და ამას სულ უმნიშვნელო და კონკრეტულ მაგალითზე მოგახსენებთ: პარლამენტის წევრთა სოციალური დაცვის, სახელფასო შემოსავლის, საავტომობილო, სატელეფონო, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა ამგვარი, სრულიად საჯარო და უწყინარი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს პარლამენტს წერილობით მივმართეთ (ვინაიდან დეპარტამენტების ხელმძღვანელები პირისპირ საუბარს ტყვიასავით ერიდებიან). მაგალითად, ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იაკობ ედილაშვილმა, ისიც კი გვითხრა, თუ ქ-ნი გოგორიშვილი არ დამრთავს ნებას, საჯარო ინფორმაციას ვერ გავცემო. არ დავიზარე და ქ-ნ გოგორიშვილს დავურეკე, ოღონდ, თანაშემწემ მიპასუხა და ბ-ნი ედილაშვილის ნათქვამით მეტად გაკვირვებულიც დარჩა (მეორე მხრივ, რთული დასაჯერებელია, რომ პატივცემულ ედილაშვილს თავისი ინიციატივით გადავემისამართებინე ქ-ნი გოგორიშვილისკენ). ასე იყო თუ ისე, ქ-ნმა გოგორიშვილმა შემომითვალა, რომ საჯარო ინფორმაციის გავრცელება-არგავრცელების ნებართვასთან ხელი არ ჰქონდა. რაკი არ ჰქონდა, ბ-ნი ედილაშვილი პასუხის წერილობით გაცემაზე დაგვეთანხმა. ორიოდ კვირაში კი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტისგან ამ ჩვენს შეკითხვათა კასკადზე მხოლოდ რამდენიმეწინადადებიანი პასუხი მივიღეთ. ერთ-ერთ მონაკვეთს შემოგთავაზებთ, რომელიც თბილისში ბინის არმქონე პარლამენტის წევრთათვის ბინის ქირის გადასახადის ოდენობას გულისხმობდა (მომაქვს ციტატა): „31 პარლამენტის წევრზე, რომლებსაც თბილისში არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართობი, ბინის დაქირავებისთვის გამოყოფილია 667 ლარი “ (ანუ, თითოეულზე 21 ლარი და 52 თეთრი).

ჰოდა, ახლა თავად განსაჯეთ, ამ ჩვენი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში ქართულთან არიან მწყრალად, თავს იმასხარავებენ თუ ჩვენ გვამასხარავებენ?! პირადად მე უფრო ბოლო ვარიანტი მგონია.


скачать dle 11.3