კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს შაქრიან დიაბეტს და რატომ არის აუცილებელი ქრონიკული პანკრეატიტის დროული მკურნალობა

პანკრეასი, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალი, ენდოკრინულ სისტემას ეკუთვნის, რადგან ის გამოყოფს ჰორმონ ინსულინს და მის საწინააღმდეგო გლუკაგონს. გარდა ამისა, აქვს მეტად მნიშვნელოვანი გარეგანი სეკრეციის ფუნქციაც. კერძოდ, მის მიერ გამოიყოფა საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტები – ტრიფსინის, ლიპაზას და ამილაზას შემცველი წვენი. პანკრეასის წვენის უკმარისობის დროს ძნელდება ცხიმების მონელება.

პანკრეასის ინსულარული აპარატის დაზიანება იწვევს შაქრიან დიაბეტს, ხოლო ფერმენტული ნაწილის ანთება კი – პანკრეატიტს. პანკრეატიტი, შესაძლოა, იყოს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობის. ეს იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვისაც აქვთ ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი და ასე შემდეგ. დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება დიეტის დარღვევა, მწარე და ცხიმიანი საჭმლის, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება, არასრულფასოვანი კვება და ასე შემდეგ.

პანკრეატიტის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია ნაწლავებში მისი წვენისა და ნაღვლის გადასვლის პროცესის დარღვევასთან, რასაც შედეგად მოჰყვება პანკრეასის ქსოვილის თვითმონელება.

მწვავე პანკრეატიტი მუცლის შეტევითი, მწვავე ტკივილით იწყება. ავადმყოფს აღენიშნება ხშირი ღებინება. ამ დროს მდგომარეობა ძალიან რთულია და სერიოზული. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ნაწლავთა გაუვალობის მიზეზიც კი გახდეს.

დღეს მეტად ხშირია ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევები. ადამიანს ამ დროს აწუხებს მუცლის შებერვა, ბოყინი, შეკრულობა ან, პირიქით, ფაღარათი, აღინიშნება ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და მარჯვენა ფერდქვეშ.

თუ ქრონიკული პროცესი გამწვავდა და ადამიანმა დროულად არ უშველა თავს, შესაძლოა, განვითარდეს მწვავე პანკრეატიტი.

ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი დიეტის სათანადო დაცვაა. ამ დროს საკვები უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი, მაგრამ ცილებით გაჯერებული, ასევე ის უნდა შეიცავდეს ვიტამინებს და ნახშირწყლებს.

ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქოლეცისტიტის სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარებას.

ცხიმიანი და ცხიმში შემწვარი პროდუქტები იწვევენ დაავადების გამწვავებას. ამიტომ, გირჩევთ, მოერიდოთ მსგავსი საკვების მიღებას. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და მოგიწიათ მათი ჭამა, სასწრაფოდ დააყოლეთ მათ ფერმენტული პრეპარატი, რათა მოხდეს ცხიმის დროული ნეიტრალიზაცია.

ქრონიკული პანკრეატიტი სათანადო დიეტისა და ექიმის მითითებების დაცვის შემთხვევაში დუნედ, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ამ დროს სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის.


скачать dle 11.3