კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 9 ოქტომბერს, 22 საათსა და 50 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში ელის წარმატება და რომელი უცხო ქვეყნებია მისთვის სასურველი?

პასუხი: თქვენი შვილი „სასწორის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. უპირველესად, მისი კოსმიური მისიაა ის, რომ წარმოაჩინოს ხასიათში დადებითი თვისებები. კერძოდ, უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი, შრომისმოყვარე, უნდა შეძლოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, დაეყრდნოს უშიშარ მებრძოლ სულისკვეთებას. იმავდროულად, სადაც შევა უნდა შეიტანოს სიმშვიდე, იდილია და არა აგრესია, დეპრესია. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი. ურთიერთობაში გამოიყენოს დიპლომატია, კომუნიკაბელურობა, კეთილშობილება, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, სამართლიანობას. ამ თვისებების გამოვლენით თქვენი შვილი დაადგება სწორ ევოლუციურ გზას, მიაღწევს წარმატებებს ცხოვრებაში და კოსმიურ მისიასაც შეასრულებს. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, მისთვის ასეთებია: სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სადაზღვევო ორგანიზაციები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. რაც შეეხება უცხოეთს, მისთვის კარგია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორებიცაა: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალასკის მხარე, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი ნაწილი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია – ჩრდილო ნაწილის გამოკლებით, უფრო მისაღებია სამხრეთი ნაწილი, ასევე, ბირმა, არგენტინა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, გვატემალა, ჰავაის კუნძულები, ავსტრია. ვურჩევ, მომავალში ყველა ეს ქვეყანა წამოსწიოს წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 21 ივლისს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: თქვენ „კირჩხიბის“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. პროფესიებიდან თქვენთვის სასურველი და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოლიტიკის სფერო, საათების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობისა და მედიცინის ფართო სპექტრი, განსაკუთრებით ტრავმატოლოგია, ასევე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობის ფართო სპექტრი. ყველა ამ ჩამოთვლილ სფეროში წარმატების შანსი გაცილებით დიდი გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 31 ოქტომბერს. მინდა, წავიდე უცხოეთში და იქ მოვსინჯო ჩემი ძალები. თუ მირჩევთ გამგზავრებას და კონკრეტულად, რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენთვის არც ცუდია და არც კარგი, ანუ საშუალოა. ამიტომ, გარკვეული დროით, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა, ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღები და წარმატების მომტანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, აფრიკის ჩრდილო და დასავლეთი მხარე, უზბეკეთი, გერმანია, მალაიზია, სირია, კუბა, მექსიკა, ნორვეგია და უნგრეთი. თუ მომავალში უცხოეთში აპირებთ წასვლას, გირჩევთ ეს ქვეყნები წამოწიოთ წინა პლანზე, რათა ადვილად გადალახოთ პრობლემები და წარმატებებს მიაღწიოთ უცხო მხარეში.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 29 აგვისტოს. რომელ პროფესიებში მელის წარმატება?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო და მობილური სისტემების ბიზნესი, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიცინიდან კი პედიატრია. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატების მომტანია.


скачать dle 11.3