კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად “აიკიდა„ ტვინის შერყევა თიკა მახალდიანმა და როგორ გადარია მან ბათუმში დამსვენებლები თავისი სიმთვრალით


მომღერალი და ყოფილი ჯეოსტარელი თიკა მახალდიანი ძალიან მხიარული, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ადამიანია. მას უამრავი მეგობარი ჰყავს და მათთან ერთად არაერთი საინტერესო და სახალისო ისტორიაც აქვს თავს გადახდენილი. როგორც თავად ამბობს, ვერც კულინარად ივარგა და ვერც კარგი ორიენტაციით დაიკვეხნის, მაგრამ, თავს გადახდენილ კურიოზულ ამბებს ყოველთვის სიცილით იხსენებს.

თუ სად გადარია მან ავტობუსის მძღოლი თავისი ორიენტაციის გამო, რატომ ეშინოდა თურქი ქალების და სად მოხარშა მაკარონი ემალის დიდ, სარეცხის ტაშტში, ამაზე თავად გიამბობთ.

თიკა მახალდიანი: სასაცილო და კურიოზულ სიტუაციებში ხშირად მიწევს ყოფნა, თუმცა აქედან თავის დაძვრენა არ მიჭირს. სამწუხაროდ, სიეშმაკე არ მაქვს და ამიტომ, გამოუვალ სიტუაციებში, იუმორს ვიშველიებ ხოლმე. არ დამავიწყდება, „ჯეოსტარის“ კონკურსის, პირველი დღე: გამომაცხადა დუტამ და სცენაზე უნდა გავიდე. დავფიქრდი და მივხვდი, კულისებიდან სცენამდე დიდი მანძილი იყო. არ დამაგვიანდეს-მეთქი და, რომ ავიღე გეზი, სირბილით გავვარდი და გიჟივით შევვარდი სცენაზე. სიჩქარისგან გული ამომივარდა, თან, რთული სიმღერა მქონდა სამღერი. მთელი გამოსვლა ვბრაზობდი ჩემს თავზე, რა მომარბენინებდა, ნელა ვერ წამოვედი-მეთქი? (იცინის). ამ მომენტში, მართალია, იუმორი არ დამხმარებია, მაგრამ, მაინც შევძელი თავის დაძვრენა.

– დაბნეული ადამიანი თუ ხარ და თუ დაკარგულხარ სადმე?

– საერთოდ, მართლა დაბნეული ადამიანი ვარ. წარმოიდგინეთ, მანქანაში რომ ვჯდები, თმა კარში მყვება და ყველა ამაზე დამცინის. ჩავჯდები, მოვხურავ კარს და ვგრძნობ, „კიკინა“ მიჭერს. მერე ვხვდები, რომ კარში მომყვა (იცინის). ერთხელ სახლში კარი მომხვდა თავში და ტვინის შერყევა მივიღე. მთელი ოცი დღე ვიწექი. რომ მეკითხებოდნენ, რა დაგემართაო და ვპასუხობდი – კარი მომხვდა თავში-მეთქი, იგუდებოდნენ სიცილით, ეგეთი რამე მარტო შენ შეიძლება შეგემთხვასო.

რაც შეეხება დაკარგვას, ისე დავიკარგე ბავშვობაში, ახლაც მწარედ მახსოვს ის განცდა და ცრემლები. დედა სტუდენტი იყო, სამეცადინო ჰქონდა და მამას გააყოლა ჩემი თავი ვაკის პარკში სასეირნოდ. მამა სკამზე დაჯდა და კითხვა დაიწყო, მე იქვე ვთამაშობდი. ეტყობა, თამაშ-თამაშში გავყევი გზას და დავიკარგე, მოვბრუნდი და დავინახე, მარტო ვარ და მამაც არ ჩანს ახლომახლო, რომ დავაღე პირი და ჩავრთე „სირენა“, მთელი პარკი ფეხზე დადგა. (იცინის). საშინელი განცდა იყო და იმ დღის შემდეგ სულ ვცდილობ, სადმე არ დავიკარგო. რაც მე იმ დღეს ცრემლი ვღვარე, რა დამავიწყებს. მამა რომ დავინახე, მეგონა მეორედ დავიბადე. ახლა რომ მიდგას თვალწინ ის კადრები, მეცინება. ერთხელ კი, მეგობრები მივდიოდით ერთ-ერთ მეგობართან, ორთაჭალაში. ფული არ გვქონდა. გამოიარა ავტობუსმა და ავედით. ვჭორაობთ, ვართ ერთ ამბავში და უცებ, მივხვდით, იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. გავიხედეთ, ირგვლივ ტრიალი მინდორია, ძროხები დასეირნობენ. ვკითხეთ მძღოლს, სად ვართო. გვიპასუხა, სად ხართ და ფონიჭალაშიო. დაგვცხა. გადავირიეთ რა გვინდა ფონიჭალაში, ჩვენ ორთაჭალაში მივდიოდით, ისედაც გამოზოგილი გვაქვს ფული და ახლა რა ვქნათო. მძღოლი კინაღამ ამოხტა ფეხსაცმელებიდან, მე რას მეჩხუბებით, თქვენ კითხვა არ იცოდეთ, რა ჩემი ბრალიაო. რაღას ვიზამდით? ჩამოვედით ავტობუსიდან. დავდექით ტრასაზე და ძლივს გავაჩერეთ მარშრუტკა უკან დასაბრუნებლად. ორიენტაციაში ძალიან „ვიჭედები“. თუ ხუთჯერ მაინც არ ვარ ნამყოფი, ისე სახლს ვერ მივაგნებ. ასე რომ, ჩემი მარტო სადმე გაშვება მართლა არ შეიძლება.

– ვიცი, არ სვამ, მაგრამ, ალბათ, დაქალებთან დალევა „მოსულა“...

– მართალია, არ ვსვამ, მაგრამ დაქალებთან დალევა, შიგადაშიგ მოსულა. მინდა ხოლმე, სუფრასთან დავლიო, მაგრამ, დალევის შემდეგ ძილი მეკიდება და ამიტომ თავს ვიკავებ. აბა, სუფრაზე ხომ არ ჩამოვდებ თავს და ხვრინვას ხომ არ ამოვუშვებ (იცინის). დასასვენებლად ვიყავი ბათუმში. მეგობრებმა გადაწყვიტეს, საღამოს სანაპიროზე გავიდეთ და არაყი დავლიოთო. მეც ავყევი. ისე დავთვერი, ვიგრძენი, დედამიწა აჩქარდა. სალომე ბაკურაძეს ვთხოვე, ხელი მომკიდე, სანამ აქ დამიძინია, ბულვარში გამასეირნე, იქნებ ცოტა გამოვფხიზლდე-მეთქი. ასე, პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებულმა მომატარა ბულვარი. კარგ ხასიათზე დავდექი, თავში „დამკრა“ და სიმღერა წამოვიწყე ისეთ ხმაზე, საიდან ამოდიოდა ეს ხმა, რომ ვერ მიხვდები კაცი. ხალხი გაშტერდა, რა ამღერებს ამ გოგოს, ხომ არ გადარეულაო. სალომე კი მჩქმეტდა და გაბრაზებული მიყვიროდა: სირცხვილია, მთელი ბულვარი ჩვენ გვიყურებს, შემარცხვენელი ხარ, თავს ნუ მჭრიო. ისეთ ხასიათზე ვიყავი, სულ არ მაინტერესებდა, ვინ რას იფიქრებდა. სალომე კი ისე მჩქმეტდა გამწარებული, სულ დამალურჯა. (იცინის). მე კი ჩემსას „ვაწვებოდი“. მეორე დღეს ისე მრცხვენოდა ჩემი საქციელის, თავჩაღუნული დავდიოდი, ვინმემ არ მიცნოს-მეთქი. ბათუმში, მეგობრის სახლში ვისვენებდით. მოგვშივდა. „სპაგეტი“ გვქონდა და მოხარშვა გადავწყვიტეთ, მაგრამ, ქვაბი ვერ ვიპოვეთ. უფრო სწორად, პატარა ქვაბები იყო და ეს მაკარონი არ დაეტეოდა. ვუთხარი, მე მოვიფიქრებ რამეს, მიმიშვით და, რომ გავამზადებ დაგიძახებთ-მეთქი. ავდექი და გამოვათრიე სარეცხის დიდი, თეთრი ემალის ტაშტი. ჩავასხი წყალი, ჩავყარე მაკარონი და მოვხარშე. მეგობრებს დავუძახე, მოდით გავამზადე საჭმელი-მეთქი. ვინ შეჭამდა იმას? კინაღამ თავზე დამაყარეს და „მაბანავეს“ იმ მოხარშულ მაკარონში (იცინის).

– ამბობენ, თურქეთში თიკა დაჭერას ძლივს გადაურჩაო. ასეთი რა ჩაიდინე უცხო მხარეში?

– მეგობრებთან ერთად ვიყავი თურქეთში დასასვენებლად ჩასული. ერთ დღეს გადავწყვიტეთ მაღაზიებში გავლა. შევედით სამკაულების მაღაზიაში. ულამაზესი რამეები იყო. ერთმა ჩვენმა მეგობარმა ბეჭედი მოისინჯა ხელზე და მოხსნა დაავიწყდა. კარგა ხანს ვიტრიალეთ ამ მაღაზიაში და ბოლოს გამოვედით. გავიხედეთ, თურქი გამყიდველი მოგვდევს წივილ-კივილით, სახე შეშლილი აქვს, ჩვენკენ იშვერს ხელს და „ჟანდარმო“ – ყვიროდა. ვერ მივხვდით, რა უნდოდა. ვკითხეთ, რა მოხდაო, მაგრამ, ვერ გავაგებინეთ. ხან ინგლისურად ვეკითხებით, ხან რუსულად, არც ერთი ენა არ ესმის. გადავირიეთ. უცბად, ამ ჩვენს მეგობარს ის ბეჭედი დავუნაზე თითზე. როგორც იქნა ავუხსენით გამყიდველს, რომ დაავიწყდა, არ უნდოდა მოპარვა, გაუგებრობა მოხდაო. მოკლედ, მივეცით ის ბეჭედი. არადა, წარმოვიდგინე, როგორ მოვიდა პოლიცია, როგორ დაგვიჭირეს და ბეჭდის ქურდები ტელევიზორში „გამოგვაჭენეს“ (იცინის) – მოკლედ, ათასმა სისულელემ ჩამიარა თვალწინ კადრებად. ბეჭედი რომ მივეცით გამყიდველს, ისე გამოვიქეცით იქიდან, უკან რაღა მიგვახედებდა? ერთხელ კი დედასთან ერთად ვიყავი სტამბულში დასასვენებლად და გარეთ არ გავდიოდი. გადაირია დედაჩემი, რა გჭირს, რატომ არ მომყვები გარეთო. ვუთხარი, ამ ჩადრიან ქალებს რომ ვხედავ, ქაბულში მგონია თავი და სულ იმის შიშში ვარ ტერაქტში არ გავეხვე-მეთქი. სერიოზულად ასე ვფიქრობდი, ყველა ჩადრიანი ქალი ტერორისტი მეგონა (იცინის). თურქმა, შავულვაშა კაცებმა კი ჩემში სრული შოკი გამოიწვიეს. ჯერ დედაჩემს შესთავაზეს, აქლემებში გადავეცვალე, მერე ფული შესთავაზეს. რა ვიცი, რატომ გადაირივნენ ასე. მთავაზობდნენ, საღამოს სადმე დავსხდეთ, დისკოთეკაზე წავიდეთო. წარმოიდგინეთ, თიკა თურქულ დისკოთეკაზე რომ აჯაზებს, დიდულვაშა, ფაშფაშა და ფუშფუშა თურქ მამაკაცთან (იცინის)! ერთმა უთხრა დედას, მეხუთე ცოლად გამომაყოლეო და...აი, მაშინ დავსვი კატეგორიული წერტილი, ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება-მეთქი.

– ესე იგი, დასასვენებლად შენი მარტო გაშვება არ შეიძლება, არა?

– ჩემი თითქმის ყველა კურიოზი დასასვენებლად ყოფნას უკავშირდება. ერთხელ ბაკურიანში ვიყავით მეგობრები დასასვენებლად. მე ვერ ვდგები თხილამურებზე და არც მაქვს პრეტენზია, ვისრიალო. ჩემი მეგობარი სალომე კი ატყდა, გინდა თუ არა, დავდგები თხილამურებზე და შენ გადამიღე ტელეფონით, როგორ მოვგრიალებ მთიდანო. მოკლედ, დაჯდა „კანატკაზე“, მე ვიღებ და... უცებ, აღარ ჩანს კადრში. ვიფიქრე, ტელეფონმა „გაჭედა“-მეთქი, არადა, თურმე გადმოვარდნილა იქიდან – გავიხედე და ჩემკენ არ მოგორავს?! (იცინის). ძლივს ავარიდე თავი, თორემ, თან წამიღებდა. ისეთი სასაცილო კადრი იყო და ისე ვიხალისე, კარგა ხანს შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვედი.


скачать dle 11.3