კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭამეთ ბევრი მარცვლეული, ხაჭო, მაწონი, სეზონური ხილი და ბოსტნეული


ასაკთან ერთად მკვეთრად იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკიც. პროფილაქტიკისთვის ხალხურ მედიცინაში აპრობირებული მეთოდები დაგეხმარებათ.

მოხარშეთ რვა ცალი კვერცხი. გაფცქვენით. ნაჭუჭს მოაცილეთ აპკი. ნაჭუჭი კარგად გააშრეთ და დაფქვით. დააწვეთეთ ლიმონი და მიიღეთ დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.

ჩვენი საკვები რაციონი ცილებისგან, ცხიმებისგან, ნახშირწყლებისგან, ვიტამინებისგან, მინერალური მარილებისა და ბალასტური ნივთიერებებისგან შედგება. არადა, ხანდაზმულობის დროს აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ოპტიმალური ბალანსის დაცვა.

ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად ფერხდება ნახშირწყლების ათვისება, მათ სიჭარბეს კი შეიძლება, შაქრიანი დიაბეტის განვითარება მოჰყვეს. ამიტომ, შეამცირეთ თქვენს რაციონში ცომეულის, ბრინჯის და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ, ისინი ჩაანაცვლოთ ჩირით, ნაკლებად ცხიმიანი ყველით და ასე შემდეგ.

ზოგადად, ცილები ორი სახის არსებობს, კერძოდ, ცხოველური და მცენარეული. ადამიანის ორგანიზმს დღის განმავლობაში მხოლოდ ასი გრამი ხორცის ათვისება შეუძლია, ამიტომ მისი დანაკლისი თევზისა და რძის პროდუქტებით შეივსეთ.

რძის პროდუქტებიდან აუცილებელია მაწონი და ხაჭო. ისინი ხელს უშლის ნაწლავებში ლპობის გამომწვევი მიკრობების წარმოქმნას, არეგულირებს წვრილი ნაწლავის მუშაობას, ებრძვის კოლიტს, ანუ შეკრულობას და ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ცხიმები კი, ეცადეთ, შეამციროთ. რაც შეიძლება ნაკლები ქოლესტერინის შემცველი პროდუქტი ჭამეთ, მაგალითად, ასეთია ღვიძლი, ენა, კვერცხის გული. ხშირად გამოიყენეთ მცენარეული ცხიმი და მოერიდეთ ცხოველური ცხიმების მოხმარებას.

ასევე, ასაკთან ერთად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა მინერალურ მარილებზე, კერძოდ, რკინაზე, მაგნიუმზე, კალციუმზე და სელენზე. ამ ელემენტებს კი დიდი რაოდენობით შეიცავს ქლიავი, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და გარგარის ჩირი.

იმისთვის, რომ ორგანიზმი საკმარისი ვიტამინებით მოამარაგოთ, ხშირად მიირთვით ბოსტნეული, კერძოდ, ნიორი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი, წიწაკა. ასევე, ხილი – ჟოლო, ცირცელი და ასე შემდეგ, რადგან მათში ბევრია ბეტა-კაროტინი, B, C და E ვიტამინები.

ბალასტური ნივთიერებებით კი მდიდარია ქატო და მარცვლეული. ეს პროდუქტები მკვეთრად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ჰიპერტონიისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.


скачать dle 11.3