კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ერთი წლის წინ გავშორდი ჩემს პირველ ქმარს, რომლისგანაც 11 წლის შვილი მყავს. ახლა ვთხოვდები მეორედ და მინდა, შვილი მომავალი ქმრის გვარზე გადავიყვანო. მჭირდება თუ არა ამისთვის პირველი ქმრის თანხმობა.

პასუხი: თუ ბავშვი ათ წელზე მეტისაა, მაშინ გვარის შეცვლისთვის მისი თანხმობაა საჭირო.

კითხვა: გთხოვთ, გაგვარკვიოთ, რა სასჯელი ელის, გემის კაპიტანს, რომელიც გემს ჩაძირვის მომენტში მიატოვებს.

პასუხი: თუ გემის კაპიტანი განსაცდელში მიატოვებს გემს, რომელიც იღუპება, გემის კაპიტანს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან თანამდებობიდან გადაყენება ემუქრება.

კითხვა: მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება გადავიდა სახელმწიფო ხაზინის საკუთრებაში. გარდაცვლილის კრედიტორებმა მიმართეს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვეს, რომ ხაზინას კრედიტორთა ვალები გაესტუმრებინა. სწორია ეს?

პასუხი: სწორია, რადგან უმკვიდრო ქონების ხაზინაზე გადასვლისას, ხაზინა პასუხს აგებს მამკვიდრებლის ვალებზე, ისევე, როგორც მემკვიდრე.

კითხვა: დამქირავებელი, ხელშეკრულების მიხედვით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სარგებლობდა დაქირავებული ნივთით, რომელიც გაცვდა და ამის გამო ღირებულება არსებითად შემცირდა. შეუძლია თუ არა გამქირავებელს ამის გამო მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება?

პასუხი: არ შეუძლია.

კითხვა: ჩემი მეგობარი გადადიოდა სამანქანო გზის გადასასვლელზე უადგილო ადგილას. მოძრავმა მანქანამ, მისთვის რომ არ დაერტყა, საჭე მარჯვნივ აიღო, რის შედეგადაც დაამტვრია გვერდზე მიმავალი მანქანა, თვითონ ხეს შეასკდა, და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მანქანა სერიოზული სარემონტო გახდა. რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ჩემს მეგობარს?

პასუხი: თუ მგზავრი, ქვეითად მოსიარულე ან მოძრაობის სხვა მონაწილე ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესებს არღვევს და მისი ქმედება ჯანმრთელობის ნაკლებ მძიმე ან მძიმე დაზიანებას იწვევს, ის ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუ ამ ქმედებას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დამნაშავე ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუ მსხვერპლი ორი ან მეტი ადამიანია, ბრალდებული ხუთიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კითხვა: ვარ დევნილი გალიდან, ვიღებ დევნილობის შემწეობას. სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში მომეხსნება თუ არა შემწეობა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის დანიშვნის თვიდან შეწყდება დევნილობის შემწეობა.

კითხვა: ოჯახში გვაქვს მეტად მძიმე მდგომარეობა. მოხდა ჩემი ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, მაგრამ, მას შემდეგ უფრო მეტად გაგვიჭირდა. არ გვაქვს საარსებო წყარო. რამდენ ხანშია შესაძლებელი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შემოწმება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლა შესაძლებელია ოჯახში დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ან, ვადაზე ადრე ოჯახში დემოგრაფიული, ან მისამართის ცვლილების, ან, სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში.

კითხვა: მყავს ინვალიდი მეუღლე, რომელიც ათი წელია, საწოლსაა მიჯაჭვული. მინდა, განაცხადი შევიტანო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. ვის მივმართო?

პასუხი: მიმართეთ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას. თან იქონიეთ ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

კითხვა: განქორწინების მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცოლ-ქმარი ერთად განაგრძობს ცხოვრებას საერთო საკუთრების ოროთახიან ბინაში. მეუღლემ ქონების ნატურით გაყოფა მოითხოვა. საინჟინრო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საცხოვრებელი სადგომის გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად შეუძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე. შეიძლება თუ არა საზიარო უფლებების გაუქმება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება, რადგან საზიარო უფლების ნატურით გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უფლება დაიყოფა ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე.

კითხვა: ძმებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთმა ძმამ იკისრა ვალდებულება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მამის ქონებიდან მიღებულ წილს მიჰყიდდა მეორე ძმას. დამ დააყენა ძმებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის საკითხი. სწორია თუ არა დის მოთხოვნა?

პასუხი: არ არის სწორი, ვინაიდან, კანონით, მომავალ მემკვიდრეებს უფლება აქვთ, დადონ ერთმანეთს შორის გარიგება ერთ-ერთი მათგანის სამემკვიდრეო წილის თაობაზე.

კითხვა: 2009 წლის დეკემბერს გამიქურდეს ბინა. აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, სადაც ცნობილი ვიყავი დაზარალებულად. ახლა შევიტყვე, რომ ბრალდებულს გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და გაათავისუფლეს, რამაც ძალიან აღმაშფოთა. ჰქონდა თუ არა ამის უფლება პროკურატურას და სასამართლოს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე.

საპროცესო შეთანხმების დადებისას, პროკურორი ვალდებულია, შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ. დაზარალებულს უფლება არ აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.

საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.

კითხვა: ჩემი შვილი შეესწრო დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის ჩამდენი პირი არის მისი მეგობარი და, შესაბამისად, მას არ სურს ჩვენების მიცემა. ამჟამად ჩემი შვილი არ იმყოფება თბილისში. პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, თუ ის არ მისცემს ჩვენებას, ასეთ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. სიმართლეა თუ არა პოლიციის თანამშრომლების ნათქვამი და შესაძლებელია თუ არა, რომ ამის გამო ჩემს შვილს პრობლემები შეექმნას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე, ან, გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით 1 წლამდე, ანდა, თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4 წლამდე.


скачать dle 11.3