კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ასოსთავა“, საიდუმლო გვირაბი და გამობრდღვნილი უკანალით გახსნილი დანაშაულები


„ასოსთავა“

„ასოსთავა“ ერთი ცნობილი ქართველი ბოროტმოქმედის ზედმეტსახელის შერბილებული ვარიანტია. სინამდვილეში კი, მას უფრო უზრდელური მეტსახელით მიმართავდნენ კოლეგები, რაც საზოგადოდ არ ითქმის და ჩვენც „ასოსთავათი“ შემოვიფარგლოთ. ისე კი, გეტყვით, რომ უმაღლესი კრიმინალური კვალიფიკაციის მიუხედავად, „ასოსთავა“ ასი პროცენტით ამართლებდა თავის მეტსახელს. ზოგჯერ ისე არაადეკვატურად იქცეოდა, რომ კრიმინალისთვის ნამდვილად მიუღებელია. კვალიფიკაციით „ასოსთავა“ ყაჩაღი იყო. მდიდარ მოქალაქეებს ის და მისი მეგობრები ნიღბებით უვარდებოდნენ სახლებში და ძარცვავდნენ. თითქმის ორი წელი ითარეშეს „ასოსთავამ“ და მისმა მეგობრებმა საქართველოში და ბოლოს შევიპყარით. გაასამართლეს და ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, რომელიც საქართველოში მდებარეობდა, 12 წლით მიავლინეს.

1974 წელია. იმ პერიოდში უკვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელი ვიყავი და ყაჩაღებს მთელი რესპუბლიკის მასშტაბით დავდევდი. მაისიდან, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ანუ ოთხი თვე, ყაჩაღობის ფაქტებმა ერთბაშად იმატა და ისეთ პიკს მიაღწია, როგორც „ასოსთავას“ დაჭერამდე იყო ქვეყანაში. „ასოსთავა“ და მისი მეგობრები უკვე ერთი წელი იყო, რაც ციხეში ისხდნენ და რა თქმა უნდა, მათზე ეჭვის მიტანა სისულელე გახლდათ. არადა, დანაშაულის ხელწერა ყაჩაღობისას ერთი-ერთზე ემთხვეოდა „ასოსთავას“ სტილს... მე და ჩემმა კოლეგებმა ვივარაუდეთ, რომ ყაჩაღობებს ახლადშექმნილი ბანდა ახორციელებდა და უცნობების ძებნას ინტენსიურად შევუდექით. თუმცა, ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენი წარუმატებლობით წაქეზებული ბოროტმოქმედები კი, დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდნენ.

ერთ მშვენიერ დღეს, თბილისში ერთ-ერთი მდიდარი ოჯახი დააყაჩაღეს და პირწმინდად, წაიღეს ყველაფერი. შემთხვევის ადგილზე რომ მივედით, ოჯახის დიასახლისი თავგატეხილი დაგვხვდა. თუმცა მაინც ჰქონდა იმის თავი, ჩვენთვის საქმის ვითარება აეხსნა.

– ის ნაძირლები ოთხნი იყვნენ. ნიღბები ეკეთათ, პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები და ძვირფასეულობა მოგვთხოვეს. უარი რომ მიიღეს, ჩემს ქმარს შუბლზე დაადეს პისტოლეტი და მისი მოკვლით დამემუქრნენ, თუ ფულს და ოქროს არ გამოვაჩენდი. როგორ ბედავთ, მარგო ვარ, ზუგდიდელი! – ვუკივლე ყაჩაღებს. ერთ-ერთმა კი, იმ თავხედმა, სილა გამაწნა და მითხრა: მე კი „ასოსთავა“ ვარ, ფული და ოქრო გამოიტანე, შე წაკლაო... ამ სიტყვებს და დარტყმას ვაპატიებდი? უცებ გონება გადამეკეტა. მგელივით დავაღე პირი, იმ „ასოსთავას“ უკანალზე ვებრდღვენი მოულოდნელად და ისე მაგრად ჩავასვე კბილები, რომ ავაყმუვლე... მისმა მეგობარმა კი თავში პისტოლეტის ტარი ჩამარტყა, გამთიშა და გონს რომ მოვედი, აღარც ყაჩაღები იყვნენ და აღარც ჩვენი ქონებაო...

ქალის მონაყოლი მისმა მეუღლემაც დაადასტურა და ლოგიკურად, „ასოსთავა“ უნდა გვეძებნა, მაგრამ, ის ციხეში იჯდა და მისი მონაწილეობა დანაშაულში გამორიცხული იყო. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს, თბილისის მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიას ვეწვიეთ, სადაც „ასოსთავა“ იხდიდა სასჯელს. ის კოლონიის უფროსის კაბინეტში ამოვიყვანეთ, გავაშიშვლეთ და უკანალზე საშინელი ნაკბენი აღმოვუჩინეთ...

როგორც გაირკვა, კოლონიაში საიდუმლო გვირაბი იყო გათხრილი, რომლის მეშვეობითაც „ასოსთავა“ და მისი სამი მეგობარი გარეთ გადიოდნენ. იყაჩაღებდნენ და მშვიდად ბრუნდებოდნენ უკან... ამ საქმეში იმ კოლონიის რეჟიმის უფროსი იყო გარეული და რომ არა „ასოსთავას“ მართლაც „ასოსთავობა“, ეს ბანდა კიდევ დიდხანს ითარეშებდა. ამის მერე „ასოსთავა“ „კრიტში“ მოათავსეს და ისე საიმედოდ გამოკეტეს, რომ გაქცევაზე არც კი უოცნებია.

მაიორ პარმენ ჯაშის ნაამბობის მიხედვით მოამზადა




скачать dle 11.3