კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნდობის საზღვარი


ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ქალს შესწევს უნარი, შეინახოს საიდუმლო მხოლოდ 47 საათისა და 15 წუთის განმავლობაში. ეს არის მაქსიმალური ზღვარი. ბუნებრივია, გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ საშუალო სტატისტიკა ამას ადასტურებს: ქალი მასზე მინდობილ საიდუმლოს აუცილებლად გაუმხელს მინიმუმ, ერთ ადამიანს მაინც – ქმარს, დედას, დას, დაქალს. უფრო ხშირად „განდობა“ სატელეფონო საუბარში ხდება. ბუნებრივია სურვილი, შენი ცხოვრების რაღაც დეტალები გულითად მეგობარს გაუზიარო, მაგრამ სად გადის ზღვარი გულახდილობასა და ნდობას შორის?! არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა გულისნადების გამხელას და საჯარო სამსჯავროზე გამოტანას, სერიოზული ზიანი მოუტანია მთქმელისთვის. ამიტომაც, დაფიქრებაა საჭირო, როდის არის უკეთესი ჩუმად იყო, ისწავლეთ, როგორ აჯობოთ ცდუნებას.

1. სანამ ლაპარაკს დაიწყებდეთ, გუნებაში ათჯერ დაითვალეთ. ემოცია დაცხრება და მიხვდებით, ღირს თუ არა საერთოდ რამის თქმა.

2. წარმოიდგინეთ, თქვენ როგორი რეაქცია გექნებოდათ მსგავსი ინფორმაცია რომ მოგესმინათ, თუნდაც ყველაზე საყვარელი ადამიანისგან.

3. როცა შინაგანი ხმა გკარნახობთ, რომ აშკარად უნდა გაჩუმდეთ, გირჩევნიათ, დაწეროთ ფურცელზე, მერე ეს ფურცელი დაწვათ. გულახდილობის შეტევა მალე გაგივლით.

4. უნდა იცოდეთ, რომ არის რაღაც, რისი თქმაც, უბრალოდ, არაეთიკურია. სიფრთხილით შეარჩიეთ ის ადამიანები, რომელთა ნდობაც ბოლომდე შეიძლება. ყველას ყველაფერს ვერ ეტყვით და არც უნდა უთხრათ.

5. არის თემები, რომელთა გამხელა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის შეიძლება. დაყავით თქვენი საიდუმლოებები ჯგუფებად. მაგალითად, ქმართან გულს ნუ მოიოხებთ დაქალებზე, ნუ გაამხელთ მათ საიდუმლოებებს. არ არის საჭირო კოლეგებთან დედამთილზე ჭორაობაც. მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში არ მოყვეთ სამსახურში ქმართან თქვენი ინტიმური ურთიერთობის დეტალებზე.


скачать dle 11.3