კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიტანა ტონანახევრიანი ატომური ბომბი სპეცაგენტმა აჯანყებული ქალაქიდან


გთავაზობთ ფრაგმენტს პოლკოვნიკ ანტონ მერკოვსკის გახმაურებული წიგნიდან – „მესამე ძალა“. პოლკოვნიკი მერკოვსკი საბჭოთა უშიშროების მაღალჩინოსანი იყო. 1983 წელს ის ჯერ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიქცა, იქიდან კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ეს წიგნიც იქ დაწერა. გაქცეულ პოლკოვნიკზე ნადირობა იყო გამოცხადებული და მისი თავმოკვეთილი ცხედარი მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში 1988 წელს აღმოაჩინეს...

ოპერაცია „გოგრა“

პოსტსტალინისტურ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებას ნიკიტა ხრუშჩოვი დაეუფლა და ათი წელი მართავდა უზარმაზარ იმპერიას, რაც მას არ ხელეწიფებოდა, საბჭოთა კავშირის საერთაშორისო პოლიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლო გახდა. ეს კი ძალიან საშიშს ხდიდა მსოფლიოსთვის. საშიშროებას განაპირობებდა ის, რომ მასში ატომური იარაღი ფიგურირებდა...

სტალინის გარდაცვალებისთანავე, ხრუშჩოვს ურჩიეს, ევროპაში საიდუმლოდ განეხორციელებინა ატომური შანტაჟის პოლიტიკა და მთელ რიგ ქვეყნებში, ეგრეთ წოდებული, სტაციონარული ატომური ბომბები დაემონტაჟებინა. მათ კი განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ააფეთქებდნენ. სტაციონარულ ბომბებს, ძირითადად, ეგრეთ წოდებული, საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში ათავსებდნენ და მათ საბჭოთა საელჩოებში არსებულ სპეციალურ ბუნკერებში ამონტაჟებდნენ. ამის შესახებ იცოდა მხოლოდ ელჩმა და უშიშროების საგანგებო კომიტეტმა, რომელიც პერიოდულად ტექნიკურ შემოწმებას უტარებდა სტაციონარულ ბირთვულ იარაღს... თავად ბომბი სამი მეტრი სიგრძის, მეტრ-ნახევარი სიგანის იყო, იწონიდა ერთ ტონასა და 200 კილოგრამს. ის სამ ნაწილად იშლებოდა და ტრანსპორტირებისთვის სამი სპეციალური კონტეინერი ჰქონდა. ეს მონაცემები მე 1956 წლის 22 ოქტომბერს გამაცნეს მოსკოვში, ლუბიანკაზე. მაშინ საბჭოთა უშიშროების სპეცაგენტი ვიყავი და უნგრეთში მგზავნიდნენ სპეციალური მივლინებით, რომ, ბუდაპეშტიდან მოსკოვში სტაციონარული ბომბი ჩამეტანა, რომელიც საბჭოთა საელჩოს ბუნკერში იყო განთავსებული...

ბუდაპეშტიდან ბომბის სასწრაფოდ გამოტანის გადაწყვეტილება კი იმიტომ მიიღეს, რომ უნგრეთში ანტისაბჭოთა განწყობილება სუფევდა და ქვეყანა აჯანყებისთვის ემზადებოდა. საბჭოთა დაზვერვას უტყუარი ცნობები ჰქონდა, რომ აჯანყება 1956 წლის 23 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. მოსალოდნელი იყო, რომ აჯანყებულები საბჭოთა საელჩოშიც შეცვივდებოდნენ და შეიძლებოდა, ბუნკერში განთავსებული ბომბისთვისაც მიეგნოთ. ამას კი, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა. ბომბის აფეთქების შემთხვევაში, ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზარალდებოდა.

იმ პერიოდში სპეციალურად გაწვრთნილ აგენტებს შორის ერთადერთი ვიყავი, ვისაც უნგრულ ენაზე შეეძლო გამართულად მეტყველება და ამ ოპერაციისთვის სწორედ ამიტომ შემარჩიეს. 22-ში, ღამით, გენერალ-პოლკოვნიკმა არტემ ლაზარევმა გამომიძახა კაბინეტში, ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენა და ბოლოს მითხრა:

– სპეცოპერაციას „გოგრა“ ვუწოდეთ და მისი ხელმძღვანელიც და მთავარი შემსრულებელიც შენ ხარ. აბა შენ იცი! უდიდესი მისია გაკისრია და არ დაგვაღალატოო...

არტემ ვასილიევიჩ ლაზარევი იმ ხალხის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვისაც ხრუშჩოვის იდიოტური პოლიტიკა გულზე არ ეხატებოდა და როგორც წლების მერე შევიტყვე, სპეცოპერაცია „გოგრა“ ხრუშჩოვის გვერდის ავლით დაიგეგმა და ჩატარდა. ხრუშჩოვი წინააღმდეგი წავიდოდა და ამას კი შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყოლოდა.

ბუდაპეშტში 23 ოქტომბერს, გამთენიისას შევედი. ისე ვიყავი ჩაცმული, რომ მეც აჯანყებული ვეგონე ყველას. მაშინ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე სახალხო პატრულები დადიოდნენ და უცნობებს საბუთებს უმოწმებდნენ. ბუდაპეშტში რომ შევდიოდი, საფუძვლიანად გამჩხრიკეს და ასე დამრთეს ნება, უნგრეთის დედაქალაქში შევსულიყავი.

1956 წლის 23 ოქტომბრის დილის 6 საათზე, უკვე საბჭოთა საელჩოს ბუნკერში ვიყავი და უშიშროების კურიერთან, პავლე სომოვთან ერთად ატომურ ბომბს ვშლიდი. ნაწილები სპეცკონტეინერში უნდა ჩაგველაგებინა და საელჩოდან გაგვეტანა. ბუდაპეშტიდან კი, ქალაქ დიორის გავლით, ჩეხოსლოვაკიის საზღვარზე უნდა მივსულიყავით, სადაც საბჭოთა დაზვერვის სპეციალური მანქანა გველოდებოდა. უნდა ვთქვა, რომ ბუდაპეშტიდან გასვლა ბევრად ადვილი იყო, ვიდრე შემოსვლა, მაგრამ, 23-ში გასვლა ძალიან გართულდა. მე და პავლე სომოვი საგონებელში ჩავვარდით. სიტუაცია ყოველ წუთს იცვლებოდა, აჯანყებულები საბჭოთა საელჩოს მოადგნენ და ნათელი გახდა, რომ სულ მალე შიგნითაც შემოაღწევდნენ. მერე კი რა მოხდებოდა, ღმერთმა უწყოდა. ამიტომ, პავლეს ვუბრძანე, სპეცკონტეინერებიდან ბომბები ამოგვეღო. ეს რომ გაგვეკეთებინა, სამივე ნაწილის ძველი „ფორდის“ საბარგულზე დალაგება მოგვიხდა. ზემოდან საელჩოს საწყობში არსებული საკვები პროდუქტების მარაგი დავაყარეთ და საელჩოს უკანა კარიდან, ქალაქში გავედით... ბუდაპეშტიდან გასასვლელი მარშრუტი ჯერ კიდევ მოსკოვში შემასწავლეს და რამდენიმე ვარიანტი მქონდა დამუშავებული. სამი კვარტალი რომ გავიარეთ, გაგვაჩერეს და დაკითხვა მოგვიწყვეს. ჩვენ კი ვუთხარით, რომ აჯანყებულებისთვის პროდუქტებით მომარაგება გვქონდა დავალებული. მათაც დაიჯერეს. თავიანთი „წილი“ დაიტოვეს და გაგვიშვეს. ასე დავარიგეთ კიდევ 5 „წილი“ და ბუდაპეშტიდან რომ გავედით, საბარგულზე მხოლოდ დაშლილი ბომბის ნაწილები გველაგა... დიორში შებინდებულზე ჩავედით და ყოველგვარი გართულებების გარეშე გადავედით ჩეხოსლოვაკიაში.

სპეცოპერაცია „გოგრა“ წარმატებით კი ჩატარდა, მაგრამ გამორიცხული არ იყო, ტრაგედია დატრიალებულიყო. აღსანიშნავია, რომ ხრუშჩოვს გენერალური მდივნის პოსტიდან რომ ათავისუფლებდნენ, მის საწინააღმდეგო არგუმენტად, სწორედ, ატომური შანტაჟის პოლიტიკა გამოიყენეს...


скачать dle 11.3