კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რას მოიცავს ძაღლის მინიმალური გაწვრთნა?

პასუხი: ძაღლის მინიმალურ გაწვრთნაში შედის აუცილებელი საბაზისო ბრძანებები: მოდი! დაჯექი! დაწექი! ადგილზე! დარჩი! ფუ (გაუშვი)! გვერდით! (სეირნობისას), ჩუმად! დაიყეფე! მომიტანე! გაითვალისწინეთ, რომ გამორიცხულია, ძაღლის ფიზიკური შეხებით დასჯა – ასე უფრო ძნელად მიაღწევთ შედეგს.

კითხვა: მყავს 10 წლის გერმანული ნაგაზი. როგორც ხვდებით, ის უკვე ასაკშია. მაინტერესებს, რამე სპეციალური დანამატი ხომ არ უნდა მივცე საკვების სახით, ანუ, შევიტანო თუ არა კვებაში ცვლილებები?

პასუხი: როცა ძაღლი ასაკშია, მას ხელის შეწყობა არა მხოლოდ კვებაში, არამედ სხვა რამეშიც სჭირდება. მაგრამ, რადგან თქვენ კონკრეტულად კვება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მისთვის აუცილებლად სპეციალური რაციონია საჭირო. არსებობს საკვები, რომელიც სპეციალურად ასაკიანი ძაღლებისთვის არის განკუთვნილი და მისი მიღება ძალიან კარგია ძაღლის ორგანიზმისთვის. ის იმ მინერალებს შეიცავს, რომლებიც ხანში შესული ძაღლის ორგანიზმს ესაჭიროება. ასე რომ, არ დაიზაროთ და, ასაკში შესულ ძაღლს აუცილებლად შეუქმენით პირობები, რომელშიც ის თავს კომფორტულად იგრძნობს.

კითხვა: ჩემს ძაღლს ერთხელ ჰქონდა ღებინება. რამდენიმე ვეტერინართან გვყავდა მიყვანილი, მაგრამ ყველამ სხვადასხვა პასუხი გაგვცა, კონკრეტული მიზეზი მგონი მაინც ვერ დაადგინეს, როგორ გავიგოთ, რომელია სწორი პასუხი?

პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის ერთი ექიმიდან მეორესთან და მესამესთან ტარება. ეს უშედეგო მცდელობაა, რადგან ყველა ექიმს მკურნალობის თავისი მეთოდი აქვს და, როდესაც ამის არევა ხდება, ხშირ შემთხვევაში, შედეგი აბსოლუტურად წარუმატებელია. ამიტომ, არჩევანი ერთ ვეტერინარზე გააკეთეთ.

კითხვა: ახლობლის ძაღლს ფილტვების ანთება დაემართა. როგორ დავიცვათ ძაღლი ამისგან?

პასუხი: ძალიან ადვილად: პირველ ყოვლისა არ უნდა დატოვოთ ძაღლი დიდი ხნით ორპირ ქარში. როცა ძაღლს დაბანთ, კარგად უნდა გაამშრალოთ და არავითარ შემთხვევაში მაშინვე არ უნდა გაიყვანოთ გარეთ. ასევე, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძაღლი დაბანამდე დიდი ხანი არ უნდა იყოს მზეზე; თუ თქვენს ძაღლს ისეთ სიმპტომებს შენიშნავთ, როგორიც არის ცხელი და მშრალი ცხვირი, ცემინება, სურდო, გამონადენი ცხვირიდან, უხასიათობა და მოთენთილობა, მაშინვე მიმართეთ ვეტერინარს. ფილტვების ანთება ანტიბიოტიკების მიღებას, სწორ და სწრაფ მკურნალობას კარგად ემორჩილება და არანაირ გართულებას არ ტოვებს.


скачать dle 11.3