კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

სამხრეთ სანაპიროს დიეტა

„სამხრეთ სანაპიროს დიეტა“,

ანუ S-დიეტა

ფაზა 2. გაიმყარეთ შედეგი

თუ მოცემული დიეტის პირველმა ორკვირიანმა ფაზამ სასურველი შედეგი გამოიღო, მეორე ფაზის პირდაპირი და უპირველესი მიზანია მიღებული შედეგის შენარჩუნება და განმტკიცება, რაც ნამდვილად არ გაგიჭირდებათ: უბრალოდ, ყველა ის პროდუქტი, რაზეც უარს ამბობდით, ნელ-ნელა და მცირე დოზებით დააბრუნეთ თქვენს რაციონში. ამ დროს თვით მშრალი ღვინო და მწარე შოკოლადიც კი დასაშვებია. პარალელურად კი, აკონტროლეთ წონა და წინასწარ შეამზადეთ თავი იმისთვის, რომ წონაში კლება საგრძნობლად შემცირდება – თვეში მხოლოდ 2-4 კილოგრამს დაიკლებთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ დიეტის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ აღარ მოიმატებთ.

და კიდევ: თუ მოხდა ისე, რომ თქვენმა ორგანიზმმა უარი თქვა კლებაზე, დროებით ისევ პირველ ფაზას დაუბრუნდით, ან უარი თქვით მანამდე აკრძალულ და შემდგომ თქვენს რაციონში დაბრუნებულ პროდუქტებზე.

მეორე ფაზის წარმატებული მსვლელობის მიუხედავად, კარტოფილი, მაკარონი და პური რისკის ზონაში შედის მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.

საუზმე (9-დან 10 საათამდე):

„ჰერკულესის“ უცხიმო და უმარილო ფაფა ცოცხალი ხილითა და 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიგვზით + 1 ფინჯანი ყავა უცხიმო რძით.

ან:

1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი + ცოცხალი ბოსტნეულის სალათა (200 გრამი) ლიმონის წვენით.

ან:

1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი + 2 კვერცხის ერბოკვერცხი. ან:

1 სადილის კოვზი ისპანახი + შებოლილი თევზის 1 პატარა ნაჭერი + 1 ნაჭერი ტოსტი (ტოსტერში მომზადებული) ხაჭოთი, ჯემით ან მარმელადით + 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.

სადილი (14-დან 15 საათამდე):

100 გრამი ბოსტნეულის სალათა + 1 მომცრო ნაჭერი ინდაურის (ან ქათმის) ხორცი + 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი.

ან:

სიმინდის ან მუხუდოს წვნიანი + 1 ცალი ორთქლზე მომზადებული კატლეტი + 100 გრამი ბოსტნეულის სალათა.

ან:

მოხარშული ბრინჯი (1 ულუფა) + ზღვის პროდუქტები (200 გრამი).

ვახშამი (18-დან 19 საათამდე):

მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი + მწვანე სალათის ფოთლები + 1/3 ავოკადო (ან სხვა ხილი) + 1 საშუალო ზომის დაჭრილი პომიდორი + 1 მომცრო თავი დაჭრილი ხახვი + ზემოდან დაწურული ნახევარი ლიმონის წვენი.

ან:

მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი + ცოცხალი ბოსტნეულის სალათა (200 გრამი).

ან:

2 ნაჭერი შემწვარი ხორცი + 100 გრამი სოკო + 1 ნაჭერი ყველი.

შუალედებისთვის (ცალ-ცალკე):

1 ვაშლი, 1 ფორთოხალი, ნახევარი ჩაის ჭიქა ნებისმიერი კენკრა, 100 გრამი ქლიავი, 2 ცალი საშუალო ზომის გახეხილი სტაფილო, 2 ჩაის კოვზი თაფლითა და 50 გრამი ქიშმიშით, 100 გრამი უმარილო ყველი, 1 ცალი საშუალო ზომის პომიდვრის სალათა.


скачать dle 11.3