კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ დავიცვათ ძაღლი სეზონური ალერგიისგან და რა სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ვეტერინარს


გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბევრი პრობლემა იჩენს თავს როგორც ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე, ცხოველებშიც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ალერგიულ გამოვლინებებს. ალერგია ბევრი რამით შეიძლება, იყოს გამოწვეული, ამიტომ, თქვენს ოთხფეხა მეგობარს ზედმეტი ყურადღება არ აწყენს. პირველი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც გამომწვევ მიზეზს დაადგენს და შესაბამის მკურნალობასაც დაუნიშნავს ცხოველს. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული გაზაფხულის ალერგიები და როგორ ავაცილოთ ის ძაღლს, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გვიამბობს.

ზაქრო ბაჯიაშვილი: გაზაფხულზე წვიმის დროს აყვავებული ხეებიდან ჩამოირეცხება ყვავილის მტვერი. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ, გამოდარებისთანავე ამ ყვავილების მტვერი, მიკრონაწილაკები, ტკიპები და ალერგენები ჰაერს ამტვრიანებენ, რამაც, შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს ძაღლზე და სხვადასხვა სახის ალერგია გამოიწვიოს.

– ეს ფაქტი, ალბათ, ძაღლის ბევრ მფლობელს დააინტერესებს. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ იმის შესახებ, თუ რომელი მცენარეები იწვევს ალერგიებს.

– დიდი სიამოვნებით. ძაღლებში გაზაფხულის ალერგიები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ხის, ბალახისა და მტვრის ტკიპებისგან. ასევე, ალერგია შეიძლება დაფიქსირდეს მწერებისგან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ: კანის ინფექციები, ქავილი, ცემინება, თვალების სიწითლე, ცრემლდენა და სხვა ალერგიული რეაქციები.

– ძაღლებში ალერგია ისევე ადვილი შესამჩნევია როგორც ადამიანებში?

– თუ თქვენს ძაღლს ალერგია აქვს, ამას ადვილად შეამჩნევთ. აუცილებლად ექნება ქავილი და საკუთარი სხეულის ლოკვას დაიწყებს. გარდა ამისა, ალერგია შეიძლება გამოიხატოს ბეწვის ცვენით, ქერტლის გაჩენით. ამ შემთხვევაში ბეწვი მალე ცხიმიანდება და ახასიათებს სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნი.

– რა ზომებს უნდა მივმართოთ ასეთ დროს?

– თუ თქვენს ძაღლს მსგავსი რამ შენიშნეთ, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ, რომ ამას ზედმეტი გართულება არ მოჰყვეს. ამ დროს საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ვეტერინარს, რომელიც დაგეხმარებათ ამ მეტად სერიოზული პრობლემის მოგვარებაში.

– ქავილს მხოლოდ მცენარეების მტვერი იწვევს თუ სხვა რამეც?

– ქავილი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ტკიპებმა, ასევე, სოკოვანმა დაავადებამაც, ქავილი მოსალოდნელია აგრეთვე კანის აუტოიმუნური დაავადებისას ან ჰორმონალური დისბალანსის დროს, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამორიცხული ვეტერინარის მიერ, რათა სწორად მოხდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

– ხშირად ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ ძაღლი უმიზეზოდ იქავებს სხეულს. ან, შეიძლება, სახლის პირობებში ჩაუტარონ რაიმე მკურნალობა და საკუთარ თავზე აიღონ მისი გამოჯანმრთელება. ბევრი იზიარებს ნათქვამს, რომ ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება.

– ეს დაუშვებელია. თქვენ თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ცხოველის აყვანისგან თავი უნდა შეიკავოთ. ძაღლს ისევე სჭირდება ყურადღება, როგორც ადამიანს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ვეტერინართან ვიზიტი არის ალერგიის მკურნალობის პირველი ნაბიჯი. ოფიციალური დიაგნოზის დასმის შემდეგ კი, ის თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ეს, შეიძლება, იყოს ანტიალერგიული შამპუნი ან ანტიალერგიული პრეპარატი, რაც დამოკიდებულია თქვენი ძაღლის ალერგიის ფორმასა და მისი მიმდინარეობის სტადიაზე.

– საინტერესოა, ძირითადად რა ასაკიდან ყალიბდება მსუბუქი ალერგიის სიმპტომები ძაღლებში, თუ, ასაკს ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს?

– მსუბუქი ალერგიის სიმპტომები ყალიბდება ძაღლებში, რომელთა საშუალო ასაკიც 6 თვიდან 4 წლამდეა. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, სიმპტომები გაცილებით სერიოზული ხდება ასაკის მატებასთან ერთად.

– ალერგიების შემოტევა მხოლოდ გაზაფხულზეა მოსალოდნელი თუ წელიწადის სხვა დროსაც არის შესაძლებელი?

– ძაღლებს ალერგიის ერთი და იგივე სიმპტომები, ძირითადად წელიწადის ერთსა და იმავე დროს ახასიათებთ, კერძოდ – გაზაფხულზე. ეს ყველაფერი კი ალერგიის სეზონურობაზე მიუთითებს.

– რატომ მაინცდამაინც გაზაფხული, მიზეზი რა არის?

– პასუხი მარტივია: გაზაფხულზე მეტია ალერგიის გამომწვევი მიზეზები, ალერგენები.

გახსოვდეთ, ძაღლის მკურნალობა უნდა დავიწყოთ მას მერე, როცა დიაგნოზი დაისმება. წინასწარ პრეპარატების მიცემა და სხვა რაიმე სახის მკურნალობის ჩატარება არ არის რეკომენდებული.

– როგორ ავაცილოთ ძაღლს ალერგია?

– ყველაზე ადვილი მეთოდი ალერგიის თავიდან აცილებისა ის არის, რომ ძაღლს, ყოველი გასეირნების შემდეგ, აუცილებლად უნდა დავბანოთ თათები. ასევე, ხშირად გავუწმინდოთ ბეწვი და მოვარიდოთ ისეთ ადგილებში სეირნობას, სადაც ბევრია ხის ყვავილის მტვერი და ბალახი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ცხოველს ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე, თვითნებურად მივცეთ ანტიალერგიული პრეპარატები, რადგან ეს, შეიძლება, თქვენი ცხოველის სიკვდილით დამთავრდეს. გაითვალისწინეთ, ესა თუ ის პრეპარატი, რომელიც, გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს თქვენი ძაღლისთვის.


скачать dle 11.3