კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიზელისძრავიანი ავტომობილი ჯობია თუ ბენზინისძრავიანი


საქართველოში, რატომღაც, ძალიან არასერიოზულად უყურებენ დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს, ეშინიათ მათი შეძენა, ფიქრობენ, რომ ბევრ საზრუნავსა და თავსატეხს გაუჩენს. რეალურად, ყველაფერი გაცილებით მარტივია და დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილი უფრო იოლად შესანახი და მოსავლელია. ყველაფერ ამის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის მევლუდ მელაძე.

მევლუდ მელაძე: საწვავის კატასტროფულად გაძვირებასთან დაკავშირებით, მძღოლების მთავარი საზრუნავი ავტომობილის ეკონომიურად შენახვაა. ფასების დარეგულირებაში მივდევთ ევროპას, მაშინ, როდესაც ბარელზე ნავთობის ფასის ცვალებადობა აბსოლუტურად არ აისახება ქართულ ფასებზე – ის, უბრალოდ, გაბერილია. პირველი პრობლემაა, რა მანქანა შევიძინოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკონომიურად ვიაროთ. სანამ ჩვენთან მასობრივად შემოაღწევენ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ანუ, დენზე, წყალბადზე და სხვა სისტემებზე მომუშავე ავტომობილები, მანამდე შეგვიძლია, შევიძინოთ უკვე კარგად აპრობირებული დიზელზე მომუშავე ავტომობილი. ორ არჩევანს შორის – დიზელი თუ ბენზინი – მე დიზელს გირჩევთ. დიზელისძრავიან ავტომობილებს ჩვენთან რეპუტაცია აქვს შელახული, მძღოლები ფიქრობენ, რომ ეს კატასტროფაა, დიზელისძრავიანი ავტომობილები იოლად გამოდის მწყობრიდან და ძალიან რთულია მათი შეკეთება. თუ ასეა, მაშინ მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური ხალხი, გერმანელები, რატომ უშვებენ წარმოებაში დიზელზე მომუშავე ამდენ ავტომობილს და რატომ აქვთ ამხელა გაყიდვები?! გერმანიაში დიზელზე მომუშავე გაცილებით მეტი მანქანა დადის, ვიდრე ბენზინისძრავიანი. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბენზინისა და დიზელის ფასი ერთნაირია. მიზეზი ერთია: დიზელის ძრავა გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. თანაც, – ვისაც სწრაფად სიარული უყვარს, ყველამ იცის, რომ ზუსტად ერთნაირი მოცულობის მქონე, დიზელის და ბენზინის ძრავის შემთხვევაში, ბენზინი გაცილებით მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაგრამ, ესეც შედარებითია. თუ ასეა, მაშინ ყველაზე მძიმე ავტომობილი, მაგალითად, როგორიც სატვირთოა, რომელიც ძალიან ბევრ ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რატომ მუშაობს დიზელზე?! ამას ძალიან მარტივი პასუხი აქვს: ბენზინის ძრავა უფრო მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს მაღალ ბრუნზე, მაშინ, როდესაც დიზელის ძრავა ცხენის ძალას დაბალი ბრუნვებიდანვე იღებს. აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტულ საშუალო ბრუნზე შევადარებთ, მაგალითად 2 000-ზე, აღმოვაჩენთ, რომ დიზელის ძრავას ამ დროს უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს გამომუშავებული. თუ თქვენ ჩვეულებრივი მძღოლი ხართ და მანქანას არ „აკივლებთ“, არ ატარებთ სპორტულ რეჟიმში, მაშინ დიზელი თქვენთვის იდეალურია, რადგან, ერთსა და იმავე მომენტში, სადაც დიზელის ძრავას შეუძლია, მეოთხე სიჩქარით იაროს, ბენზინის ძრავას, შესაძლოა, მესამე ან მეორე დასჭირდეს, რაც კიდევ უფრო ეკონომიურს ხდის ავტომობილს.

– ანუ, როდესაც ის ნაკლები დატვირთვით მუშაობს, ნაკლებს წვავს?

– ასეა. ზოგადი შედარებისთვის, კიდევ ერთ ასეთ მაგალითს მოვიყვან: ავიღოთ სატვირთო ავტომობილი „ფორდ კარგო“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 125 ცხენის ძალას გამოიმუშავებს; მოტოციკლი „იამაჰა“, ათასკუბატურიანი, ეგრეთ წოდებული „ფაზერი“ 150 ცხენის ძალას, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ფორდ კარგოში“ 150 ცხენისძალიანი ძრავის ჩადება, წარმატებულად ატარებს ამხელა ტვირთს. მაშ, რაშია განსხვავება? „იამაჰა“ ამ ცხენის ძალას მხოლოდ და მხოლოდ თოთხმეტი ათას ბრუნზე გამოიმუშავებს, მაშინ როდესაც „ფორდ კარგო“ ამხელა სიმძლავრეს სულ რაღაც 2 000 ბრუნზე აღწევს. არსებობდა ბენზინის ძრავაზე მომუშავე რუსული სატვირთოები – „ურალები“ და „ზილები“, მაგრამ ისინი იმდენ საწვავს მოიხმარდნენ, თუ ის გაზის სისტემაზე არ არის გადაკეთებული, მისი გამოყენებით ტვირთის გადატანა, ფაქტობრივად, უაზრობაა.

– იოლად ხდება მისი შეკეთება?

– ეს უკვე მეორე საკითხია, რომელიც ასევე დიზელის ძრავის სასარგებლოდ მეტყველებს. ჯერ ერთი, დიზელის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი გაცილებით იშვიათად ფუჭდება, რადგან ის დაბალ ბრუნზე გამოიმუშავებს ცხენის ძალას. შესაბამისად, ძრავის შიგნით დეტალები ნაკლებად ცვდება; მეორე – ვინაიდან საწვავი სისტემა ძალიან მარტივად არის მოწყობილი, უბრალოდ, უნდა შეიქმნას წნევა, რომელიც შეეფრქვევა ცილინდრში, რაც მის იოლად გაფუჭებას გამორიცხავს. ამ დროს კი ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილს ძალიან რთული საწვავი სისტემა აქვს, რომელიც ბევრი სენსორითა და წვრილმანი დეტალებით არის აღჭურვილი, მათ ჩამოთვლას ახლა არ დავიწყებ. დიზელი, შესაბამისად, იშვიათად ფუჭდება, იოლია მისი კომპიუტერული დიაგნოსტიკა, გაფუჭებული დეტალის აღმოჩენა და მისი შეკეთება.

– მაგრამ დიზელის ავტომობილი ხმაურობს...

– დიახ, ეს მისი ერთადერთი ნაკლია. თუმცა, ძველ ფრანგულ და თითქმის ყველა თანამედროვე დიზელის მანქანებში ეს პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი.


скачать dle 11.3