კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში აპოკალიფსურ ბუნკერებს აშენებენ


ბუნკერები, რომელსაც ამერიკული კომპანია „ვივოსი“ აშენებს, ზეძლიერ ბირთვულ აფეთქებას, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღით თავდასხმას, უძლიერეს ქარიშხლებს, ნებისმიერი სიმძლავრის მიწისძვრებსა და მცირე ზომის მეტეორიტის დაცემასაც კი უძლებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპროექტებული მიწისქვეშა თავშესაფრის ღირებულება, რომელიც 200-მდე ადამიანზეა გათვლილი და სხვადასხვა ბუნებრივ თუ ტექნოგენურ კატასტროფებს უძლებს, 10 მილიონი დოლარია. ბუნკერის ცენტრში მრგვალი დარბაზია განთავსებული, რომლიდანაც 10 „სხივი“ – განყოფილება გამოედინება. დარბაზში, რომლის დიამეტრიც 18 მეტრია, საერთო სარგებლობის ოთახებია განლაგებული – სასადილო, კინოთეატრი და ასე შემდეგ; მიმდებარე განყოფილებებში კი – საცხოვრებელი სათავსოები. აპოკალიფსური ბუნკერის საერთო ფართობი 1 860 კვადრატული მეტრია. „ვივოსის“ მიერ აშენებული ზეგამძლე მიწისქვეშა თავშესაფარი ბოლომდე ავტონომიურია. ის თავად აწარმოებს ელექტროენერგიას და თავის თავს სასმელი წყლით უზრუნველყოფს. თავშესაფარი კანალიზაციის სისტემითაც არის აღჭურვილი. ბუნკერში შენახული საკვების მარაგი მასში მცხოვრებლებს ერთი წლის განმავლობაში ეყოფათ.


скачать dle 11.3