კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: სპორტის რომელი სახეობაა საუკეთესო ვარიანტი სტრესის მოსახსნელად?

პასუხი: სტრესს ხსნის სპორტის ნებისმიერი სახეობა, რომელზეც საჭირო მომენტში ხელი მიგიწვდებათ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოა ცურვა. წყალი, გარდა იმისა, რომ აკაჟებს ორგანიზმს, საოცრად ამშვიდებს ადამიანს სულიერად, ამხნევებს და კარგ ხასიათზე აყენებს მას.

კითხვა: რატომ არის აუცილებელი აუზში ცურვის შემდეგ შხაპის მიღება?

პასუხი: აუზში, ისევე, როგორც აკვაპარკში, წყალში შერეულია ანტისეპტიკური ნივთიერებები, რომელთა ჩამობანა აუცილებელია ცურვის შემდეგ, რათა ამ ნივთიერებებმა ან არ გააღიზიანოს თქვენი კანი ან არ მოგცეთ ალერგია. სხვათა შორის, შხაპის მიღება აუცილებელია ასევე ზღვაში, ტბაში ან მდინარეში ბანაობის შემდეგაც.

კითხვა: მიზანშეწონილია თუ არა ფიზიკური ვარჯიშის წინ სხეულზე ანტიცელულიტური საშუალების წასმა?

პასუხი: ფიზიკური ვარჯიშის დაწყების წინ ანტიცელულიტური საშუალების წასმა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიშობთ არა მხოლოდ გაკაჟების, არამედ გახდომისა და ცელულიტების მოსაშორებლად. უნდა იცოდეთ, რომ სხეულზე თითოეული პრობლემური ზონისთვის (იგულისხმება ცელულიტები) იყიდება ცალკეული პრეპარატები, მაგალითად: მუცლისთვის – სხვა, მკლავებისთვის – სხვა და ასე შემდეგ. შხაპის მიღების შემდეგ ეს პრეპარატები წაისვით შესაბამის ადგილებზე, რომ კანი გახდეს მკვრივი. არ დაგავიწყდეთ დეზოდორანტის მისხურებაც.

კითხვა: როდის უნდა წავისვა ტუჩებზე ბალზამი და როდის – ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალება?

პასუხი: სუფთა ჰაერზე და შენობაში ყოფნისას წაისვით ბალზამი. თუ მიდიხართ სავარჯიშოდ ღია ცის ქვეშ, მაშინ, უმჯობესია, წაისვათ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალება.

კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ ხორციანი კერძის მირთმევის შემდეგ სასარგებლოა ფორთოხლის წვენის დალევა, მაგრამ, კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება რეკომენდებული არაა. რატომ?

პასუხი: ხორციანი კერძის მირთმევის შემდეგ მართლაც სასარგებლოა ფორთოხლის წვენის დაყოლება, რადგან ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რაც ეხმარება კუჭს, შეიწოვოს ორჯერ მეტი რაოდენობის რკინა. ფორთოხლის წვენი შეგიძლიათ, ასკორბინის მჟავითაც ჩაანაცვლოთ. მაგრამ, იმავე ხორციანი კერძის შემდეგ რეკომენდებული არ არის კალციუმიანი პროდუქტის მიღება, რადგან ის მკვეთრად აქვეითებს ორგანიზმში რკინის შეწოვას. ამიტომ, სასურველია, რკინისა და კალციუმის შემცველი პროდუქტები ერთ ჯერზე არ მიირთვათ.

კითხვა: ამ ბოლო ხანებში ვატყობ, რომ ძალიან ნელა მეზრდება ფრჩხილები. საკმარისია, ოდნავ წამოიზარდოს, რომ მაშინვე იმტვრევა და იქერცლება. ძალიან ბევრი საშუალება ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ფრჩხილების სისუსტე და მტვრევადობა, როგორც წესი, ორგანიზმში ჰიპოთირეოზის დროს მინერალურ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სოკოვანი დაავადების ან სხვა დარღვევათა შედეგია. ამის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა და მიღებული შედეგებით უნდა მიაკითხოთ ენდოკრინოლოგს და დერმატოლოგს.

პარალელურად კი შეავსეთ თქვენი რაციონი რკინით, ცილებით, კალციუმითა და თუთიის მდიდარი პროდუქტებით. ყოველდღიურად მიირთვით უმი სტაფილო, ვაშლი, რძემჟავა პროდუქტები, კვერცხი.

რაც შეეხება ფრჩხილების გასამაგრებელ ლაკს, მის გამოყენებას შედეგი აქვს მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის პარალელურად.

კითხვა: რა განსხვავებაა დღისა და ღამის სუნამოების სურნელს შორის?

პასუხი: დღის სუნამოს სურნელი უფრო მსუბუქი და „გამჭვირვალეა“ (თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭარბად უნდა დაისხუროთ, მით უმეტეს, თუ სამსახურში მიდიხართ), ღამის სუნამოსი კი – უფრო მსუყე, გაჯერებული და მგრძნობიარე.

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო „ჩემი“ სუნამო?

პასუხი: სუნამო წაისვით მაჯებზე (შიდა მხრიდან), ცოტა ხანს აცადეთ და მერე დააკვირდით, კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, ხომ არ გაღიზიანებთ ან რაიმე ზედმეტ „შტრიხს“ ხომ არ შეიგრძნობთ. უკეთ დასარწმუნებლად, შეგიძლიათ, მოითხოვოთ ეგრეთ წოდებული „სასინჯი“, ანუ სუნამოს ტესტი, მიისხუროთ და მეორე დღეს მიხვიდეთ საყიდლად (ან – აღარ მიხვიდეთ).

კითხვა: როგორ შევინარჩუნო ჩემი საყვარელი სუნამოს სურნელი ხანგრძლივად ისე, რომ ყოველ წუთში არ დავისხურო?

პასუხი: სურნელის გასახანგრძლივებლად, შეეცადეთ, შეიძინოთ ერთი და იმავე ბრენდის კომპლექტი: სუნამო, სახის კრემი, თმის ლაკი და ასე შემდეგ. ეს გაზრდის სურნელის ხანგრძლივობას და რაც მთავარია, არასდროს აურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა არომატი.


скачать dle 11.3