კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

დაშლილ-არმოშლილი


ეკლიანი გვირგვინის გარეშე

წინასაარჩევნო რეჟიმში გადასული პარლამენტი გასულ კვირას სასესიო დარბაზში ბოლოჯერ შეიკრიბა (არჩევნებამდე ბოლოჯერ), დაშლა-არმოშლისაც თქვა და არჩევნებამდეც დაგვემშვიდობა. ერთი იმედი ისაა, რომ საპარლამენტო კომიტეტებში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა, თუ „ქრისტიან-დემოკრატ“ ლევან ვეფხვაძეს დავესესხებით, რომელმაც პარლამენტის წინასაარჩევნო არდადეგები ასე ახსნა: 150-ში 75 მაჟორიტარია, ისინი კი ადგილებზე მუშაობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მათ გარეშე კი კვორუმი გაჭირდებოდა და უკვორუმობას ჩვენი დაშლა ჯობიაო, ჩნდება ეჭვი, რომ მაინცდამაინც არც კომიტეტებში უნდა ასხამდნენ ოფლს ეს ჩვენი რჩეულები. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, დაშლა-არმოშლამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ბაქრაძემ, ყოველი შემთხვევისთვის, საზოგადოებას შეახსენა, რომ, მართალია, წელს ეკონომიკური ზრდაც იგეგმება და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაც იზრდება, მაგრამ ჩვენ, ქართველი კანონმდებლები, მაინც არ ვითხოვთ დაფინანსების გაზრდასო (აქ, ალბათ, შეძახილს ელოდნენ: ბარაქალა თქვენს ვაჟკაცობასო!). მეორე მხრივ, ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა ოდენობა 235-დან 150-მდე ორი მიზეზის გამო შემცირდა: ჯერ ერთი, საქართველოს მასშტაბის ქვეყანას ამდენი რჩეული არ სჭირდებოდა და, რაც მთავარია, ეს შემცირება თანხებსაც დაზოგავდა. მაგრამ, რეალურად, აღმოჩნდა, რომ 150-იანი პარლამენტის შენახვა ბიუჯეტს თითქმის ორჯერ მეტი უჯდება, ვიდრე 235-იანის უჯდებოდა (თანაც, გაითვალისწინეთ, ორჯერ მეტი – პოსტრევოლუციურ პერიოდშივე!). მეტი დამაჯერებლობისთვის რამდენიმე ციფრს მოვიხმობ: 2009 წელს 150-დეპუტატიანი პარლამენტის პარლამენტართა ხელფასების დაფინანსებამ 25 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2007 წელს 235-დეპუტატიანი პარლამენტის პარლამენტართა ხელფასების დაფინანსება მხოლოდ13 მილიონი იყო, 2008 წელს კი (როდესაც 2008 წლის ივნისამდე ბიუჯეტი 235, ამის შემდეგ კი 150-დეპუტატიან პარლამენტს ინახავდა) – 18 მილიონი.

ჰოდა, ამ ფონზე, სავარაუდოდ, ამაოდ ელის (თუ, რა თქმა უნდა, ელის) ბ-ნი ბაქრაძე – ეკლიან გვირგვინს ვერ შევახვედრებთ!


скачать dle 11.3