კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის“ რეიტინგში უმსხვილესი ბანკები ლიდერობენ


ჟურნალ „ფორბსის“ მიერ შედგენილი ყველაზე გავლენიანი 2 000 კომპანიის რეიტინგში ლიდერობს ამერიკული ბანკი „მორგან ჩეიზი“, რომელმაც შარშანდელ პირველადგილოსან „ჯენერალ ელექტრიკს“ გადაასწრო. წარმატებულ კომპანიათა შორის, თითქმის მეექვსედი, საბანკო სფეროს წარმომადგენელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში ფინანსურმა სექტორმა თანდათანობით აღიდგინა პოზიციები; ყველაზე გავლენიან 2 000 კომპანიას შორის რეიტინგში, რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე ნავთობისა და გაზის სფეროს წარმომადგენლები არიან; ზოგიერთი კომპანია, რომელიც შარშანდელ სიაში მოწინავეთა შორის იყო, მნიშვნელოვნად დაქვეითდა, ყველაზე მეტად კი კომპანია „ტოიოტა“ დაზარალდა, რომელიც ტექნიკური პრობლემებისა და სასამართლო დავების წყალობით, მესამე ადგილიდან 360-ე ადგილამდე დაქვეითდა. მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შორის ყველაზე მეტი – 515 – ამერიკული კომპანიაა; მეორე ადგილზე იაპონელები გავიდნენ. ამ სახელმწიფოდან რეიტინგში 210 კომპანიაა დასახელებული; ჩინეთმა კვლავაც გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა – შარშან „ფორბსის“ სიაში 91 ჩინური კომპანია მოხვდა, წელს კი უკვე – 113.

ცნობისთვის ჟურნალი „ფორბსი“, რეიტინგის შედგენისას, კომპანიის შემოსავალს, მოგებას, აქტივებსა და მის საბაზრო ღირებულებას ითვალისწინებს.


скачать dle 11.3