კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: რა პირობებში ხარობს უკეთ დენდრობიუმი?

პასუხი: ეს მცენარე იტანს დაბალ ტემპერატურასაც. ზამთარში 10 გრადუს ტემპერატურაზე პრობლემებს არ შეგიქმნით, მშვენივრად გამოიზამთრებს. ზაფხულში კი მისთვის ნორმალურია ოთახის 20-24 გრადუსი ტემპერატურა. ამ მცენარისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული შუქი მთელი წლის განმავლობაში. დენდრობიუმს ტენი სჭირდება. ზაფხულში მისი ქოთანი კვირაში ერთხელ 5 წუთით ჩადგით რბილწყლიან ჭურჭელში, ხოლო შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ფოთლებს ნუ დაასველებთ, თორემ დალპება. ზამთრობით მცენარე თითქმის სრულ სიმშრალეში უნდა ამყოფოთ. სიგრილე და სინათლე ხელს შეუწყობს მცენარის კარგად ყვავილობას. მძიმეთავიან საყვავილე ღეროებს შეიძლება საყრდენი დასჭირდეს. ყოველი მორწყვისას ნიადაგი ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქით გაუნოყიერეთ. ტენი არ მოაკლოთ, რადგან სიმშრალეს ვერ იტანს, განსაკუთრებით სიცხეში. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია და ეცადეთ, სწორედ ასეთ ადგილას მოათავსოთ მცენარე.

კითხვა: როგორ გავზარდო კტენანტა და რა სიხშირით უნდა დავუსხა წყალი?

პასუხი: კტენანტას ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – სინათლე. მას არგებს ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. ასე უკეთესად გაიზრდება. ის თავს კარგად გრძნობს 18-24 გრადუს ტემპერატურაზე, ზამთარში 10 გრადუსსაც უძლებს. ზრდის პერიოდში კტენანტას ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. რგებს მაღალი ტენიანობა, ამიტომ ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს. ზამთარში კი მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება.

კითხვა: როგორ მოვუარო ქლოროფიტუმს და სად მირჩევთ მის დადგმას?

პასუხი: ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ მწველ მზეს მოარიდეთ. ზაფხულში შეგიძლიათ, აივანზეც გაიტანოთ. თუ ოთახში დატოვებთ, მოათავსეთ მაღალ ტუმბოზე უმზეო ადგილას. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, მიწა ტენიანი უნდა იყოს. ამ დროს სასურველია, თუ მის ნიადაგს ბალანსირებული თხევადი სასუქითაც გაანოყიერებთ. ზამთარში დასვენების პერიოდში, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.


скачать dle 11.3