კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ამოკვეთილი მაქვს მარცხენა თირკმელი. თავს ცუდად არ ვგრძნობ, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ – შევძლებ კი, ერთი თირკმლით ჯანმრთელობის შენარჩუნებას? მაინც რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა ცალი თირკმლით?

პასუხი: წყვილი ორგანოებიდან ერთ-ერთის ამოკვეთის დროს მეორე წარმატებით იღებს თავის თავზე ორივე ორგანოს ფუნქციას და თუ დარჩენილი ორგანო ჯანსაღია, ადამიანის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ, თუ ეს ორგანოც დაზიანებულია, მაშინ საჭიროა რეგულარული სამედიცინო დაკვირვება და კონტროლი, რათა დროულად შეამჩნიოთ მისი ფუნქციის დარღვევა და საჭირო ზომები მიიღოთ. მდგომარეობა არც მაშინაა უიმედო, თუ მეორე ორგანო სერიოზულადაა დაზიანებული და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ასეთ დროს კეთდება თირკმლის გადანერგვა, რაც ჩვენს ქვეყანაშიც წარმატებით ხორციელდება.

კითხვა: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემმა მეუღლემ საგრძნობლად მოიმატა წონაში. ამასთან, დილაობით საკმაოდ ოფლიანი იღვიძებს. გთხოვთ, მიპასუხოთ, ეს ჭარბი წონის ბრალია თუ სხვა დაავადების დასაწყისი?

პასუხი: გაძლიერებული ოფლიანობა სიმსუქნის მუდმივი თანმდევი ნიშანია. წონის სიჭარბე თავად იწვევს მრავალ დარღვევას გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ნერვული, ენდოკრინული სისტემების მუშაობაში. ამიტომ წონის მომატება 50 წლის ასაკის შემდეგ ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. ურჩიეთ თქვენს მეუღლეს, ყურადღებით მოეკიდოს თავისი ორგანიზმის ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებას.

კითხვა: ვარ 25 წლის, 8 კვირის ორსული. ჰორმონული ანალიზით დამიდგინეს ესტროგენების უკმარისობა და დამინიშნეს პრეპარატი – მიკროფოლინ-ფორტე. წამლის ანოტაციაში წერია, რომ მისი ერთ-ერთი უკუჩვენებაა ორსულობა და ამ დროს მისი მიღება არ შეიძლება. რას გამოიწვევს ჩემს შემთხვევაში ამ წამლის მიღება?

პასუხი: ორსულობა მართლაც არის მისი უკუჩვენება, მაგრამ ეს მაშინ, როცა ქალის ორგანიზმში ესტროგენური ჰორმონების ნაკლებობა არ აღინიშნება. თქვენი დიაგნოზის შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღება აუცილებელია და მისი დანიშვნა შეცდომა არ არის. ესტროგენების უკმარისობა, შესაძლოა, ორსულობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს, ამიტომ, საჭიროა, დროულად აღდგეს ჰორმონული ბალანსი.

კითხვა: ვარ მეძუძური დედა. მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ აღმომაჩნდა ჭინჭრის ციება. თითქმის 4 თვეა, ვიღებ მედიკამენტ კალციუმის ქლორიდს, მაგრამ შედეგი არ მაქვს, ამასთან, ვიცავ დიეტას. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. შეიძლება თუ არა რაიმე სხვა მედიკამენტის მიღება?

პასუხი: კალციუმის ქლორიდი კანის ალერგიული გამოვლინებების დროს ინიშნება ხოლმე, მაგრამ ჭინჭრის ციების სამკურნალოდ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი მეძუძურობის პერიოდშიც, მაგრამ, მანამდე გირჩევთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ ალერგოლოგს.

კითხვა: ვარ 40 წლის. ხშირად მისკდება ფეხის ქუსლები. მაქვს აუტანელი ტკივილი. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

პასუხი: კანის რქოვანი ეპითელიუმის პროლიფერაციის პროცესის დარღვევისას საკმაოდ ეფექტურია A და B ჯგუფის ვიტამინები. გარდა ამისა, ორგანიზმი საჭირო მინერალებით უნდა უზრუნველყოთ. ამიტომ, გირჩევთ, მიიღოთ პოლივიტამინის პროფილაქტიკური დოზა. ამასთან, საჭიროა, გაიკეთოთ ანალიზი შაქარსა და იოდის ცვლაზე, რათა არ გამოგვეპაროს უფრო სერიოზული პათოლოგია, რომელიც შეიძლება აღნიშნული ჩივილის მიზეზი იყოს.

კითხვა: ღამ-ღამობით მაქვს ხელისა და ფეხისგულების ძლიერი სიცხისა და წვის შეგრძნება, რაც ძილისა და მოსვენების საშუალებას არ მაძლევს. მაქვს დიფუზური ჩიყვი. ექვსი თვეა ვმკურნალობ და შედეგი არ ჩანს. ვმკურნალობ აგრეთვე, ნევროზზე და ვერ განვიკურნე. თუ შეგიძლიათ, მითხრათ, რისი ბრალია ეს?

პასუხი: თქვენი ყველა ჩივილი ერთი დაავადების – დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის სიმპტომებია. ისინი გაქრება მას შემდეგ, რაც ძირითადი დაავადება კომპენსირდება. გირჩევთ, მიმართოთ ექიმ-ენდოკრინოლოგს, რომელიც უკეთ გაგარკვევთ, როგორ უნდა მოიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც შეეხება ნევროზს, მისგან ვერ განიკურნებით, ვიდრე არ მოიწესრიგებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლას. ამიტომ შედეგთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ვიდრე მიზეზი (ჩიყვი) არ მოისპობა.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3