კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


დავითური-ქაშიაშვილი

საკუთარი სახელიდან დავით ბევრი გვარია ნაწარმოები, მაგალითად, დავითაია, დავითაშვილი, დავითური და სხვა.

დავითურნი სოფელია მთიულეთში, დუშეთის რაიონში.

სოფელ იორსა და სოფელ არაგვისპირში დავითურების სალოცავს ვენახი ჰქონია. ამ მამულში შემდეგ ქაშიაშვილები (ძირად დავითურები) დასახლებულან.

ქაშიაშვილების გვარი სათავეს დავითურებიდან იღებს. სხვაგან წასული ქაშიაშვილების წინაპრები ჯერ საკრამულეში დასახლებულან, იქ დავითურების გვარი უტარებიათ, შემდეგ სოფელ იორში გადასულან. 1781 წელს ქაშიაშვილები უკვე იორში ცხოვრობდნენ.

ამავე დროს იორში ცხოვრობდნენ მთიულეთიდან გადმოსახლებული ნარიმანიძეები, ნადიბაიძეები და ბუჩუკურები.

საქართველოში 489 დავითური ცხოვრობს: თბილისში – 171, დუშეთში – 138, დედოფლისწყაროში – 46. არიან სხვაგანაც.

356 ქაშიაშვილი: დუშეთში – 137, მცხეთაში – 101, თბილისში – 88. არიან სხვაგანაც.

მარეხაშვილი-მარიხაშვილი

გვარში ფუძედაა გამოყენებული ქალის საკუთარი სახელი მარეხ (ნასესხებია არაბულიდან მარხი), გვხვდება აგრეთვე, მარიხ. ამის მიხედვით, გვაქვს მარეხ – თანამეცხედრე სარგის ბოცოს ძისა, იხსენიება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნაზე.

„მარეხაშვილი, პატარძეულის მცხოვრები, ერთი კომლი, ის პატარძეულში დაასახლა ონოფრე მაჭუტაძემ და შემატა გარეჯის ყმებს“ (1690-1733 წლები).

„მარეხაშვილი ბეჟიტას ბერშუთს მცხოვრებს, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

გვარი ორი ფორმით გვხვდება, კერძოდ, მარეხაშვილი და მარიხაშვილი.

საქართვლეოში 133 მარეხაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 62, გორში – 51, მცხეთაში – 20.

ჩოჩიშვილი-ჯოჯიშვილი–ოქროპირიძე-თედელაური

ჩოჩიშვილები, ჯოჯიშვილები, ოქროპირიძეები და თედელაურები ძმათაშვილები არიან. ეთნოგრაფიული მასალიდან ჩანს: „ჩოჩი, ჯოჯი, ოქროპირი და თედე ძმები ყოფილან, ნარადან მოსულან“.

„ოქროპირი და თედე ძმები ყოფილან, ნარადან მოსულან. ოქროპირი ლისევში მოსულა და აქ დასახლებულა. მის შთამომავლობას ოქროპირიძე დაერქვა, ჩოჩი ორტევში დასახლდა და ამათგან ჩოჩიშვილები წარმომავლობენ. თედე ვანათში დასახლდა, ჯოჯი – ვანათ ზემოთ და მის შთამომავლობას ჯოჯიშვილი ეწოდა“.

დვალი ჩოჩიშვილების ნაწილი ოსურ ეთნიკურ გარემოცვაში აღმოჩნდა, რამაც მათი გაოსება გამოიწვია.

საქართვლეოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ოქროპირიძეებს 130-ე ადგილი უკავიათ.

საქართველოში 507 ჩოჩიშვილი ცხოვრობს: გორში – 126, თბილისში – 114, ქარელში – 101. არიან სხვაგანაც.

592 ჯოჯიშვილი: გორში – 283, თბილისში – 120, ქარელში – 101. ცხოვრობენ სხვაგანაც.

3 969 ოქროპირიძე: გორში – 1 008, ქობულეთში – 818, თბილისში – 743. არიან სხვაგანაც.

225 თედელაური: გორში – 118, თბილისში – 67, ქარელში – 40.

ლოხიშვილი

ადამიანის ხასიათს, თვისებას გამოხატავს გვარები: ამყოლაძე, კელენჯერიძე (კელენჯერი რაჭულ დიალექტში ნიშნავს ჯიუტს), ლოხიშვილი (ლოხი დაახლოებით იგივეა, რაც ლაფაჩი: „ზარმაცი, ზანტი, დონდლო“).

ლოხიშვილის გვარის ფუძეა მეტსახელი ლოხი. ერთ-ერთ გიგაურს მეტსახელად ლოხი შერქმევია.

ლოხიშვილები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ქსოვრისში.

„ლოხიშვილი კაცის სახელზეა. ნამდვილი ჩვენი გვარია გიგაური. ლოხიშვილები კიდევ არიან საგურამოში, მეჯვრისხევში, ძეგვში. ესენიც გიგაურებია და ჩვენი სახლიკაცებია“.

საქართველოში 358 ლოხიშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 158, თბილისში – 118, თელავში – 25. არიან სხვაგანაც.

ბუთიკაშვილი-ბუტიკაშვილი

გვარის საწყის ფუძედ ჩანს ბუთია. გვარი ბუთიკაშვილი 1801 წელს ჩანს ავჭალის აღწერაში. შემდგომში გვარი რუსულ აღწერაში ბუტიკაშვილადაა დაფიქსირებული. ავჭალაში მოსულან მეჯუდას ხეობის მთიდან.

მეოცე საკუნის 20-იან წლებამდე ბუტიკაშვილები ზემო ავჭალელ ლომიშვილებთან (იგივე ბერიტაშვილებთან) ერთად სალოცავად მეჯუდას ხეობის სათავეში, „შარაო წმიდა გიორგის“ სალოცავში დადიოდნენ. ამავე დროს, ისიც ირკვევა, რომ მეჯუდას ხეობის სათავეში ბუტიკაშვილები თავის დროზე გუდამაყრიდან იყვნენ გადმოსახლებულნი.

შიდა ქართლის მთიდან ზემო ავჭალაში გადმოსახლებას ბუტიკაშვილები ალექსანდრე მეფის სახელს უკავშირებენ.

საქართველოში 275 ბუტიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 248, მცხეთაში – 16, თიანეთში – 11.

ხახუტაშვილი

ხახუტა კაცის საკუთარი სახელია. მეჯვრისხევში ჩანს 1781 წლიდან.

ხახუტაშვილებს ადრე მეჯუდას ხეობის სოფელ ბენდერში უცხოვრიათ, რომლებიც დღეს მეჯვრისხევში ცხოვრობენ. ბენდერიდან ხახუტაშვილების გადასახლების მიზეზი მესისხლეობა ყოფილა. ემიგრანტს სახელად ზაქარია რქმევია. ხახუტაშვილები ბენდერში დღესაც, დადიან წმიდა გიორგის სალოცავზე.

საქართველოში 506 ხახუტაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 159, თბილისში – 107, თელავში – 70. არიან სხვაგანაც.

ლომიშვილი-ბერიტაშვილი

ფუძეთი ლომა (ლომი) ოცდაორი ქართული (მოქმედი) გვარია ნაწარმოები. სახელი ბერი კი ნიშნავს „შვილს“, „ვაჟს“.

თოფჩიშვილის მიხედვით, ლომიშვილი და ბერიტაშვილი ერთი და იგივე გვარ-სახელია.

საქართვლეოში 194 ლომიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 182, მცხეთაში – 11, რუსთავში – 1.

165 ბერიტაშვილი: თბილისში – 165.

პოლოტიკაშვილი –

პოდოტიკინა

ქართველების რძალს, ირინა პოდოტიკინას, აინტერესებს თავისი გვარის წარმოშობის ისტორია. მამამისი – ივანე (ვანო), საქართველოში თანამდებობის პირი იყო, მექანიზაციაში მუშაობდა. ვანო ქართველობდა და ამბობდა, რომ მისი წინაპრები ქართველები იყვნენ. ჩვენი ვარაუდით, გვარში გადაწერის დროს შემთხვევითაა მოხვედრილი ასო დ, ადრე ყოფილა გვარი – პოლოტიკინი.

პოლოტიკი სულხან-საბა ორბელიანს „სიტყვის კონაში“ აქვს შეტანილი და წერს: „პოლოტიკი არის რკინის ფიცარი, ბრძოლაში მკერდთა და იღლიათა დასაკრავი“. პოლოტიკაშვილი ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი გვარი უნდა ყოფილიყო, რომელსაც, თამამად შეიძლებოდა, რომ, საქართველოში გამეფებული პოლიტიკის გამო (1860 წლიდან 1886 წლამდე), მას დაბოლოება შვილი ჩამოაცალეს, ანუ, ძე და შვილი სუფიქსებით გაწყობილი გვარები გამოაძევა ფორმანტებმა – ოვი და იევინი.

მარგველიშვილი

ისტორიულ წყაროებში გვარი პირველად გვხვდება 1509 წელს.

„მარგუელაშვილები ნიტრიაში მცხოვრები აზნაურები, დეკანოზნი“ (1589-1600 წლები).

„მრგუელისშვილი ლაზარე, 1606-1611 წლებში, სამეფო კარის მწიგნობარი“.

გვარის ფუძედაა გამოყენებული სადაურობის სიტყვა მარგველა (მ-არგველ-ა); მიღებულია სოფლისა და ძველი მნიშვნელობით, მთელი მხარის (ზემო იმერეთის) სახელწოდებისგან – არგვეთი.

ამავე აგებულებისაა: მარადელი, მაჩაბელი, მაწყვერელი, მეგრელი. ამავე ძირისაა მარგველანი, მარგველაძე, მარგველიანი, მარგველიშვილი.

საქართველოში 2 164 მარგველაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 723, თბილისში – 332, წყალტუბოში – 252. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3