კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დახარჯა ვაჟა მანიამ ნაჩუქარი ფული და რატომ ჰქონდა მას სახე „ახეული“


სულ ახლახან ნიჭიერი, ძალიან საყვარელი და კარგი ადამიანი, ჯეოსტარელი ვაჟა მანია, ნოდიკო ტატიშვილთან და დათუნა მგელაძესთან ერთად, ისრაელში, წმიდა მიწის მოსალოცად იმყოფებოდა. ვაჟა იქიდან ემოციებით სავსე, მზისგან დამწვარი და კიდევ უფრო დადებითად (ის, ისედაც, საოცრად დადებითი ადამიანია) დამუხტული დაბრუნდა.


ვაჟა მანია: „ჯეოსტარის“ ფინალის დროს რაფაელ მაღალაშვილმა საქართველოში „ელვისის“ წარმომადგენელმა, გვაჩუქა საგზური ისრაელში, წმიდა მიწის მოსალოცად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანს, რომ შანსი მომცა, იქ ჩავსულიყავი და მომელოცა ეს საოცარი ადგილი. თავიდან, ეს საგზური წილად ხვდა ნოდიკოს, როგორც პირველ ადგილზე გასულს. შემდეგ გაირკვა, რომ, თურმე, მეორე ადგილზე გასულსაც აძლევდნენ, ანუ მე და ბოლოს დათუნასაც მისცეს. ეს ისეთი საჩუქარია, რაზეც ყველა ადამიანი ოცნებობს, თუმცა, მე ვერასდროს წარმოვიდგენდი და ვერ ვიოცნებებდი, რომ წმიდა მიწაზე წავიდოდი და, იქ ვილოცებდი. ამდენ წმიდა ადგილს ვნახავდი, თუმცა, ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ცეცხლის გარდამოსვლას რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი იმაზე, ახლა ნეტავ იქ ვიყო, რა კარგი იქნებოდა-მეთქი. არ მქონდა ისეთი გზები, საშუალება, რომ იქ წავსულიყავი. ღვთის მადლი და საჩუქარი იყო ეს და ძალიან გამიხარდა. ეს ის ადგილია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს, მოილოცოს, ჯობია, რაღაც მოიკლო, გაიჭირვო და ამ სიწმიდეებს ერთხელ მაინც შეეხო. მასზე საოცარი და კარგი ადგილი არ მგონია, საერთოდ არსებობდეს.

– ვინ წაიყვანე?

– ჩემი და წავიყვანე და ძალიან გახარებული, ბედნიერი იყო.

– მომიყევი, როგორ მოილოცეთ წმიდა მიწა.

– თავიდან იერუსალიმში ჩავედით, რამდენიმე დღე დავრჩით, ყველა ადგილი მოვილოცეთ, სადაც ჯვარს აცვეს ქრისტე, საიდანაც გარდამოხსნეს, დაასვენეს, დაასაფლავეს და ამაღლდა ზეცად. თავიდან რომ ჩავედი, ისეთი ემოციები მქონდა, არც მჯეროდა, თუ იქ ვიყავი. თან პირველად ის ადგილი მოვილოცეთ, სადაც მაცხოვარი დაასვენეს. ქვას სურნელოვანი მირონი სდიოდა, ძალიან ემოციური იყო. იქ ყველაფერი ემოციური და შთამბეჭდავია. საოცრად იმოქმედა ჩვენზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვერ ვლოცულობდი, თან, პატარა ბავშვივით ყველაფერი მიხაროდა.

– სადმე შესვლაზე თუ შეგექმნათ პრობლემა?

– არა, თუმცა, როდესაც მარიამ მაგდალინელის მონასტერში ვიყავით, იქ, როგორც ვიცი, არ უშვებენ იუდეველებს და გვკითხეს, იუდეველები ხომ არ ხართო. როდესაც ვუთხარით, რომ მართლმადიდებლები ვიყავით, უპრობლემოდ შეგვიშვეს. მონაზონმა ისიც კი გვკითხა, მანამდე იუდეველებთან ერთად ხომ არ იყავითო. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარშიც ვიყავით. ვნახეთ ის ქვა, სადაც დედა მარიამი ლოცულობდა. იქ ერთი მონაზონი შეგვხვდა, მიხვდა, რომ ქართველები ვიყავით, გვთხოვა, გვიმღერეთო. ჩვენც ვიგალობეთ „ქრისტე აღსდგა“. მადლობა გადაგვიხადა, დაგვლოცა და ისე გამოგვიშვა. კიდევ მოვილოცეთ ის ადგილი, სადაც მაცხოვრის წასაყვანად მივიდნენ იუდეველები და პეტრემ ერთ მონას ყური მოაჭრა. საოცრად ლამაზი ადგილია. როდესაც ყველაფერი მოვილოცეთ, მერე წავედით ელადში და იქ დავრჩით რამდენიმე დღის განმავლობაში. საოცარი კურორტია, შევეცადეთ, ბოლომდე დაგვესვენა, თუმცა, როგორც დათუნა ამბობს, მე პენსიონერივით ვისვენებდი. დათუნა ჩვენთან შედარებით „სვეცკი“ დამსვენებელი იყო. კლუბებში უნდოდა ღამე სიარული და დადიოდა კიდეც, ოღონდ მარტო, ჩვენ არ მივყვებოდით. ჩემს დასაც ჰქონდა კლუბებში წასვლის სურვილი, მაგრამ მე რომ არ მივდიოდი, არც ის მიდიოდა. მშვიდად, წყნარად ვისვენებდი. იქ გოგონების, თანაც რუსი გოგონების, ნაკლებობა ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს არ გაუხედავს მათკენ. ამის სურვილიც არ გვქონდა. პირადად მე – მინდოდა, რა მადლიც იქიდან წამოვიღე, აქამდე ჩამომეტანა, ამიტომ, ყველანაირ გართობაზე უარი ვთქვი. თუ სასტუმროში ვიყავით, იქ ვერთობოდით კარგად, ვხალისობდით, ვიცინოდით. დათუნა კარგად გრიალებდა, თან მარტო. ჩემს პენსიონერულ დასვენებაში შედიოდა ის, რომ დილით ვდგებოდი, აუზზე გავდიოდი, შემდეგ ზღვაზე და ბოლოს, ჩემი დის გადამკიდე, შოპინგებზე უნდა მევლო. 40 გრადუს სიცხეში მილიონი მაღაზია უნდა მოგვევლო, ვერ ისვენებდა, ყველგან უნდოდა შესვლა და მეც დავყვებოდი. შოპინგზე სიარული კი მიყვარს, მაგრამ ელადში 40-გრადუსიან სიცხეში, თან შუადღის სამ საათზე რომ გიწევს სიარული, ეს უკვე შოკი იყო. ბოლოს ისე შევწუხდი, მარტო მიდიოდა, მე ვეღარ „ვქაჩავდი“. თან, ისე დავიწვი, რომ ყველაფერი მეწვოდა. პირველ დღეს, როდესაც ზღვაზე გავედით, ჩემს დას ვთხოვე, მზის დამცავი კრემი წამოიღე-მეთქი. დაეზარა წამოღება და ისე დავიწვი, სახე მქონდა „ახეული“.

– იქაური საკვები მოგეწონა?

– იქაურ კერძებს განსხვავებული გემო ჰქოონდა – სპეციფიკური. არაფერი მომწონებია. ყველაფერს პლასტმასის გემო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტს მე ვჭამდი, დღეში ექვსჯერ მაინც. მეუბნებოდნენ, კუჭი გაქვს გადამხმარიო.

– ქართველებსაც ხომ არ შეხვდით?

– იქაური ქართველობა, ეტყობა, გვგულშემატკივრობდა და სულ ღიმილით, სიყვარულით გვხვდებოდნენ. თელავივში რომ ჩავედით, რაფაელის მეგობრები დაგვხვდნენ. თან ისე გულიანად, ზედ გადაგვყვნენ. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. რესტორანშიც დაგვპატიჟეს, მერე ლოდში წმიდა გიორგის საფლავის მოსალოცად წაგვიყვანეს. საოცარი ადგილი იყო. სიტყვებით ვერ გადმოსცემ. საფლავზე ინახება ჯაჭვი, რომელიც ხელში დავიჭირე, მერე ვილოცეთ. თავიდან ცოტა დავაგვიანეთ, ოთხზე იკეტებოდა საფლავი და სამზე მივედით. უცებ მოვილოცეთ. მოსახსენებელში ფურცელიც ჩავდე, რომლებზეც სახელები დავწერე. ყველა მეგობარი მოვიხსენიე და ვილოცე მათთვის. სადაც მივდიოდი, ყველგან სურვილებს ვუთქვამდი. თუმცა, არ გავცემ ჩემს სურვილებს. იქ ყოფნა საოცრად დიდი მადლია. ჩემთვის სასწაული იყო წმიდა მიწაზე მოხვედრა.

– როგორც ვიცი, საგზურთან ერთად საჩუქარში 1 000 დოლარიც შედიოდა?

– კი. მე და ნოდიკოს მოგვცეს 1 000-1 000 დოლარი. ფულის ნახევარი სუვენირებში დავხარჯეთ, ორ დღეში გავაქრეთ! მაგრამ ამ ყველაფრად ღირდა. ვეცადე, რომ ყველასთვის პატარა საჩუქარი გამეკეთებინა. დანარჩენი კი კურორტზე რომ ჩავედით, იქ დავხარჯე.

– რამეზე დაგწყდა გული?

– არა, რაც მთავარია, ყველა სიწმიდე მოვილოცე. ვნახე ყველაფერი, რაც მაინტერესებდა. ის, რომ არ დავდიოდი კლუბებში, დისკოთეკებზე, ამაზე ნამდვილად არ დამწყვეტია გული. განსაკუთრებით საინტერესო ტაქსის მძღოლებთან ურთიერთობა იყო. უმეტესობა გვეუბნებოდა, მე ბაბუა საქართველოში მყავს, ჩემი მამა იქ არის. ყველას საქართველოში ჰყავდა ნათესავი. ძალიან უხაროდათ, რომ იგებდნენ საქართველოდან ვიყავით.

– შეღავათებს არ გიწევდნენ?

– არა. შეღავათები საერთოდ არ გვქონდა. პირიქით, გვატყუებდნენ, სამ კილომეტრში იმხელა თანხას გვართმევდნენ. გაგვაწამეს აეროპორტში, სათითაოდ გვაჩერებდნენ, გვჩხრეკდნენ, გვამოწმებდნენ. თან, ყველასთვის უნდა აგვეხსნა საიდან მოვდივართ, რა გვინდა ელადში, ვინ გამოგვიშვა, ვინ მოგვცა ფული. ირინა და დათუნა რომ დადგებოდნენ და იწყებდნენ საცოდავად ლაპარაკს, ამაზე ჩვენ სიცილით ვკვდებოდით. დათუნა იწყებდა ასე – „სორი“ და მერე უკვე ყველაფერს თითებით, ჟესტებით უხსნიდა.

– ხომ არ შეგექმნათ პრობლემები?

– არა. უბრალოდ, რაც ვისიამოვნეთ, იმდენად გაგვაწვალეს აეროპორტში, ყველაფერი აინტერესებდათ. დათუნას ელექტროსაპარსის ბატარეაც კი შეუმოწმეს. ბომბა ხომ არ არის, აბა, და-ძმას ჩაუდეთ ჩანთაში, თუ აფეთქდებიანო.

– ჩაგიდეს?

– კი, მერე ჩვენ ჩაგვიდეს. არ ავფეთქდით, საბედნიეროდ. ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ კარგად ვიხალისეთ. რომ არა აეროპორტის ისტორიები, ბოლომდე კმაყოფილი ვარ.

– ახლა რა გეგმები გაქვს, გავიგე, ზაფხულში პარიზში მიდიხარ?

– კი. რომ ჩამოვედი, მეორე დღესვე მითხრეს, ელ ჯეროს პარიზში უნდა ჰქონდეს კონცერტი და ივლისში იქ უნდა გაემგზავროო. იმის საშუალებაც მექნება, ეს ადამიანი ახლოს გავიცნო.

– შენს ჩანაწერებს ხომ არ წაუღებ?

– არა, იქვე ვუმღერებ, რა პრობლემაა.


скачать dle 11.3