კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აღოღებულები“


ავტობანზე გასასვენებლად

ამ ჩვენს მთავრობაზე გურული ბებიები იტყოდნენ, „აღოღებულიაო“, რადგან, ხან სად ატარებენ გასვლით სხდომას, ხანაც – სად (ერთი ისაა, რომ ჯერჯერობით კოსმოსი არ დაულაშქრავთ), მაგრამ, რადგან ჩვენ დემოკრატიული საქართველოს კანონის პატივისმცემელი მოქალაქეები ვართ, ვიცით, რომ ჩვენს მთავრობას განა ღოღიალი მოსწონს, თავის ხალხთან უნდა ახლოს ყოფნა. ჰოდა, რაკი უნდა, გასულ კვირას გასვლითი სხდომა რუსთავში ჩაატარა პრემიერ გილაურის მეთაურობით. მომენტით მთავრობის წევრებმაც ისარგებლეს და რუსთავ-ქალაქი ლამის ფეხით შემოიარეს: ბ-ნმა სუბელიანმა დევნილები მოინახულა, ბ-ნმა შაშკინმა – მოსწავლე-ახალგაზრდობა, ბ-ნმა კვიტაშვილმა – ჯანმრთელებიც და ავადმყოფებიც. თავად სხდომაზე კი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსთავი-თბილისის ახალი ავტობანის ამბავიც გვაუწყეს, პროექტიც დაგვანახვეს და სავარაუდო ფასიც გვითხრეს – 90 მილიონი ლარი (სავარაუდოდ, ვალით ასაშენებელი). გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი-რუსთავის გზას არ უნდა უშავდეს, პირადად ჩემთვის უცნობია, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ 90 მილიონის ავტობანში დაბანდება, თუმცა, თუ ოპონენტებს ვერწმუნებით, გზის მშენებლობა მეტად სარფიანი საქმეა მოწმეების გარეშე ხელის მოთბობის მსურველთათვისო. ხოლო, რაკი ამ ქვეყნის აქილევსის ქუსლი ჯანდაცვის სისტემაა და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ ღვთის ანაბარადაა დარჩენილი (რომ არც ექიმი დასჭირდება და არც წამალი), ისევ უფასო საავადმყოფოს თემას დავუბრუნდები: ვითომ დაშავდებოდა რამე, თბილისი-რუსთავის არსებული გზით რომ დავკმაყოფილებულიყავით და ის 90 მილიონი უფასო საავადმყოფოს მშენებლობისთვის მოეხმარათ?! თუ, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაგებულ გზებსა თუ ავტობანებს, უწამლობით, უსახსრობითა თუ უექიმობით სულამოხდილთა ევროდონეზე გასასვენებლად არ ამზადებენ: იცხოვრა და აღესრულა, როგორც პოსტრევოლუციური საქართველოს ღვიძლი შვილი!


скачать dle 11.3