კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა მახათი არ იშოვება


ძალიან გვეეჭვება, ამერიკაში ქართული, მამაპაპური მახათი იშოვებოდეს. ალბათ, ამიტომაც ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მორბენალმა ლაშოტ მერიტმა სხვა რამით დაკავება გადაწყვიტა და ორწლიანი დისკვალიფიკაციაც გამოიწერა.

„ლაშოტს სისხლის ანალიზი სამჯერ ავუღეთ და სამივეჯერ სისხლის შემადგენლობაში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა. ამიტომ, იძულებული გავხდით, მისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიგვეცა. ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, რადგან მერიტი ყოველთვის სანიმუშო სპორტსმენი იყო“, – ასეთი განცხადება გააკეთეს ანტისადოპინგო კომიტეტის წარმომადგენლებმა.

ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. ლაშოტმა სასამართლოში იჩივლა, აქაოდა უკანონო არაფერი ჩამიდენია და მხოლოდ პოტენციის ასამაღლებელ წამლებს ვსვამდიო. შემდეგ კი გაირკვა, რომ თურმე, სისხლში აკრძალული პრეპარატები სწორედ აღნიშნული წამლებით ხვდებოდა. მერე კი, საკუთარი არგუმენტის გასამაგრებლად, მერიტმა ისიც განაცხადა, მარტო წამლებს კი არ ვსვამ, ოპერაციის გაკეთებასაც ვაპირებ და ჩემი მამაკაცური ღირსება უნდა დავაგრძელოო. ჰოდა, ეჭვი გვაქვს, დაგრძელება თავად მერიტსაც არ აწყენდა და... ამერიკას მახათები აკლია...


скачать dle 11.3