კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1985 წლის 27 იანვარს, 22 აპრილიდან 7-8 მაისამდე ექიმმა უნდა დამიგეგმოს საკეისრო კვეთა. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი რიცხვი იქნება ამისთვის შედარებით უფრო სასურველი?

პასუხი: მე გეტყვით იმ დღეებს, როცა არ არის სასურველი თქვენთვის საკეისრო კვეთის ჩატარება. ესენია: 22, 24, 27, 28, 29 აპრილი, მაისიდან კი – 3. ყველა დანარჩენი დღეები თქვენთვის სასიკეთოა საკეისრო კვეთის ჩასატარებლად.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 9 ოქტომბერს. რომელ პროფესიაში მელის წარმატებები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან არის სასურველი ჩემი ქორწინება?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა ისეთ ნიშნებთან, როგორებიცაა: ქალწული, ტყუპები, ლომი, ვერძი და მერწყული. ფრთხილად იყავით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება, დიზაინი, არქიტექტურა, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ავტომატიკა-ტელემექანიკა, სატრანსპორტო, სატელეფონო, საკომუნიკაციო სფეროები ან ბიზნესი, გაზის ინდუსტრიის ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1970 წლის 9 ოქტომბერს, დღის საათებში. ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ქვის ტარება მომიტანს წარმატებებს პირად ცხოვრებაში მიზნის მისაღწევად?

პასუხი: ქვებიდან კარგია: ჟადეიტი, ლაზურიტი, ნეფრიტი; გრანდიოზული საქმიანობის დროს დაგეხმარებათ ოპალი; ასევე, კარგია, ტოპაზი, მარგალიტი, გიშერი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკის და სარდონიქსის ქვები; საფირონი და ფირუზის ტარება დაგეხმარებათ პირად ცხოვრებაში მიზნის მიღწევაში, ხოლო, თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, სადაც საჭიროა – უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოჩენა; უნდა გააძლიეროთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისადმი. პატივი ეცით ტრადიციებს. დაეყრდენით ინტუიციას, ურთიერთობაში – დიპლომატიას. შეინახეთ თქვენი პირადი საიდუმლო და ის მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაამხილეთ. ეს ყოველივე თქვენი წარმატების სერიოზული ფაქტორებია.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2003 წლის 4 აგვისტოს, 4 საათსა და 31 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიებში მიაღწევს წარმატებებს და რომელი ქვეყანაა მისთვის სასურველი?

პასუხი: თქვენი ვაჟის კარმული მისიაა, იყოს აქტიური, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ინიციატივის გამოვლენა, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წინა პლანზე წამოწევა; უნდა დაეყრდნოს კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს; უნდა შეძლოს საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება, უნდა იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი და, ამავდროულად, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. შეეცადოს, იყოს ფრთხილი და წინდახედული, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოს. ამ პრინციპებით ის დაადგება სწორ ევოლუციურ გზას და მეტად მიაღწევს წარმატებებს. პროფესიებიდან კი კარგია: იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო, ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი მაღალია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, მაშინ წარმატება ელის უძრავი ქონების ბიზნესში, მშენებლობაში, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმეში, საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო, საფინანსო სფეროში. უცხოეთიდან მისაღები ქვეყნებია: საფრანგეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის შტატი, ასევეა პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი; უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილო ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი.


скачать dle 11.3