კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბელგიაში მცხოვრები შვილიშვილი თავის ქართველ ბაბუას ქუთაისში ეძებს


44 წლის რომან ბოლდიჯარი ეძებს: 92 წლის ვლადიმერ გრიგოლის ძე ბერძნიშვილს.

ისტორია: ვეძებ ბაბუას დედის მხრიდან, 92 წლის ვლადიმერ გრიგოლის ძე ბერძნიშვილს, ან მის შთამომავლობას. მათ არც კი იციან ჩემი არსებობის შესახებ. ბებიას და ბაბუას შორის კონტაქტი ომის შემდეგ შეწყდა. მათ ჰყავთ საერთო შვილი ნელი (დედაჩემი). ბოლო ცნობილი მონაცემებით, ბაბუა ცხოვრობდა ქალაქ ქუთაისში, თამარ წერეთლის ქუჩაზე (¹20 ან 22-ში). დედაჩემი ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას, რომელიც მას არასდროს უნახავს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბაბუა ცოცხალია და მასაც გაახარებს ჩვენი ნახვა და დაახლოების სურვილი. სამწუხაროდ, მე ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას, ხოლო ბებია ამჟამად კალინინგრადში ცხოვრობს.

– როგორ გაიცნეს ბებიამ და ბაბუამ ერთმანეთი. გვიამბეთ მათი შეხვედრის ისტორია.

– ომის დროს ბებიაჩემი, ფაინა ვასილის ასული ვასილევა მზარეულად მუშაობდა ქალაქ ივანოვოს სამხედრო ჰოსპიტალში. სწორედ იმავე ჰოსპიტალში მოხვედრილა ბაბუაჩემიც, რომელიც დაჭრილი იყო და სამკურნალოდ იქ მოათავსეს. ბაბუას და ბებიას ერთმანეთი შეჰყვარებიათ. 1944 წლის 12 აგვისტოს მათ შეეძინათ შვილი – ნელი (დედაჩემი). ბაბუას უნდოდა ფაინა ბებო საქართველოში ჩაეყვანა. საქართველოდან ბევრჯერ მოუწერია მისთვის წერილები, სადაც ჩასვლას თხოვდა, მაგრამ, ფაინამ ეს ვერ გადაწყვიტა. დიდი სურვილის მიუხედავად ის ვერ შეეწინააღმდეგა მშობლების სურვილს და დარჩა რუსეთში. ბაბუა მას ქუთაისიდან წერდა და წერილებზე მითითებულია ბოლო მისამართი. თუმცა, წერილები ძალიან ძველია და, სახლის ნომერი გარკვევით არ ჩანს: ქუთაისი, თამარ წერეთლის ქუჩა ¹20 ან ¹22. სწორედ მშობლების გამო დაკარგეს მათ ერთმანეთი. ამჟამად დედაჩემი უკვე 66 წლისაა, ბებია კი, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, მაინც კარგად გამოიყურება და თავს ასე თუ ისე კარგად გრძნობს.

– ბაბუის შესახებ კიდევ რა იცით, გიცდიათ წერილების მიწერა თქვენთვის ცნობილ ბოლო მისამართზე? როდის გადაწყვიტეთ მისი მოძებნა და როგორ?

– ჩემი წინაპრების შესახებ (დედის მხრიდან) თითქმის არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ მყავს ქართველი ბაბუა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა. ყოველთვის მაინტერესებდა მისი ნახვა და გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ბებიის მონაყოლიდან და იმ წერილებიდან, რომლებსაც ის ბებოს სწერდა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ძალიან მინდა, მისი პოვნა. სამწუხაროდ, ტერიტორიულად საქართველოსგან ძალიან შორს ვარ. ბელგიაში ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად. უკვე სამი წელია, რაც ჩემი განაცხადი, ბაბუას ძებნაზე, „ჟდი მენიას“ საიტზე განვათავსე. სამწუხაროდ, დღემდე უპასუხოდ ვარ. მესმის, რომ ჩემი ისტორია ერთ-ერთია მილიონიდან, მაგრამ ძალიან მინდა, ბაბუას პოვნა. მინდა ჩემი წინაპრები გავიცნო და მათთან კონტაქტი მქონდეს.

– ბაბუის პოვნის შემთხვევაში, როგორ აპირებთ მასთან შეხვედრას, რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

– ნამდვილად არ ვიცი, როგორ შევხვდებით ერთმანეთს, თუკი მე მას ვიპოვი და ღმერთმა ქნას, არ დავაგვიანო. ვფიქრობ, თავიდან სატელეფონო კავშირი გვექნება ერთმანეთთან, რადგან ბელგიიდან საქართველოში ასე ადვილად ვერ ჩამოვალ.

– ბებიამ თუ იცის იმის შესახებ, რომ თქვენ მის პირველ სიყვარულს ეძებთ?

– როგორც უკვე გითხარით, ბებია ხანდაზმულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას ძალიან გაუხარდება, თუკი მე ბაბუას ვიპოვი. ამჟამად ეს ჩემი საიდუმლოა და მან არც კი იცის, რომ ასე აქტიურად შევუდექი ვლადიმერის ძებნას. მინდა, მისთვის ეს სიურპრიზი იყოს.

– სრულიად შესაძლებელია, რომ ბაბუათქვენს თავისი ოჯახი ჰქონდეს და შესაბამისად, თქვენ ნათესავები გყავდეთ დედის მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნებათ მათ თქვენს გამოჩენაზე?

– მათი პოვნის და გაცნობის დიდი სურვილი მაქვს. გულწრფელად ვამბობ, იმის იმედი მაქვს, რომ მათაც გაუხარდებათ ეს ამბავი. ხომ შეიძლება, იცოდნენ კიდეც, რომ ბაბუას ადრე ჰყავდა სიყვარული, ადამიანი, რომელთანაც არაფერი გამოუვიდა, მაგრამ შეეძინა შვილი. ვიცი, რომ ჩემი ისტორია ინფორმაციულად მწირია, მაგრამ მჯერა, რომ შეიძლება, სასწაული მოხდეს და ჩვენ ერთმანეთი ვიპოვოთ.

– როდის ან როგორ გადაწყვიტეთ ბაბუის მოძებნა?

– მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბაბუაჩემი ქართველია და მას და ბებიას ცხოვრება ისე აეწყოთ, რომ ერთად ყოფნა ვერ შეძლეს, გადავწყვიტე, მისი მოძებნა. ახლაც ვიცი, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მზად ვარ, ყველანაირ სირთულეს ვძლიო, ოღონდ, ბებიას და ბაბუას სიყვარულისა და დაშორების დიდი ხნის წინანდელი ისტორია როგორმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანო. მადლობელი ვარ, რომ გამომეხმაურეთ და გულისყურით მოისმინეთ ჩემი ისტორია. ჩვენ არაერთგზის გავაგზავნეთ წერილები ქუთაისში, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო პასუხი არ მიგვიღია. შეიძლება, ქუჩის სახელწოდება შეიცვალა, ან სახლის ნომერი არასწორია, ან სულაც, საცხოვრებლად ბაბუა სხვაგან გადავიდა. სამწუხაროდ, მე მისი ფოტოსურათი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ფიზიკურად დედაჩემი ძალიან ჰგავს მამას.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შეს©ახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3