კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა რამე არ გამოდის


არასოდეს დაარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ წარმატება ვინმესთან ადვილად მიდის. თქვენ არ იცით, კონკრეტულად რა სიძნელეების დაძლევა დასჭირდა ადამიანს, რომ საკუთარი ბედნიერება ეპოვა. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ სწორედ ამ შეცდომების გაანალიზებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ დასახული მიზნისკენ. მაგალითად, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება, ურთიერთობა კამათის გარეშე, ძალიან ცდებით.

1. არასოდეს დაიწყოთ დამნაშავის ძებნა. ეს არაფერს მოგცემთ, მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. ნუ ითამაშებთ მსაჯულის როლს. თქვენ წინ დგას საყვარელი ადამიანი. იფიქრეთ ამაზე. ჩაიხშეთ ემოციები და შეეცადეთ, დაივიწყოთ ეს პატარა გაუგებრობა.

2. ნუ გაამწარებინებთ ცხოვრებას ნურც ეჭვებს და ნურც „კეთილის მსურველ“ ადამიანებს. თქვენი ურთიერთობა მხოლოდ თქვენი ურთიერთობაა და თუ ეს ურთიერთობა უკვე შემდგარია, მაშინ, იქნებ ისეთ რამეზეც დახუჭოთ თვალი, რაც სხვას შოკში ჩააგდებდა.

3. როცა რამე საქმე არ გამოგდით, არ არის საჭირო, „ჯოხი“ პარტნიორზე გადატეხოთ. „შენი ბრალია, რომ ამ საქმეს მეტი დრო არ დავუთმე“, – ამას სჯობს, საკუთარ თავს ჰკითხოთ, კონკრეტულად სად მოისუსტეთ, რომ შემდგომში გაითვალისწინოთ.

4. ყოველთვის წესად გქონდეთ პრინციპი: „უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია!“ ანუ, ნუ მოყვებით დაქალებთან თქვენი ურთიერთობის დეტალებს. თქვენი მიზანი ხომ ერთად ყოფნაა და კონფლიქტის შემდეგ კი შერიგება. ამიტომ, მესამე პირი ზედმეტია.

5. ნუ შეგეშინდებათ, გადადგათ პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ დამნაშავეს ძებნას არ დავუწყებდით!


скачать dle 11.3