კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თურქმენეთის პრეზიდენტმა კრატერ „ჯოჯოხეთის კარის“ ჩაქრობა ბრძანა


თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, ბრძანა, მეცნიერულად გადაწყვიტონ ყარა-ყუმის უდაბნოში, დარვაზში არსებული გაზის კრატერის პრობლემა. კრატერი, სახელწოდებით „ჯოჯოხეთის კარი“, უკვე 40 წელია იწვის და ხელს უშლის ცენტრალურ ყარა-ყუმში მიწისქვეშა სიმდიდრის ათვისებას.

თურქმენეთის ლიდერმა კრატერი ცოტა ხნის წინ მოინახულა. მოქმედი კრატერი ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იზიდავდა უცხო ქვეყნების ტურისტებს – ისინი ვიდეოთი იღებდნენ ბუნების ამ ანომალიას. ბერდიმუჰამედოვმა სწავლულებს დაავალა, გამოარკვიონ კარსტული სიცარიელეების პრობლემა, ამის შემდეგ კი დაგეგმონ მოქმედების პროგრამა „უდაბნოს ზონის უნიკალური ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიის დაცვის გათვალისწინებით“.

დღეისთვის თურქმენეთი დაახლოებით 75 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს, მაგრამ, გეგმავს, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მისი მოპოვება სამჯერ გაზარდოს. ამგვარად, ქვეყანა გაზის ექსპორტირებას არა მარტო რუსეთში, ჩინეთსა და ირანში შეძლებს, არამედ, დასავლეთ ევროპაში, ინდოეთსა და პაკისტანშიც.

კრატერს, რომლის სიგანე დაახლოებით 60 მეტრს, ხოლო სიღრმე 20 მეტრს შეადგენს, ხანძარი გაუჩნდა გეოლოგთა სადაზვერვო სამუშაოების დროს, რომლებსაც 1971 წელს საბჭოთა სწავლულები ატარებდნენ – მაშინ კრატერში საბურღი აპარატი ჩავარდა. საბჭოთა სწავლულებმა სიცარიელეებში გაზის ამოწვა გადაწყვიტეს და ცეცხლი წაუკიდეს, რაც ორმოცი წელია, აღარ ჩამქრალა.


скачать dle 11.3