კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილმისჯილმა დახვრეტა აირჩია


ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილმა აღსრულების ფორმად დახვრეტა აირჩია. როდესაც იუტის შტატის სასამართლომ რონი ლი გარდნერს საშუალება მისცა, არჩევანი გაეკეთებინა სასიკვდილო ინიექციასა და დახვრეტას შორის, დამნაშავემ მოსამართლეს უთხრა: „იყავით კეთილი, დახვრეტა!“

ამერიკის 35 შტატიდან, რომლებშიც სანქცირებულია სიკვდილით დასჯა, იუტა ერთადერთია, სადაც დამნაშავეს შეუძლია, დახვრეტა აირჩიოს. კრიტიკოსების აზრით, დასჯის ეს მეთოდი ველური დასავლეთის დროინდელი გადმონაშთია.

მოსამართლემ გარდნერის დახვრეტის ვადად 18 ივნისი დაადგინა, მაგრამ სიკვდილმისჯილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და მოითხოვს, რომ დამნაშავეს სასჯელი შეუმსუბუქონ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. 49 წლის გარდნერმა სასამართლო დარბაზიდან გაქცევისას ადვოკატი მოკლა. 1976 წლიდან იგი მესამე განსასჯელია, რომელსაც დახვრეტა მიესაჯა.

პირველი, ვისაც დახვრეტა მიუსაჯეს, იყო მკვლელი ჰესი ჰილმერი. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: „მოდი, გავაკეთოთ ეს“, რომლებიც მან დახვრეტის წინ, 1977 წელს წარმოთქვა.

მეორე იყო ჯონ ალბერტ ტეილორი, მისმა დახვრეტით დასჯამ 1996 წელს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღება მიიპყრო.

ათწლეულების განმავლობაში, იუტას შტატში სიკვდილმისჯილებს უფლება ეძლეოდათ, ამოერჩიათ დასჯის მეთოდი. 2004 წელს კანონმდებლებმა ასეთი არჩევნის უფლება გააუქმეს და სასიკვდილო ინიექცია სიკვდილით დასჯის ერთადერთი მეთოდი გახდა. მაგრამ მათ, რომლებსაც განაჩენი გამოუტანეს კანონში შესწორების შეტანამდე, უფლება აქვთ, თავად ამოირჩიონ სიკვდილით დასჯის მეთოდი, როგორც ეს ლი გარდნერმა გააკეთა.


скачать dle 11.3