კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭამეთ კამა და გაიწმინდეთ სისხლი ლიმონის, ფორთოხლისა და თაფლის ნარევით


კამა შეუდარებელია მათთვის, ვინც ცელულიტს ებრძვის. მისი გამოყენება სხვადასხვა სახით შეიძლება, როგორც ცოცხლად, ისე მოხარშული.

თუ ძალიან მოგშივდათ, დაღეჭეთ კამა. რამდენიმე წუთში თავს დანაყრებულად იგრძნობთ. ამ ბოსტნეულში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის ეფექტურ წვას, ორგანიზმიდან აქტიურად გამოაქვს დაგროვილი წიდები. წმენდს სისხლს ტოქსინებისგან, ასევე, ახდენს თირკმლის ფუნქციის სტიმულირებას, რადგან მას გააჩნია სუსტი შარდმდენი ეფექტი.

ლიმონის, ფორთოხლისა და ნატურალური თაფლის ნარევი კი წმენდს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ორგანიზმს არტერიული წნევის შენარჩუნებაში. ის სპობს სტენოკარდიის, ინფარქტის და თავის ტვინში სისხლჩაქცევების ალბათობას.

აიღეთ ორი ცალი ლიმონი და ორი ცალი ფორთოხალი. გარეცხეთ, დაჭერით კანიანად, გამოაცალეთ თესლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი და კარგად ამოურიეთ. გადაიტანეთ ნარევი მინის ჭურჭელში. გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი შედგით მაცივარში.

მიიღეთ ორ-ორი ჩაის კოვზი, დღეში ორჯერ ჩაისთან ერთად, ან ჭამამდე, დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე.


скачать dle 11.3