კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ნანობს არაფერს სოფო ხალვაში და რის გამოსწორებას ცდილობს ის ქმრის გამო


მშვენიერი მომღერალი სოფო ხალვაში წარმატებული ადამიანია, აკეთებს თავის საქმეს და, დიდი ხანია, მთელი საქართველოს გული მოიგო. სოფოს ჰყავს მეუღლე, რომელიც ბევრ რამეში უწყობს ხელს და ისინი ერთად ზრდიან საყვარელ შვილს, პატარა ქეთოს, რომელსაც ძალიან სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა.


სოფო ხალვაში: ამ ეტაპზე დაკავებული ვარ იმით, რომ ვხსნი ხმის ჩამწერ და სარეპეტიციო სტუდიას. რადგან პატარა ქეთევანის გადამკიდე ვერაფერს ვახერხებ, შევიქმნი ჩემთვის მყუდრო გარემოს, სადაც ჩავალ და მარტო, თავიდან ბოლომდე ჩემთვის ვიქნები და ვიმუშავებ. სახლში, როგორც კი როიალთან დავჯდები, ან საქსოფონს ავიღებ ხელში, ან მიკროფონს, ქეთო მაშინვე ეჭვიანობას იწყებს და ისტერიკაში ვარდება. ახლა მთხოვს, რომ თვითონ დაჯდეს და მე ავდგე.

– ქეთო მღერის?

– დიახ, ლაპარაკი ჯერ არ ჰქონდა ნასწავლი, რომ უკვე მღეროდა. ახლაც ვერ ლაპარაკობს კარგად. თავისთვის აქვს რაღაცეები ამორჩეული და იმას მღერის. ბავშვობიდან არ უყვარს „იავნანა“. ნელ, მშვიდ, მოსაწყენ სიმღერებზე, მაშინვე ტირილს იწყებდა. პატარაობისას, როცა „იავნანას“ ვუმღეროდი, სულ ტიროდა და მიზეზს ვერ ვიგებდი. მერე მივხვდი, თურმე გული უჩუყდებოდა. ძალიან მგრძნობიარეა. სამაგიეროდ, უყვარს ტემპიანი სიმღერები, მაგრამ, ერთი-ორჯერ რომ ვიმღერებ, უნდა გავჩერდე. სულ უნდა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. მას რომ აკლდება ყურადღება და სხვაზე გადადის, ნერვები ეშლება, არ უყვარს. მერე ისეთ რაღაცას გააკეთებს, რომ მაინც მიიქცევს ყურადღებას. როდესაც ჩემთან მეგობარია მოსული და ვჭორაობთ, უნდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს, იქ იჯდეს; თუ მეორე ოთახშია, მაინც ჩვენ გვისმენს.

– ბავშვობაში შენც ასეთი იყავი?

– მე არ ვტიროდი „იავნანაზე“, თუმცა, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მუსიკა. სულ ვმღეროდი და მეზობლებიც ვერ მაჩერებდნენ. ღამის 3-4 საათზე სიმღერით გამიღვიძია და მეზობლები კაკუნით შემოსულან – გააჩუმეთ ეს ბავშვიო. მაშინ სოსო პავლიაშვილი პირველად გავიდა „იურმალაზე“, „თენდება“ იმღერა და ეს სიმღერა მქონდა აკვიატებული, ბოლო ხმაზე ვმღეროდი. ქეთოსავით მეც მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამაში დამემსგავსა. როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი ან მშობლები წამეჩხუბებოდნენ, არაფერს ვეუბნებოდი და სიმღერას ვიწყებდი. ეს იყო ჩემი პროტესტი. ნერვებს ვუშლიდი და თან ოთახში ვიკეტებოდი. იმათ კი ვუშლიდი ნერვებს, მაგრამ მე გულს ვაყოლებდი და მერე მშობლებსაც არაფერი ახსოვდათ.

– ახლაც გიჩნდება პროტესტი?

– დიდი ხანია, ეს პროტესტი აღარ გამჩენია. მუსიკა ისეთი რამეა, თუ კარგ ხასიათზე ხარ, კარგია მუსიკასთან ერთად ყოფნა და, თუ ცუდ ხასიათზე, მაშინაც გამოჰყავხარ მდგომარეობიდან. რასაც მოუსმენ და როგორც დაიწყებ დღეს, მერე ისეთი განწყობა გექნება მთელი დღის განმავლობაში.

– ცელქიც იყავი?

– არც ისე. ჩემი დისგან განსხვავებით, ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი, კარგი გასაზრდელი, დედას ყოველთვის ვეხმარებოდი. ის ძალიან ჯიუტი იყო – არ არსებობდა, რამე გეთქვა და მას საპირისპირო არ გაეკეთებინა. ჩემზე უმცროსია ხუთი წლით. ახლაც ჩემთან ცხოვრობს. სწავლობს უნივერსიტეტში და, ასე ვთქვათ, მე ვუვლი და ისიც მეხმარება ქეთოს გაზრდაში. ბავშვობაში ძალიან ხშირად ვჩხუბობდით და ინიციატორი ყოველთვის ის იყო. სულ მაბრაზებდა, მე კი ხმას არ ვიღებდი. რაღაცეებს იგონებდა. ახლაც ვიღაცეებს აშინებს. დედაჩემს რაღაცას მოუყვება და მერე ეუბნება, მოგატყუეო. ბავშვობაში, როდესაც მეგობრებთან ერთად მინდოდა წასვლა, ჩემი და არ მიმყავდა ხოლმე, რადგან მერე დედას ისეთ საშინელ ამბებს მოუტანდა, რაც არ ყოფილა, მაგრამ მაინც ყოველთვის თან მატანდნენ და ამაზე სულ ვჩხუბობდით.

– როგორც ვიცი, საქსოფონზე დაკვრა დაიწყე.

– დიახ, ძალიან მიყვარს ჩასაბერი ინსტრუმენტები. ადრე ჰობოიზე ვუკრავდი. ბავშვობიდან მომწონდა, ქალი რომ უკრავს საქსოფონზე და, გადავწყვიტე, შემესწავლა. შვიდი თვეა, რაც ვსწავლობ. როგორც ყველაფერს, ამასაც დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ, თუ მიზანს დაისახავ, მის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო. როცა ქეთოს სძინავს ან სეირნობს, მაშინ ვმეცადინეობ. ბავშვობიდან ჩემს მეგობრებთან ერთად დავდიოდი სამუსიკო სასწავლებელთან არსებულ სტუდიაში, პატარა ორკესტრიც გვქონდა, სადაც ჰობოიზე ვუკრავდი. ორი ბიჭი გვყავდა, დანარჩენი გოგონები ვიყავით. ეს ჩვენი მეორე სპეციალობა იყო, პირველი – პიანისტობა, რადგან სასწავლებელი პიანისტის განხრით მაქვს დამთავრებული. ასე ავირ-დავირიე, მაგრამ, მაინც მუსიკასთან ვარ.

– უკრავ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, მღერი, მაინც, როდის გრძნობ თავს უფრო კომფორტულად?

– ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ვმღერი. ბავშვობიდან ასე ვარ. როგორც კი სცენაზე განათება შემომანათებს, მაშინვე სხვანაირი ვხდები, სხვანაირად ვგრძნობ თავს, სხვანაირი ემოციებით ვიტვირთები და მერე ამ ემოციებს გავცემ.

– საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ყველა ვერ აღწევს წარმატებას, შენს შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა. გარდა ნიჭისა, რა დაგეხმარა, რომ წარმატებული ადამიანი გამხდარიყავი?

– საქართველოში ძალიან ბევრი მღერის კარგად, ამ მხრივ ბევრია ნიჭიერი, მაგრამ, არ უყვართ შრომა, უცებ კი არაფერი მოდის. რაც ძალიან გულით გინდა, გაქვს მიზანი, იმას აუცილებლად მიაღწევ. თუ არ გამოგდის, ესე იგი, მაგრად არ გდომებია.

– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ?

– დიახ, ვცდილობ, კრიტიკული ვიყო. როდესაც ჩემს გამოსვლას ვუყურებ, სულ, რაღაც ცუდს ვეძებ, იმიტომ რომ, იმ ცუდს სხვაც დაინახავს. მე ყოველთვის ყველას ვეკითხები, რა არ მოეწონათ. საინტერესოა, სხვა რომ მოგაწვდის ისეთ აზრს, რაც შენთვის სასიკეთოა, გააკეთებ, გამოასწორებ და მირჩევნია, ასეთმა ადამიანებმა მომცენ რჩევა.

– როდისმე გინანია, ეს რატომ გავაკეთეო?

– არა. არასდროს არაფერს ვგეგმავ, იმიტომ რომ მერე არაფერი გამომდის. ამიტომ დინებას მივყვები.

– როგორ რეაგირებ წინააღმდეგობაზე?

– წინააღმდეგობას ხშირად კარგ შედეგამდე მივყავარ. წინააღმდეგობა რომ არ იყოს, ალბათ, ვერ გადალახავ და ვერ მიაღწევ იმას, რაც გინდა. როცა ადამიანი დაეცემა, მას უფრო მეტი სტიმული აქვს, რომ წამოდგეს და უკეთესად განაგრძოს წინსვლა.

– რომ არა მეუღლის მხრიდან ხელშეწყობა, ალბათ, ამდენს ვერ მიაღწევდი.

– დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენი ოჯახის, მით უმეტეს, მეუღლის მხრიდან არ გაქვს ხელშეწყობა, მაშინ ვერაფერს გააკეთებ და არაფერს აქვს აზრი. მე ძალიან გამიმართლა და ყველა მეხმარება, მეუბნებიან, იმღერე, რამე გააკეთეო.

– მეუღლე როგორი შემფასებელია?

– არასდროს არ მეუბნება კარგს, ყოველთვის ცუდით იწყებს – უნდა, რაც არ მოსწონს, ის გამოვასწორო. მეც ვაძლევ შენიშვნებს და ერთმანეთის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებთ.

– ამბობენ, რაც დრო გადის, სიყვარულიც იცვლებაო, რაღაც ეტაპებს გადისო...

– რაც დრო გადის, სიყვარული თანდათან სხვანაირი ხდება, ადამიანი უფრო მეტად და სხვანაირად გიყვარდება, ზრუნავ მასზე. ყველაფერი კარგისკენ მიდის და არა ცუდისკენ.


скачать dle 11.3