კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მატერაციმ ბალოტელი „გაიგდო“


მარკო მატერაცი და მარიო ბალოტელი თანაგუნდელები არიან და ორივე მათგანი მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავს. ჟოზე მაურინიოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე კატალონიურ „ბარსელონას“ სძლია. ამ მატჩში პორტუგალიელმა მწვრთნელმა ბალოტელი მოედანზე მხოლდ 15 წუთით შეუშვა, რამაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან გააბრაზა. მატჩის შემდგომ, მაშინ, როცა მთელი გუნდი გამარჯვებას ზეიმობდა, ბალოტელიმ მაისური გაიძრო, მინდორზე დააგდო და გასახდელისკენ წავიდა. ეს ამბავი ბევრს გამოეპარა, მაგრამ არა მარკო მატერაცის. მან თანაგუნდელის დასჯა გადაწყვიტა და გვირაბში შეჰყვა.

„როგორც კი მატერაცი ბალოტელის წამოეწია, მაშინვე მუშტი-კრივი გაუმართა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გაშველებას კარგა ხანს ვერ ვახერხებდით“, – ყვებიან „ბარსელონას“ ფეხბურთელები.

ინციდენტიდან მეორე დღესვე ბალოტელიმ განაცხადა, გუნდში გამჩერებელი აღარ ვარო, მაგრამ, როგორც ჩანს, მას საგანგებო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და ორი დღის შემდეგ, ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა და ყველაფერი საკუთარ ასაკსა და გამოუცდელობას დააბრალა.


скачать dle 11.3