კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე გაურიგდნენ ერთმანეთს ირაკლი ბათიაშვილი და ვალერი გელაშვილი შვილიშვილის დაბადების შემდეგ


19 აპრილს ირაკლი ბათიაშვილის შვილი, ირინკა, დედა გახდა – უმცროსი ვალერკა გელაშვილი ვილნიუსის პრესტიჟულ კლინიკაში დაიბადა. პატარა ვალერკამ დროზე ადრე გადაწყვიტა ამქვეყნად მოვლენა. მან გელაშვილებისა და ბათიაშვილების ოჯახებს დიდი სიხარული მოუტანა, რის გამოც უკვე ათი დღეა, თბილისსა და ვილნიუსში სტუმრიანობა არ წყდება. მაშინ, როცა ირინკა ახალბედა დედის როლს ირგებს, უფროსები ერთმანეთს „ურიგდებიან“ – ირაკლი ბათიაშვილი უკვე შეუთანხმდა მძახალს, ვალერი გელაშვილს, რომ მეორე შვილიშვილი მისი სეხნია იქნება. ვულოცავთ გელაშვილებსა და ბათიაშვილებს პატარა ვალერკას დაბადებას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ.


ირინკა ბათიაშვილი: ვალერკა 19 აპრილს, დილით დაიბადა ვილნიუსის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში. ბავშვი 46 სანტიმეტრი სიგრძის იყო, მაგრამ, პატარა წონა ჰქონდა – 2 კილოგრამი და 100 გრამი, თუმცა, დაბადებისთანავე ჭამა მოითხოვა. მას მაისის ბოლოსთვის ველოდებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ვალერკამ მუცელში მეტი ვეღარ მოითმინა. ყველამ ვიცოდით, რომ ბიჭი უნდა დაბადებულიყო, სახელიც შერჩეული მქონდა – ბავშვს ჩემი მამამთილისა და ჩემი ქმრის სახელი დავარქვით, თუმცა, ხან ვალერკას ვეძახით, ხან – ვაკოს.

– ვის ჰგავს პატარა ვალერკა?

– ფერით, სახით, ტუჩებით – მამას ჰგავს, თვალები კი ჩემნაირი აქვს. ისე, მამასავით დინჯია და მშვიდი, თან, ეტყობა, რომ მასავით ჭამაც ეყვარება – სულ ტუჩებს აცმაცუნებს და საჭმელს ითხოვს. მე იმდენი რძე მაქვს, რამდენიმე ბავშვს რომ ეყოფა, ვალერკაც გრძნობს ამას და ჭამს და ჭამს... ძალიან ცოცხალი და მოძრავი ბავშვია, ერთი წუთით არ ჩერდება, თან, უკვე ისეთი ჩამოყალიბებული ნაკვთები აქვს, დიდი ადამიანი გეგონებათ (იცინის).

– მშობიარობამ იოლად ჩაიარა?

– დიახ, ბავშვი ისე სწრაფად გავაჩინე, რომ ყველას ძალიან გაუკვირდა. გაოცებულები კითხულობდნენ, პირველი ბავშვი ასე იოლად როგორ გააჩინეო. სიმართლე გითხრათ, მშობიარობის ძალიან მეშინოდა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა, ისე მისკდებოდა გული. კლინიკაში მთავაზობდნენ, გაუტკივარების მეთოდით გამშობიარებთო, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი. საკუთარი თავის გამიკვირდა, ტკივილსაც კი ისე ყოჩაღად გავუძელი. არც ისე რთული ყოფილა ეს ყველაფერი. იმ საღამოსვე ავდექი საწოლიდან და ბავშვთან გავედი, ახლაც სულ ბავშვთან ვარ. საოცარი ყოფილა დედობის განცდა – ბავშვი რომ დავინახე, დაღლაც გადამავიწყდა, ტკივილიც, ჩემზე ბედნიერი ამქვეყნად არავინ იყო.

– ვინ გგულშემატკივრობდა მშობიარობის დროს?

– სამშობიარო ბლოკში, მშობიარობას ჩემი დედამთილი ესწრებოდა, ჩემი ხელიც კი მას ეჭირა. თავიდან ჩემი მეუღლე აპირებდა, რომ მშობიარობის პროცესს დასწრებოდა. ეშინოდა, მაგრამ, მაინც ამბობდა, თუ გინდა, სამშობიარო ბლოკში მეც შენ გვერდით ვიქნებიო, მაგრამ, ეს იდეა მე გადავაფიქრებინე. კიდევ კარგი, რომ არ დაესწრო, თორემ მისთვის ეს მძიმე გადასატანი იქნებოდა. თუმცა, ვალერკას ბოლომდე ვერ მოუთმინა გულმა და, როგორც კი ბავშვი დაიბადა, მაშინვე შემოვიდა სამშობიარო ბლოკში. საბედნიეროდ, ჩემი მამამთილიც ლიტვაში იყო, ის სახლიდან მგულშემატკივრობდა, მაგრამ, როგორც კი ბავშვი გაჩნდა, მაშინვე მოვიდა კლინიკაში.

– დედა და მამა არ ჩამოვიდნენ თბილისიდან?

– ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ ჩემი მშობიარობის დღეს დედაჩემი და მამაჩემიც უნდა ჩამოსულიყვნენ თბილისიდან, მაგრამ, პატარა ვალერკას მოუთმენლობამ ეს გეგმა ჩაგვიშალა. როცა კლინიკაში წამიყვანეს, გზიდან დავურეკე დედაჩემს, დილის 6 საათი იყო. დედაჩემმა ეს რომ გაიგო, ლამის ცუდად გახდა. ხომ იცით, დედის ინტუიცია რაც არის, თურმე, მთელი ღამე არ ეძინა – ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგადო. სამშობიარო ბლოკში დედა ყოველწუთში რეკავდა და ტელეფონზე მელაპარაკებოდა. მოკლედ, ბავშვი ისე გავაჩინე, დედას ერთი წუთით არ დავუტოვებივარ. მერე მიამბო, რა დღეში იყო და როგორ განიცდიდა ჩემს მშობიარობას მამაჩემი – ის ჩემს მამამთილთან იყო სატელეფონო ხაზზე (იცინის). კიდევ, ძალიან შეგვიშალა ხელი ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა – სანამ საჰაერო სივრცე არ გაიხსნა, დედამ და მამამ ჩამოფრენა ვერ შეძლეს. ახლა, საბედნიეროდ, ყველა ერთად ვართ. მე და ბავშვი ჯერ კიდევ კლინიკაში ვიმყოფებით, აქ ასეთი წესი აქვთ – სანამ ბავშვს ყველანაირ გამოკვლევას არ ჩაუტარებენ, სახლში არ გვიშვებენ. ამას გარდა, ბავშვის მოვლას, დაბანას მასწავლიან. მარტოს არავინ მტოვებს, სულ აქ არიან ჩემი დედამთილი, ქმარი, ახლა დედა და მამაც „ჩამისახლდნენ” (იცინის).

– მერე, ეგ შეიძლება?

– ნეტავ იცოდეთ, ჩემმა მამამთილმა და მამამ რამდენჯერ დაარღვიეს კლინიკის შინაგანაწესი და რამდენჯერ შემომიცვივდნენ პალატაში (იცინის). როცა მამა ჩამოვიდა, ჩემმა მამამთილმა მოიყვანა კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება მამაჩემის სახე, როგორი გაოცებული უყურებდა ვალერკას. ისეთი დაბნეული იყო, ხმას ვერ იღებდა. მამა მალე დაბრუნდება თბილისში, მაგრამ დედას აუცილებლად დავტოვებ ჩემთან, რასაც ირაკლი ძალიან აპროტესტებს – ცოლთან დამაშორეო, მეუბნება. არა უშავს, ცოტა ხანს გაძლებენ ერთმანეთის გარეშე.

– მამას ხომ არ ეწყინა, მისი სახელი რომ არ დაარქვი პატარას?

– არა, არ ეწყინა, მაგრამ, მე და ჩემს ქმარს უკვე შეგვითანხმდა, რომ მეორე ბიჭს მის სახელს დავარქმევთ. ამაზე, მგონი, ჩემი მამამთილი და მამაჩემიც კი გარიგდნენ. მერე სახლში ორი ირაკლი და სამი ვალერი გვეყოლება... (იცინის).

– პატარა ვალერკამ ბევრი საჩუქარი მიიღო?

– დიახ, საკმაოდ ბევრი საჩუქარი მიიღო. დედამ ჩამომიტანა თბილისიდან ულამაზესი საყურეები. მართალია, ვალერკას საყურე არ სჭირდება, მაგრამ დედამ ეს საჩუქარი მის დაბადებას მიუძღვნა. ყველაზე მეტად ჩემმა დედამთილმა იმარჯვა: ის ბავშვის დასახვედრად საგანგებოდ ემზადება და ყველაფერი შეიძინა, რაც პატარას სჭირდება, ბავშვისთვის მოაწყო ულამაზესი ოთახი ულამაზესი საწოლითა და საბავშვო ნივთებით.

– ვილნიუსში აღნიშნეთ ვალერკას დაბადება?

– არა მხოლოდ ვილნიუსში, თბილისშიც უკვე ბევრჯერ აღნიშნეს ვალერკას დაბადება: ჩემმა მეგობრებმა ცალკე იქეიფეს, დედამ და მამამ თავისი ახლობლების წრეში აღნიშნეს, სუფრა გაიშალა ვილნიუსშიც. ასე რომ, უკვე ათი დღეა, რაც ჩვენს ოჯახში სტუმრიანობაა და ქართული სუფრები ყოველდღე იშლება.


скачать dle 11.3