კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები


***

მატარებლის კუპეში ერთად მოხვდნენ ქართველი კაცი და რუსი გოგონა. ქართველი ეკითხება გოგონას:

– გინდა‚ წითელ ნიანგს გაჩვენებ?

– როგორ მიბედავთ! – აღშფოთდა გოგონა.

– როგორ გეკადრებათ‚ უბრალოდ‚ მინდოდა‚ გენახათ ჩემი წითელი ნიანგი.

– თავხედო‚ თუ არ მომეშვებით‚ გამცილებელს დავუძახებ!

– რატომ ბრაზობთ? მე მხოლოდ გაჩვენებთ...

გოგონამ გამცილებელი გამოიძახა და შესჩივლა‚ რომ მისი თანამგზავრი უწესო წინადადებას სთავაზობს.

– რაშია საქმე‚ მოქალაქევ? – მიმართა მგზავრს გამცილებელმა.

– ვერაფერი გამიგია‚ რატომ გამიბრაზდა. აი‚ ნახეთ‚ შვილისთვის გასაბერი წითელი ნიანგი მიმაქვს. მაინტერესებდა‚ მოეწონება თუ არა ბავშვს ეს საჩუქარი და ვთხოვე, ენახა‚ მაინც ქალია.

– გოგონა‚ თქვენ რა‚ სხვა საქმე არ გაქვთ? სამუშაოს ტყუილად მომაცდინეთ! – უსაყვედურა გამცილებელმა და წავიდა.

ქართველი კვლავ მიუბრუნდა გოგონას:

– ხომ არ გინდათ‚ ის წითელი ნიანგი გაჩვენოთ‚ რაც თქვენ იგულისხმეთ?

***

– საშინელი სიზმარი ვნახე‚ – უთხრა სამსახურში მისულმა გოგამ ძმაკაც თანამშრომელს‚ – ვითომ დაუსახლებელ კუნძულზე ვიყავით. ჩემთან ერთად იყვნენ ნაომი ქემპბელი‚ ჯულია რობერტსი‚ კლაუდია შიფერი...

– მერე‚ ეგ არის საშინელი სიზმარი?! – გაუკვირდა თანამშრომელს.

– მე მერლინ მონრო ვიყავი...


скачать dle 11.3