კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევძლოთ უცხო ენის ადვილად და უპრობლემოდ შესწავლა და რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანია ამ მხრივ განსაკუთრებით ნიჭიერი


ხშირად ადამიანები არ ემორჩილებიან ვარსკვლავთა რჩევას და ჯიუტად, რქებით აწვებიან თავის პირველ ჩვენებას. ეს არასწორია. ასტროლოგია საშუალებას გვაძლევს, რჩევები მივცეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს – როგორ დაიმახსოვრონ მათთან მისული ნებისმიერი ინფორმაცია, ან როგორ შეძლონ ადვილად უცხო ენის შესწავლა და ასე შემდეგ.

მაგალითად, ვერძების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის უცხო ენის შესწავლა ადვილია აუდიოჩანაწერებით. გირჩევთ, ხშირად უსმინოთ აუდიოჩანაწერებს და ასე აითვისოთ უცხო ენა, ვიდრე იკითხოთ წიგნები. შეგიძლიათ, თავად ჩაწეროთ ისინი და შემდეგ რამდენიმეჯერ მოუსმინოთ. ასე გაცილებით სწრაფად და კარგად დაიმახსოვრებთ ნებისმიერ ინფორმაციას და შეისწავლით ნებისმიერ უცხო ენას.

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანი უცხო ენის შესწავლას კარგად შეძლებს კომფორტულ, მშვიდ, ოჯახურ გარემოში. შეგიძლიათ, ნებისმიერი უცხო სიტყვა რაიმეს მიუსადაგოთ და ისე შეძლოთ მისი დამახსოვრება. ასეთი წესით გაცილებით ადვილად აითვისებთ ახალ ინფორმაციასაც.

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები არიან. უცხო ენის ათვისება მათთვის პრობლემა არ არის, თუ კარგად ჩაუჯდებიან. ისინი ნებისმიერ ახალ ინფორმაციას უსწრაფესად ითვისებენ. ტყუპებს ძალიან ძლიერი მახსოვრობის უნარი აქვთ.

კირჩხიბებისთვის უცხო ენის ათვისება გაცილებით იოლი იქნება, თუ ამას სამუშაო გარემოში მოახერხებენ. ყოველთვის თან იქონიეთ უცხო ენათა ლექსიკონი და თავად ეძებეთ იმ სიტყვის განმარტება, რაც გსურთ. ასე უფრო ადვილად შეძლებთ მის დამახსოვრებას. ასე რომ, კირჩხიბებს უცხო ენის შესწავლა შეიძლება, დიდხანს გაეწელოთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ზემოთ მოყვანილი მეთოდით, ამასაც საფუძვლიანად შეძლებენ.

ლომებისთვის უცხო ენების ათვისება ძალიან ადვილია. ეს ყველაზე კარგად შეუძლიათ უცხოური ფილმების ცქერით, სიმღერების მოსმენით და უცხოელებთან კონტაქტით. თავიდან, შესაძლოა, ეს გაგიჭირდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ბარიერს დაძლევთ და ნებისმიერ ინფორმაციასა თუ უცხო ენას, რომელიც თქვენთვის სასურველი და მისაღებია, ადვილად დაეუფლებით.

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის დამახასიათებელია ანალიტიკურობა. მათთვის ნებისმიერი ინფორმაციის თუ უცხო ენის ათვისება ადვილია, თუ მას გულისყურით მიუდგებიან.

სასწორისთვის ყველაზე ადვილია უცხო ენის სწავლა უცხოელებთან კონტაქტით. შეგიძლიათ, ჩართოთ ტელევიზორი ან რადიო და უცხო ენაზე უსმინოთ ახალ ამბებს, გადაცემებს და ასე შემდეგ. თუ კარგად გაამახვილებთ ყურადღებას და დაძაბავთ გონებას, ნებისმიერ ინფორმაციას ადვილად აითვისებთ.

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც მან უნდა ისწავლოს ან მიიღოს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. უმჯობესია, უცხო ენის სწავლა გრამატიკით დაიწყოთ. მორიელები ადვილად წვდებიან ადამიანის აზრებს და შესაბამისად, ადვილად იღებენ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის საჭირო და აუცილებელია.

იმ ადამიანებს, ვინც მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით არიან დაბადებული, უცხო ენების ათვისების ფენომენალური ნიჭი აქვთ. მათ დიალოგის საშუალებითაც შეუძლიათ უცხო ენის შესწავლა. ასევე, არ უჭირთ იმის გაგება და გაანალიზება, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეუძლია, დაჯდეს და მეთოდურად მიუდგეს უცხო ენის სწავლას. მათთვის აუცილებელია, ჯერ უცხო სიტყვების ამოწერა-დამახსოვრება, შემდეგ გრამატიკაში გარკვევა და შემდეგ საუბარი უცხოელებთან პრაქტიკის მისაღებად. საერთოდ, თხის რქებს უჭირთ სწორი ინფორმაციის მიღება ან მიღებული ინფორმაციის სიზუსტეში გარკვევა. ამიტომ, ამ მხრივ, ისინი მეტად ყურადღებიანი უნდა იყვნენ.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან ადვილად ითვისებენ ნებისმიერ უცხო სიტყვებს. ასევე, კარგია, თუ ისინი ლექსიკონის დახმარებით შეძლებენ რაიმე წიგნის ან ჩანაწერის თარგმნას.

თევზებისთვის კი უცხო ენების შესწავლა თუ რასაკვირველია, მათ ეს მოინდომეს, ძალიან ადვილია. ისინი ცდილობენ, რამდენიმე უცხო ენას დაეუფლონ. ისინი, ასევე, ბეჯითები და ნიჭიერებიც არიან, შეუძლიათ, დამოუკიდებლად, წიგნით შეიძინონ ის ცოდნა და მიიღონ ის ინფორმაცია, რაც მათ სურთ და რაც მათ შემდგომში გამოადგებათ.


скачать dle 11.3