კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა შეყვარებული წყვილის შელოცვით დაშორება და რა როლს თამაშობს თმა შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში


ზოგი ადამიანი ცდილობს, არ დაემორჩილოს ბედის კანონებს, რომელიც ზეცაში დაბადების მომენტში იწერება და თავად „გამოჩარხოს“ საკუთარი ბედი დედამიწაზე. ბევრი გაუაზრებლად იქცევა ასე და მიზანმიმართულად აგზავნის კონკრეტული ადამიანისკენ უარყოფით ენერგიებს მზერით, შელოცვით, ათასგვარი ხერხით და არც კი იცის, რა დანაშაულს სჩადის. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი დალი სასიამოვნო გარეგნობის, დახვეწილი მანერებისა და თავშეკავებული ადამიანია. ის გულახდილი რესპონდენტიც აღმოჩნდა და თავს გადახდენილი ისტორია თამამად გვიამბო.


დალი: ყოველთვის მესმოდა, ადამიანების ბედი ზეცაში წყდებაო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამის არ მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ საკუთარი ბედის „გამოჩარხვისთვის“ თავადვე უნდა მებრძოლა, მაგრამ როგორ, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი ამბავი, რომელმაც საერთოდ შემაცვლევინა შეხედულება ცხოვრებაზე და ახლა ვფიქრობ, რომ დანაშაულის მთავარი მონაწილე, მართალია გაუაზრებლად, მაგრამ მაინც მე ვარ.

– ასეთი რა მოხდა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევთ და გაუაზრებელ ქცევაში რას გულისხმობთ?

– ახლავე მოგახსენებთ. მოკლედ, ეს ამბავი, სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა. არაჩვეულებრივი სამსახური მქონდა, კოლეგები ყველანაირად ვუგებდით ერთმანეთს. სამსახურის შემდეგაც ხშირად ვიკრიბებოდით და ერთი სიტყვით, ვმეგობრობდით. ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ არ გვერიდებოდა პირადულ თემებზე გულახდილი საუბარი. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის და საუბრის დროს, შევიტყვე, რომ ჩემს თანამშრომელ გოგონას, რომელსაც ნინო ერქვა, შეუყვარდა ჩვენივე თანამშრომელი გიორგი. გიორგი ნამდვილად კარგი ბიჭი იყო, მაგრამ დაოჯახებული გახლდათ. არაჩვეულებრივი მეუღლე და მზრუნველი მამა იყო. მოკლედ, ნინოს რომ მოვუსმინე, მივხვდი, შეცდომას უშვებდა და შევეცადე ამეხსნა, რომ დაოჯახებული მამაკაცის სიყვარული, მას პრობლემების მეტს არაფერს მოუტანდა. არ მომისმინა. ერთი კი მითხრა, თუ ჩემი მეგობარი ხარ და გული შეგტკივა, დამეხმარები და გამიგებო. ვიცი, ძალიან რთულია სიყვარულზე უარი თქვა ადამიანმა და გულს რაიმე უბრძანო, მაგრამ ხშირად ასეც ხდება და ამის გამო სხვაც არ უნდა დატანჯო. როცა ვეუბნებოდი თავიდან ამოიგდე გიორგის სიყვარული-მეთქი, სწყინდა და მებუტებოდა. სულ მეუბნებოდა, ასე იმიტომ ამბობ, რომ არავინ გყვარებიაო. მართალია, მაშინ შეყვარებული არ მყავდა, მაგრამ იმდენი კი მესმოდა, რომ არ ღირს იმ კაცის სიყვარული, ვისგანაც საპასუხო რეაქციას არ ელი. მოკლედ, ერთ დღესაც, სახლს ვალაგებდი და კარადის უჯრაში შემთხვევით აღმოვაჩინე ბებიაჩემის ჩანაწერები. გადავშალე და მასში ბევრ ისეთ რჩევას წავაწყდი, გასათხოვარმა ქალმა რომ უნდა გაითვალისწინოს. საღამოს, როცა მოვიცალე, ჩავუჯექი რვეულს და გულდასმით წავიკითხე. ერთ ადგილას ეწერა შელოცვა, თან ზედმიწევნით იყო აღწერილი, როგორ უნდა შეგესრულებინა ის, რომ ბედი სასიკეთოდ შემოგეტრიალებინა და სასურველი ადამიანის ყურადღება მიგექცია.

– ბებია მსგავს რამეებში გარკვეული იყო?

– ვერ გეტყვით. ბებია რომ გარდაიცვალა, მე ძალიან პატარა ვიყავი. ის კი მახსოვს, ბავშვობაში ფეხი რომ გადამიბრუნდებოდა, სიცხე ამიწევდა, ან უაზროდ ვჭირვეულობდი, ჩემს წინ ჩამოჯდებოდა და შელოცვას მიკითხავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ნამდვილად მშველოდა. მაგრამ, მაშინ ამ ყველაფრის გააზრებას ვერ ვახერხებდი. დედაჩემი ხშირად ავადმყოფობდა, მით უმეტეს გაზაფხულზე. თავის ტკივილები ჰქონდა და მასაც ბებიის შელოცვა უხსნიდა ამ მტანჯველ ტკივილს. მოკლედ, ეს ჩანაწერების რვეული გადავიკითხე, კარგად გავიაზრე და ნინოს დავურეკე. ვუთხარი, ასეთი რვეული ვიპოვე და თუ გინდა, საღამოს შემომიარე და ჭიქა ყავასთან განვიხილოთ, რაც იქ წერია, იქნებ დაგეხმაროს ეს ჩანაწერები-მეთქი. ნინო საღამოს დაელოდებოდა? ორ საათში უკვე ჩემთან გაჩნდა. გადაშალა რვეული და ყველაზე დიდხანს იმ ფურცელს კითხულობდა, სადაც სასიყვარულო შელოცვა ეწერა. ახლა ვფიქრობ, სწორედ ამ დღეს დავუშვი შეცდომა, რომ ეს რვეული მას წავაკითხე.

– ასეთი რა შელოცვა იყო?

– შავით თეთრზე გარკვევით ეწერა, რომ თუ გსურს, სასურველი მამაკაცის ყურადღება მიიქციო და თავი შეაყვარო, ყოველდღე უნდა წაიკითხო ლოცვა, ანთებული წითელი სანთლის წინ. ეს უნდა მოხდეს ზუსტად დილის ექვს საათზე. თან, უნდა დააკვირდე სანთლის ალს. თუ სანთელი მშვიდად იწვის, კარგის მომასწავებელია, თუ არადა, შელოცვის კითხვა უნდა შეწყვიტოს ადამიანმა. უნდა გენახათ, ნინო როგორი გახარებული წავიდა ჩემი სახლიდან. ის რვეული თან გავატანე, რადგან მე ასეთი რამეების გაკეთება არ მიყვარდა. მოკლედ, რამდენიმე დღე მეუბნებოდა, დავიტანჯე, დილით შელოცვის წასაკითხად ექვს საათზე ვდგები, ვიწყებ ლოცვას და სანთელი ტკაცუნს იწყებს, ანუ მანიშნებს შეწყვიტე შელოცვის კითხვაო, ნეტავ, თუ სწორად ვიქცევი, ტყუილად ხომ არ ვიფრთხობ ძილსო. გულში ვამბობდი, როგორ შეიძლება, სანთლის ალმა და მის წინ წაკითხულმა უბრალო შელოცვამ, მამაკაცს ოჯახზე უარი ათქმევინოს და შემლოცველისკენ გააქციოს-მეთქი. მაგრამ, ამას ხომ ვერ ვეტყოდი? სასიყვარულო შელოცვის ძალის მაშინ ვირწმუნე, როცა დაახლოებით, ორი თვის შემდეგ გავიგე, რომ გიორგიმ ცოლ-შვილი დატოვა და ჩემს მეგობართან გადაბარგდა საცხოვრებლად. ეს ჩემთვის სრული შოკი იყო. სიმართლე გითხრათ, ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი დღესაც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ნინო და გიორგი დღესაც ერთად ცხოვრობენ. ისეთ შოკში ვიყავი, ნინო რომ გახარებული მოვიდა, ეს ამბავი მამცნო და რვეული დამიბრუნა, თავი ვერ მოვთოკე, დამნაშავედ ვიგრძენი თავი და ის რვეული, სადაც შელოცვა ეწერა, ნაკუწებად ვაქციე. ჩემს დაბადების დღეზე კი ნინო და გიორგი ერთად მოვიდნენ, ისე უბრწყინავდათ თვალები და ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს, ვერ აგიწერთ. ნინომ სამზარეულოში შემომაკითხა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა: ხომ ხედავ, რა ძალა ჰქონია იმ სასიყვარულო შელოცვას, შენ კიდევ არ გჯეროდა და ისე გაანადგურე შენი ბედის შეცვლაც ვერ მოახერხეო. ნეტავ რაში მჭირდებოდა შელოცვები? ისედაც უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა და არც მათი მხრიდან მაკლდა ყურადღება. თანაც ასეთი რამეები არ მიყვარს, როგორ შეიძლება, ძალით, ათასი მაიმუნობით შეაყვარო კაცს თავი. სიმართლე გითხრათ, იმ შელოცვის შედეგით დღესაც გაოგნებული და შოკში ვარ. გიორგის ცოლის უბედურებაში მე მიმიძღვის მთავარი როლი და არც კი ვიცი, ცხოვრების ბოლომდე რით შევძლებ ამის გამოსყიდვას. ასე რომ, ჩემმა ერთმა გაუცნობიერებელმა, გაუაზრებელმა საქციელმა ადამიანი დაღუპა და ცხოვრება თავდაყირა დაუყენა. თქვენთან საუბარზეც იმიტომ დავთანხმდი, რომ ვიცი, წარსულს ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ, რჩევას კი მივცემ ბრმად შეყვარებულ გოგონებს: ხელოვნურად ნუ ჩაერევით სხვის ბედში, რადგან ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება. ჩვენი ბედი თურმე მართლა ზეცაში წყდება და ჩვენც ბუნების კანონებს უნდა ვემორჩილებოდეთ. ბებიაჩემის სასიყვარულო შელოცვამ საშინელი ამბავი გამოიწვია – ერთი გააუბედურა, მეორე კი ბედს სწია, მაგრამ საკითხავია, როდემდე გასტანს მისი ხელოვნური ჩარევის შედეგად გამოწვეული სიყვარული.

– ამბობენ, შეყვარებული ადამიანის ცხოვრებაში თმა უდიდეს როლს თამაშობსო. ამაზე რას იტყვით?

– მართალია, ადამიანის თმა კოსმოსიდან იჭერს ენერგიას და ინფორმაციას შემდეგ მისი მფლობელის სასიკეთოდ იყენებს. გრძელი თმა ქალებში მეტ მგრძნობელობას ავითარებს, უფრო მიმზიდველს და სექსუალურს ხდის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. გრძელი თმის წყალობით, შეგიძლიათ, ისე მოხიბლოთ მამაკაცი, რომ მისი სიუხეშე, აგრესია და სიხისტეც კი შეასუსტოთ. ასე რომ, გრძელი თმა ნამდვილად დიდ როლს თამაშობს ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაში. ეს ფაქტია. სხვათა შორის, ამბობენ, გრძელი თმის წყალობით, ადამიანს შეუძლია, საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი და ჰარმონიული ურთიერთობაც კი დაამყაროს კოლეგებთან და გარშემო მყოფებთანო. ეს აზრი ერთ-ერთ ეზოთერულ წიგნში ამოვიკითხე და დაკვირვებით მივხვდი, რომ ეს სიმართლეა.


скачать dle 11.3