კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უხეთქავს გულს ბორის ბედია ხმამაღალ გინებაში გადაზრდილი სიმღერით


ბორის ბედია: რომ გითხრა, როცა სახლში რამე ფუჭდება, ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, მოგატყუებ. მთავარია, ამ დროს სახლში მარტო არ ვიყო და სადმე არ მეჩქარებოდეს. ისიც ხომ საკითხავია, რა გაფუჭდება. ანუ გააჩნია, პრობლემას. თუმცა, გულთან ახლოს ასეთი წვრილმანები არ მიმაქვს. ხელმარჯვეც არ ვარ. ტექნიკისაც დიდად არაფერი გამეგება. ლურსმნის დაჭედება შემიძლია. მაგრამ, ყველაზე კარგი რა არის, იცი?! სამეზობლო მყავს ისეთი ჯიგარი, შეიძლება, ლურსმნის დაჭედებაც არ დამანებონ (იცინის). თუ გაიგეს, რომ რამე მაქვს გასაკეთებელი, მოდიან უთქმელად და მიგვარებენ პრობლემას.

– ანუ, ხელოსნის გამოძახების ნაცვლად...

– დიახ, გამოვიძახებ მეზობელს. არა, მთლად ისეც არ არის სქმე, რომ არაფერს ვაკეთებდე. ნათურის გამოცვლაც შემიძლია, მაგრამ ცოტა შიშით ვაკეთებ, დენმა რომ არ დამარტყას.

– დავუშვათ, სადმე წასასვლელად ემზადები და უცებ წყალი დაწყდა...

– აუ, მაშინ იწყება უმისამართო გინება, რომელიც გადაიზრდება ხმამაღალ სიმღერაში (იცინის), ძალიან ხმამაღალში. თან ამას აკუსტიკაც დაუმატეთ და საწყალ დედაჩემს გულს ვუხეთქავ, ხოლმე.

– „ცხელი ხაზით“ არ სარგებლობ?

– ერთხელ ჩაქრა შუქი და კომპიუტერი გამეთიშა. ვეცი ტელეფონს და ვრეკავ „თელასში“. ვრეკე, ვრეკე და კაცისშვილმა არ მიპასუხა. ამაზე კიდევ უფრო გადავირიე, მაგრამ გადაირიე, მერე, რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ, „ცხელ ხაზზეც“ აღარ ვრეკავ.

– საყიდლებზე გაიშვები?

– რატომ არ გავიშვები?! კი, როგორ არა. ფულის ხარჯვის „გიჟი“ ვარ. ჰოლანდიაში რომ ვიყავი, როგორც კი ჰონორარი ავიღე, მაშინვე მაღაზიებში გავქანდი. გავქანდი და დავიკარგე ამსტერდამში.

– როგორ დაიკარგე?

– როგორ და ჩვეულებრივად. ყველა ქუჩა ერთმანეთს ჰგავს. მივიხედე-მოვიხედე და მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე. არადა, ტირილს ხომ არ დავიწყებდი ამხელა ვაჟკაცი კაცი (იცინის).

– რა დაგკარგავდა, ჩაჯდებოდი ტაქსიში, ეტყოდი სასტუმროს სახელს და მიგიყვანდა.

– საქმეც ეგაა, რომ სასტუმროში არ ვიყავი. ქალაქგარეთ ვცხოვრობდით ნაცნობებთან. რა დამკარგავდა, მაგრამ მაინც ვინერვიულე.

– იმ ქუჩაზეც ხომ არ მოხვდი, „საინტერესო“ ვიტრინები რომ აქვს?

– (იცინის) „როზოვი ბულვარზე“ საგანგებოდ გავიარე. ვიფიქრე, თვალს წყალს დავალევინებ-მეთქი და... ვთქვა? (იცინის) ერთი ზანგი ქალი მომეწონა ძალიან. ძალიან მაგარი ქალი იყო. ვიტრინაში იდგა. გადავირიე და ვიფიქრე, მოდი, შევალ, გავსინჯავ ზანგ ქალსაც, როგორია-მეთქი. ჩამეშალა ექსპერიმენტი. ჩააქრო შუქი და დარჩა მარტო თეთრი კბილები. შემეშინდა და გამოვვარდი მაშინვე უკან (იცინის). მე ქალი მომეწონა, მისი მუღამი მქონდა, რად მინდოდა კბილები. რაღაცნაირი უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა და ის ინტერესი, რაც მის მიმართ მქონდა გამიქრა.

– შეიძლება ითქვას, რომ მფლანგველი ხარ?

– არა. ძალიან მფლანგველი არ ვარ და მარტო ჩემს თავზეც არ ვფიქრობ. როცა ფული მაქვს და თუ უცხოეთში ვარ, ვცდილობ, ყველას ჩამოვუტანო საჩუქრები.

– მანქანა არ გინდა, რომ იყიდო?

– მინდა, მაგრამ ჯერ სხვა გეგმები მაქვს. უცხოეთში ვაპირებ წასვლას. მერე მანქანაც იქნება და ყველაფერი.

– სამზარეულოში როგორ გაქვს საქმე?

– თუ გულახდილად გინდა, რომ გიპასუხო, არ შევიშვები. არაფერი არ ვიცი, რაც კულინარიას შეეხება. ერთხელ მანუელმა მიმიწვია თავის გადაცემაში და მითხრა, ნუ გეშინია, ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, შენ მარტო ხახვი დაჭერიო. კინაღამ თითებიც მივაყოლე. არ გამომდის რა, ეს საქმე. შევეხვეწე, ესეც დაჭრილი მომეცით და ისე გავაკეთებ, ვითომ მე ვჭრი-მეთქი. სამაგიეროდ, სიმღერა ვიცი, მოლხენა ვიცი (იცინის). ვაკომპენსირებ ამ ნაკლს.

– პელმენს მოხარშავ?

– თუ მასწავლი, კი (იცინის). დამოუკიდებლად ვერ გავრისკავ.

– დედა, დედა, როგორ გაუნებივრებიხარ დას და დედას?

– აბა, ასე გამაფუჭეს. მამაჩემიც კი, ისეთ კერძებს ამზადებს, გადაირევი. მე ვერ ვივარგე ამაში. ჩემი ბრალი კი არ არის, არ მასწავლეს. მაგრამ, გასათხოვარი გოგონების გასაგონად ვამბობ, ძალიან კარგი სასიძო ბიჭი ვარ. მართალია, სამზარეულოში არ ვარგივარ, მაგრამ სხვა საქმეში ვარ კარგი. არ ვიცი „პახმელია“. არ ვთვრები და არ მაქვს პათოლოგიური სიმთვრალე. პირიქით, სულ სიყვარულის და მოფერების ხასიათზე ვარ. დიდ დადებით ენერგიას ვატარებ და კარგი ბიჭი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპურს ვერ ვაცხობ.


скачать dle 11.3