კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი დედოფალია ფატუნა ბუშიჰედი და ვისთვის ყიდულობს ის მაიამიში ძვირად ღირებულ იახტას ოქროს წარწერით – „მე შენ მიყვარხარ“


ყველა ადამიანს საკუთარი პრინციპები და ცხოვრების სტილი აქვს, მათ შორის არის დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედიც. როგორც ფატუნამ გვითხრა, ცხოვრება მისთვის მშვენიერია, გვერდით ჰყავს ადამიანები, რომლებიც ყველანაირ სტიმულსა და ენერგიას აძლევენ, რომ წარმატებული იყოს. ჰყავს მეუღლე, ჯანი ბუშიჰედი, რომელიც წარმოშობით ამერიკელი ინდიელია და ორი შვილი: პირველი ქორწინებიდან – სანდრო, რომელიც მალე 13 წლის გახდება, ხოლო მეორე ქორწინებიდან – სამწლინახევრის ქელი.


– როგორია ფატუნა ბუშიჰედის ცხოვრების სტილი?

– დილით ძალიან ადრე ვდგები. თავს ვიწესრიგებ და დილიდანვე დაგეგმილი მაქვს დღის განრიგი.

– მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილის დედა ხარ და საქმეც თავზე საყრელად გაქვს, ახერხებ ყოველთვის ფორმაში იყო?

– შეიძლება ღამე გავათენო, მაგრამ, როგორი უძილოც უნდა ვიყო, პირველ ყოვლისა თავს მაინც მივხედავ, რადგან ეს ჩემი სულიერი მდგომარეობაა. როცა მოწესრიგებული ვარ, მგონია, რომ ჩემ ირგვლივ ყველაფერი მოწესრიგებულია.

– შენი სულიერი მდგომარეობა კიდევ რას მოიცავს?

– რამდენიმე წლის წინ ძალიან მიყვარდა წერა, ამჟამად კი ეს გატაცება მხატვრობამ შეცვალა. პროფესიონალი მხატვარი არ ვარ, მაგრამ არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, რომლებიც მასწავლიდნენ შტრიხების გაკეთებას. როცა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა და სულიერად გამიჭირდა, ხატვაც მაშინ დავიწყე. ამ ყველაფერმა კი შვება მომცა. სხვათა შორის, მანამდე კონტურსაც ვერ ვავლებდი, მერე კი ყველაფერი თავისთავად მოხდა. პედაგოგებმა, რომლებიც ავიყვანე, მირჩიეს, ხატვისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი.

– პროფესიით ვინ ხარ?

– სპეციალობით სტომატოლოგი ვარ, თუმცა, კიდევ ძალიან ბევრი პროფესია მაქვს ათვისებული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სტომატოლოგად ვმუშაობდი, უცხოეთში ცხოვრების პერიოდში კი, ამერიკაში დავამთავრე ტანსაცმლის მოდელირების, ასევე, მარკეტინგისა და მენეჯერის სპეციალობები. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი უკვე აქ ჩავები სხვადასხვა პროექტში.

– ბავშვები რა ხნის არიან?

– სანდრო 13 წლის ხდება, ქელი კი სამწლინახევრის არის. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს მათთვის ვაკეთებ.

– რომლის მოვლა უფრო რთულია?

– ორივესი: სანდრო თინეიჯერია, პატარა კი უკვე კედლებზე დადის. ძალიან საყვარელია, ოქროსფერი თმა აქვს და სამ ენაზე ლაპარაკობს. თავისი ლექსიკონი აქვს და მამიკოს ინგლისურ-ქართულად ესაუბრება. დადის ბაღში, უყვარს სიმღერა და ცეკვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, შაბათ-კვირას მაინც ვახერხებ შვილებთან ერთად ყოფნას.

– ალბათ, როცა სანდროსთან ერთად სეირნობ, ვერავინ იტყვის რომ დედა-შვილი ხართ, უფრო და-ძმას ჰგავხართ.

– შვილზე 16 წლით უფროსი ვარ. 16 წლის ვიყავი, გორგოლაჭებზე რომ „ვკატაობდი“, ასევე, ველოსიპედზე – უკან სანდროს მოვისვამდი და ერთად ვერთობოდით. იმ პერიოდში წყნეთში ვისვენებდით, სადაც და-ძმა ვეგონეთ. ჩვენს თამაშს რომ უყურებდნენ, ამბობდნენ, ნეტავი ამ ბავშვებს დედა არ ჰყავთო?! მე და სანდრო დიდი მეგობრები ვართ, მის შესახებ ყველაფერი ვიცი. სხვათა შორის, სანდრო ჩემი ძალიან კარგი მრჩეველია. 3 წლის იყო, რომ მითხრა: დედა, მე არ მინდა, შენ რომ ქერა თმა გქონდეს, მინდა, შავგვრემანი დედა მყავდესო. წავედი სალონში და მისი ხათრით თმა შავად გადავიღებე. ბავშვმა რომ დამინახა, გაგიჟდა, ძალიან შავი ხარო. მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობთ, ძალიან მომთხოვნი დედა ვარ. სხვათა შორის, მათემატიკაში ოთხი მასწავლებელი ჰყავს, სხვადასხვა ენებზე ასწავლიან ამ საგანს. რა დღეში ვაგდებ, არ იცი. ისეთ ასაკშია, ყოველ წუთში ვაკონტროლებ.

– როგორი ცოლი ხარ?

– როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, მისი ოცნება იყო, ჩემნაირი ადამიანი შეხვედროდა. ჩემი აზრით, ურთიერთობას კვება სჭირდება. ჩემი ქმარი ჩემი ღვთაებაა, ჩვენ ერთმანეთის იდეალები ვართ. ცოლად რომ გავყევი, ვუთხარი, მოდი, შენ იყავი ჩემი მეფე, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ, მე შენი დედოფალი უნდა ვიყო-მეთქი. ასეც მოხდა. 10 წელია, ჩვენი სიყვარულის ყოველდღიური გაცვლა ხდება. სიყვარულთან ერთად არის დიდი პატივისცემაც. ჩვენ ცოლ-ქმარი კი არა, მეგობრები და საყვარლები ვართ, მე ამ ადამიანით ვსუნთქავ.

– თქვენი ასეთი იდეალური ცოლქმრობა და ცხოვრების სტილი იმან ხომ არ განაპირობა, რომ ის უცხოელია?

– ჩემთვის ადრე რომ ეკითხათ, უცხოელს ცოლად თუ გაჰყვებიო, ამას არც დავუშვებდი, იმდენად წარმოუდგენლად მიმაჩნდა ეს ამბავი. ჩემთვის ძალიან თავისუფლები იყვნენ ზოგადად ევროპელებიც და ამერიკელებიც, ჩემი მეუღლის შემთხვევაში კი ამას ვერ ვიტყვი, რადგან ის ამერიკელი ინდიელია და ძალიან ბევრი რამით ჰგავს ქართველს. მას არაგამაღიზიანებელი აზიატური მომენტებიც აქვს. ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა – ის ჩემზე 19 წლით უფროსია, რასაც საერთოდ ვერ ვგრძნობ. მე ჩემს შვილზე 16 წლით უფროსი ვარ. ვფიქრობ, ის ასეთი კარგი ადამიანი რომ არ ყოფილიყო და ამ ასაკის, მასთან ერთ წუთსაც ვერ გავჩერდებოდი. ჩემი მეუღლით ძალიან ვამაყობ, ის ძალიან კეთილი და ძალიან „ქართველია,“ აქვს კარგი იუმორის გრძნობა და გიჟდება საქართველოზე, უყვარს ის ადამიანები ვინც მე მიყვარს – მეტი რა უნდა მინდოდეს?

– როგორ ფიქრობ, შენი ცხოვრების სტილი რით განსხვავდება რიგითი ადამიანების ცხოვრების სტილისგან?

– იმით, რომ 24-საათიან რეჟიმში ვაკეთებ ჩემს საქმეს. დღე-ღამის განმავლობაში, შეიძლება, მხოლოდ ორი საათი მეძინოს, დანარჩენ დროს კი ჩემს სამსახურს ვუთმობ. 32-36 საათი ვმუშაობდი ფილმზე „ოცნების ქალაქი,“ ასევე, „ფეშენ ვიქზე“, სადაც ქართული დეტალებისგან შექმნილი კოლექცია გამოვიტანე: 37 კოსტიუმი გავაკეთე, თან, ყველას შესაფერისი ფეხსაცმელი და აქსესუარი შევუხამე. წარმოიდგინე, რამდენი დრო სჭირდება ამ ყველაფერს. მაქსიმალისტი ვარ და ყველაფერს მაქსიმალურად ვითხოვ. ჩემს შვილებთან და მეუღლესთან მაქსიმალურად ვიხარჯები და მათგანაც ანალოგიურს მოვითხოვ. ჩემმა მეუღლემ მითხრა, შენით ვამაყობ, ასეთი წარმატებული რომ ხარო. მე კი ვუპასუხე, არა, ჯანი, მე ვამაყობ, რომ შენ მყავხარ ასეთი კარგი. შენ რომ არ მყავდე გვერდით, ასეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი-მეთქი.

– რა არის შენი ცხოვრების სლოგანი?

– „არასდროს იწუწუნო საკუთარ ცხოვრებაზე!“ ყოველთვის, ყველა სიტუაციაში უნდა მოძებნო კარგი განწყობა. ვინც ამას ვერ პოულობს, ის ადამიანი ძალიან ცოდოა, რადგან, იმდენი უარყოფითი უგროვდება, რომ მერე ბოროტებაში გადასდის. მე მაქსიმალურად მიხარია ადამიანებთან ურთიერთობა და ვაფასებ მათ. კატეგორიულად ვერ ვიტან ზარმაც ადამიანებს. მე რომ ადამიანთან მივალ სახლში 11-12 საათზე და ის ხალათით დამხვდება, ეს ჩემთვის შოკი და დიდი სტრესია.

– შენ რომელ საათზე იღვიძებ?

– მე დილის 8 საათზე უკვე ფორმაში ვარ, ანუ, ვგულისხმობ 12-სანტიმეტრიან ქუსლებს და დატუშულ წამწამებს.

– ცხოვრებაში რას არ დათმობ არასდროს?

– ალბათ საკუთარი თავის პატივისცემას. საკუთარი თავი ძალიან რომ მიყვარს, ამიტომაც მიყვარს სხვა. ვერ ვიტან ღალატს, არ მიყვარს ტყუილი. ჩემთვის ასეთი ადამიანები არასანდოები არიან ცხოვრებაში. მიხარია და მიყვარს როცა ადამიანს ვაგრძნობინებ, როგორ პატივს ვცემ მას. მარტო სიტყვები – მე შენ მიყვარხარ – ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

– პრინციპული ხარ?

– ძალიან. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. სულ საკუთარი თავის კრიტიკაში და ძიებაში ვარ. როცა რამეს შევქმნი, ყოველთვის სხვისი თვალით ვუყურებ და თუ ამ დროს მომეწონა, ძალიან ბევრ ადამიანსაც მოსწონს.

– დასახულ მიზანს ხშირად აღწევ?

– დიახ, ისე კი, ძირითადად, რეალურ მიზნებზე მაქვს „ჩაციკვლა“. იმის გარდა, რომ ყველა კარგად მყავდეს ირგვლივ, ჩემი მიზანია, ძალიან წარმატებული ვიყო. მინდა მაიამიში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩემს მეუღლეს ერთ მშვენიერ დღეს იახტა ვუყიდო, რომელსაც დიდი ოქროს ასოებით ეწერება: „მე შენ მიყვარხარ“.

– ეს მიზანია თუ ოცნება?

– ეს მიზანია და ამას აუცილებლად გავაკეთებ, რადგან მუშაობა არ მეზარება. რამდენიმე წელიწადში, თუნდაც ათი წლის შემდეგ, ამ მიზანს მივაღწევ. მართალია, ძალიან დიდი ფუფუნებაა მაიამიში გქონდეს იახტა და სეირნობდე ლინკოლნის ქუჩაზე, მაგრამ, მინდა, ეს სიურპრიზი ჩემს მეუღლეს გავუკეთო და იგრძნოს როგორი მნიშვნელობა აქვს მას ჩემს ცხოვრებაში. ოღონდ, ძალიან ძვირფასი იახტა უნდა იყოს. პრინციპში ეს ოცნებაა, მაგრამ, ამ ოცნების განხორციელება ჩემი მიზანია.


скачать dle 11.3