კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქვს ზოგიერთ ქალს ქალური სოლიდარობის განცდა და რა პრობლემას უქმნის ეს ცოლებს


ამბობენ, ყველაფერი ქალისგან მოდის და ნებისმიერი ურთიერთობა ქალის პროვოცირებით იწყებაო. რომ არა ქალი, რომელსაც სურვილი აქვს, მოხიბლოს მამრი, მამაკაცი ან ვერ გაბედავდა სახიფათო ურთიერთობის დაწყებას, ან დაეზარებოდაო. ყოველთვის, როცა წყვილის ურთიერთობაში სხვა ქალი ჩნდება, პასუხისმგებლობის ლომის წილი ამ დანგრეული ან საფუძველშერყეული ოჯახის გამო მასზე მოდის. ბევრიც რომ იძახოს, ისინი მაინც შორდებოდნენ ერთმანეთსო, განქორწინების მთავარი მიზეზი თუ არა, საბაბი მაინც თავად იქნება. ის პოზიცია, „მე ის ავიღე, რაც სხვას აღარ უნდოდა“, რბილად რომ ვთქვათ, ამორალურია, ისე კი – ქურდობაა. სხვისი სიყვარულის და ბედნიერების ქურდები მერე ხმამაღლა გამოთქვამენ პროტესტს იმაზე, რითაც თავისი პირადი ცხოვრება მოაწყვეს. ქალებმა რომ მოინდომონ და ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინონ მამაკაცები ღალატსაც გადაეჩვევიან. ეს ხუმრობით. ისე კი, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ქალბატონები დგამენ პირველ ნაბიჯს ღალატის გზაზე.



სოფო (27 წლის): რაც გნებავთ, ის დაარქვით ამ სტატიას – აღსარება თუ სინდისის ძახილი. მთავარი ის არის, რომ გამიჩნდა თქვენთან ლაპარაკის სურვილი. აქამდე, ძალიან დიდხანს, დარწმუნებულიც ვიყავი, რომ არაფერს ვაშავებდი. ალბათ, არ უნდა ვამბობდე ამას. ადამიანი ვალდებულია, თავის ყოველ ნაბიჯზე პასუხი აგოს და იფიქროს იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ საკუთარი პრინციპებით ცხოვრებას. ბევრი რამ ისე არ არის, როგორც ჩვენ გვგონია. როცა შუბლით აწვები შენსას და უკან არ იხედები, დიდი შანსია, ვიღაცას გული სერიოზულად ატკინო. მე გათხოვილი ვარ. ქმარი მყავს. უკვე ექვსი წელია ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა პირველი სამი წლის შემდეგ უინტერესო გახდა.

– რატომ? აღმოაჩინეთ, რომ აღარ გიყვარდათ, თუ თავიდანვე უინტერესო იყო?

– იცით, კარგად ვერ გავრკვეულვარ. როცა ცოლად გავყევი, პატარა, სულელი გოგო ვიყავი და მოვიხიბლე იმით, რომ ის ჩემზე უფროსი და სერიოზული იყო, საკმაოდ შეძლებულიც. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ფულის გამო გავყევი. მთლად ასეც არ ყოფილა. მართლა მომეწონა. თან, იმ დროს, გოგონების უმრავლესობას ჩემ გარშემო საქმრო ჰყავდა. მე რატომ უნდა დავიჩაგრო-მეთქი, ვფიქრობდი.

– საკმაოდ უცნაური მიზეზია, რომ გათხოვდე.

– შეიძლება, მაგრამ მე მართლა არ მიფიქრია მაშინ, ღრმა იყო თუ არა ჩემი გრძნობა. მერე კი აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარზე გაცილებით უკეთესს ვიმსახურებდი. ლამაზი ვიყავი და როცა მუშაობაც დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან ნაადრევად მომივიდა გათხოვება.

– არ გყვარებიათ მეუღლე.

– ჰო. ეტყობა, ისე, როგორც საჭიროა, მართლაც არ მიყვარს. ჩემმა ერთმა დაქალმა, როგორღაც მითხრა, შენ მაგასთან იმიტომ ხარ, რომ გაწყობსო. არ ვიცი, შეიძლება, ასეც არის. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარი მყავს. თვალებში შემომციცინებს. ბავშვზე ხომ საერთოდ გიჟდება. ფაქტობრივად, მისი გაზრდილია. უბედური ვარ, არა?! მაგრამ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა.

– ქალბატონების უმრავლესობა იტყვის, რომ თქვენ თავს მხოლოდ კარგი ხდებოდა. პრობლემები არ გქონდათ და იმიტომაც დაიწყეთ „რაღაცის“ ძებნა. როგორც მივხვდი, მამაკაცზეა საუბარი.

– ასე ვერ ვიტყვი, რომ პირდაპირ კაცის ძებნა დავიწყე, უბრალოდ, მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ რაღაცას წარმოვადგენდი. შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს. მე იმის იმედი არ მაქვს, რომ თქვენს მითხველს ჩემზე დადებითი აზრი შეექმნება, მაგრამ მაინც მინდა, გულახდილი ვიყო.

– თქვენ მითხარით, რომ ჩადენილი საქციელის გამო, სინდისი არ გაწუხებთ...

– არა. მე ეგ არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ თქვენ რაც გნებავთ, ის დაარქვით, გინდ – სინდისის ქენჯნა, გინდაც აღსარება-მეთქი. იცით, რაშია საქმე? მე ბოლომდე ვერ შევედი ცოლის როლში და ვერ გავაცნობიერე, რა მოვალეობები მქონდა, ვერ ჩავები ოჯახში.

– იმიტომ ხომ არა, რომ მეუღლემ შეგიქმნათ სასათბურე პირობები?

– სასათბურე პირობებში იმას გულისხმობთ, რომ მე საზრუნავი არ მქონდა და ყურადღებაც არ მაკლდა? წელში რომ გავეწყვიტე საქმეებით, მაშინ მეტად მეყვარებოდა? რა სისულელეა. უბრალოდ, რადგან ერთხელ იბადები ამ ქვეყანაზე, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნებაც უნდა მიიღო.

– „მაქსიმალურ სიამოვნებას“, თქვენს შემთხვევაში ცოლქმრული ღალატი ჰქვია.

– ღალატი ძალიან მრავალმხრივი და ბევრის მომცველი თემაა. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ მთავარია, საკუთარ თავს არ უღალატო. ეს არის ჩემთვის ღალატის უმთავრესი კლასიფიკაცია. შეიძლება, მე კარგ ცოლობაზე ვერ „გავქაჩე“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზნედაცემული და ამორალური ვარ.

– თქვენ თქვით, რომ „აბამდით“ სხვა ქალის ქმარს, – ეს რა არის?

– ყოველ შემთხვევაში, უზნეობა არ არის. ნუ „შეებმებოდა“. რა ვქნა მე? გასართობი არ მქონდა და თანაც, ამით მივხვდი, ვიყავი თუ არა სასურველი ქალი სხვა კაცებისთვისაც. ჩემს ქმარს გარეგნობით იმდენად ვჯობივარ, რომ მისი ჩემზე გადარევა არ ნიშნავს იმას, რომ მაგარი ქალი ვარ. მინდოდა, სხვა კაცებსაც ეღიარებინათ ეს. იტყვით, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი მაქვს – შეიძლება, მაგრამ ყველა ვერ იქნება მორალისტი. ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს. ქალებს გვბრალდება ხოლმე, კაცისთვის ოჯახის დანგრევა. რატომ ანგრევენ, ბატონო, ვინ აიძულებთ. გაუმკლავდნენ ცდუნებას. ხომ მაგრები არიან?!

– მამაკაცს რომ ცდუნებასთან გამკლავება შეეძლოს, ევა ადამს ვერ აცდუნებდა.

– ეს რა, ხუმრობაა თუ „მაშაყირებთ“? მე სერიოზულად გელაპარაკებით. ადვილია საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება. ვინ იტყვის, „მე მომაჭერით კუდი, ამის ბრალია ყველაფერიო“. არიან კაცები, სულ რომ თავ-პირი გადააჭამო, ზედ არ შემოგხედავენ. მაგალითად, ჩემი ქმარი, დარწმუნებული ვარ, სხვა ქალისკენ არასოდეს გაიხედავს. იმიტომ, რომ მე ვუყვარვარ ძალიან.

– თქვენ ფიქრობთ, კაცს, რომელიც საყვარელს იჩენს, თავისი ცოლი არ უყვარს?

– მაშ, რა უნდა სხვა ქალთან. რას ეძებს, თავგადასავალს? მძაფრ შეგრძნებას? ინტრიგას? სწორედაც, რომ მათ არ უყვართ საკუთარი ცოლები ან მეტისმეტად შეეჩვივნენ და ქალად ვეღარ აღიქვამენ. მერე იწყება, შენ იქით რატომ გაიხედე, შენ იმას რატომ დაურეკე... მე მეცოდებიან ცოლები, რომელთა ქმრებიც მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ დაწვნენ სხვა ქალთან და გასინჯონ „აკრძალული ხილი“.

– გეცოდებათ და მაინც არ თანაუგრძნობთ მათ, არ გაქვთ სოლიდარობის განცდა...

– უნდა მქონდეს? მე რა შუაში ვარ მათ განცდებთან. ყველამ თვითონ მოუაროს თავის პრობლემას. მე ისე „გამანეიტრალა“ ერთმა ქალმა, რომ თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. ცოლებმა თავზე ნაცარი კი არ უნდა წაიყარონ და ისლუკუნონ, ვაიმე, ეს როგორ გამიბედესო. თუ ქმრების შენარჩუნება უნდათ, უნდა იმოქმედონ. დიახ, ამას მე ვამბობ. იმ კაცთან მხოლოდ გართობა მინდოდა, პატარა, სასიყვარულო თავგადასავალი და რაღაც ახლის განცდა, თორემ ქმრის მიტოვებას კი არ ვაპირებდი. ჩემი ქმრისნაირს მეორეს ვერ ვიპოვი. ქმრად ის იდეალურია, მაგრამ...

– მაგრამ საყვარლობას ვერ „ქაჩავს“?

– არა. როგორ არ ქაჩავს, მაგრამ როგორ გითხრათ, როგორც კაცებს აქვთ რაღაც ახლის განცდის სურვილი, ზუსტად ასევე აქვთ ქალებსაც. უბრალოდ, ზოგი ებრძვის ამ სურვილს, ძლევს და სულ ტყუილად; ზოგი კი ჩემსავით იქცევა. ადამიანებს აქვთ განახლებისკენ მიდრეკილება და არაფერი ცუდი ამაში არ არის. რატომ უნდა შეაჩერდე და შეაშტერდე მხოლოდ ერთ ადამიანს, შენ ხომ თავისუფალი არსება ხარ?!

– გავიგე, მაგრამ სრული თავისუფლებისთვის ჯერ ქმარს უნდა გაშორდეთ.

– რატომ უნდა გავშორდე. ქმარი და ოჯახი სხვა რამეა. გითხარით, მე მარტო გართობა მინდოდა. შეიძლება, საქმე სერიოზულ ურთიერთობამდე არც მისულიყო. ორ-სამჯერ შევხვდებოდით ერთმანეთს და მორჩებოდა ყველაფერი.

– ქმრისგან მალულად, რა თქმა უნდა.

– მე არ ვეტყოდი, თვითონ თუ გაიგებდა, ეს უკვე მისი პრობლემა იქნებოდა და არ მინდა ლაპარაკი ვარაუდების დონეზე. მთავარი ის არის, რომ მე „გამანეიტრალეს“ და, ამ გადმოსახედიდან, ცოტა სხვანაირად ვუყურებ რაღაც-რაღაცეებს. მაგალითად, იმას, რა ჯობია, ცოლიანი კაცისგან შორს დაიჭირო თავი, მაგრამ რა ხდება, იცით? – მეტი აზარტი სწორედ ასეთებთან ურთიერთობას აქვს. ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონდა იმ „ტიპთან“ ურთიერთობა. ვგიჟდებოდი, როცა ვხედავდი, როგორ ებმებოდა ნელ-ნელა, ვტკბებოდი ამის ყურებით. ისეთ მესიჯებს მწერდა, ვიცოდი, ამით რისკზე მიდიოდა და ეს კიდევ უფრო მართობდა. რისკიანი ურთიერთობა ძალიან მომხიბლავია.

– ეს სხვისი ბედით თამაშს ჰგავს.

– დიახ. და საქმეც ეგაა. არაჩვეულებრივად მაგარი განცდაა, როცა შენ ალაგებ პაიკებს ჭადრაკის დაფაზე. კაცები ისე მალე სულელდებიან, გაოგნდებით. თითქმის ყველა, ელვის სისწრაფით გამოშტერდება ხოლმე. რა სჭირთ ამისთანა, ვერ გაიგებ – ან თავიდანვე სულელები არიან, ან მათ მოქმედებას მხოლოდ ინსტინქტები ხელმძღვანელობენ. ისე, მგონი, ორივე უბედურება სჭირთ და მაგარი სასაცილოები არიან, რასაც ვერ ვიტყვი ზოგიერთ ცოლზე.

– თქვენი საყვარლის ცოლმა შეგაშინათ?

– კი არ შემაშინა. თქვენ ვერ გამიგეთ, ძალიან ოსტატურად გამანეიტრალა. აღფრთოვანებული დამტოვა და ჩემში რაღაც გააღვიძა. მიმახვედრა, რომ ჩემს გართობას რეალობად გადამიქცევდა, რომელიც არანაირად არ მომეწონებოდა. მე ცოტა გამიკვირდა კიდეც. ჩვეულებრივ, ცოლები ასე არ იქცევიან. ისინი ისტერიკებს აწყობენ, სკანდალებს მართავენ და ქმრები ჭკუიდან გადაჰყავთ თავისი ეჭვიანობით.

– უსაფუძვლო ეჭვიანობით?

– არა. უსაფუძვლო ეჭვიანობით, არა. ვხვდები, რისი თქმაც გინდათ – რომ მე ვიყავი ეჭვიანობის მიზეზი და ეს უნდა მაწუხებდეს. ერთი თვის წინ არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმებოდით, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ მართალი ბრძანდებით. არავის უბედურების მიზეზი არ უნდა გახდე. შენი „კაიფი“ ვიღაცას ძვირად არ უნდა დაუჯდეს. ჩვეულებრივი ოჯახის ქალისთვის ჩემი გაგება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ არიან ისეთებიც, რომლებიც ზუსტად ასევე ფიქრობენ და ბუნებრივია, ცხოვრობენ კიდეც. ეჭვიანობა ძალიან ცუდია. მე გეთანხმებით, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცა ვიღაცაზე ეჭვიანობს, ცხოვრება არ გაჩერდება. ჩემნაირები ყოველთვის იქნებიან და ასევე, იქნებიან კაცები, რომლებიც ჩვენზე გამოსულელდებიან. ცოლი გყავს, შვილები გყავს, მათთან თავს კარგად გრძნობ... დაეტიე, რა, შენს ქერქში, რაღას დაეძებ, მაგრამ მომენტს ელოდებიან, როდის შეხედავ მოწყალე თვალით. მათხოვრებს ჰგვანან რაღაცით. ასეთებზე უნდა „იკაიფო“, აბა, რა უნდა ქნა?!

– ამას, ალბათ, მამაკაცებიც წაიკითხავენ.

– წაიკითხონ, მეც ეგ მინდა. თქვენ გგონიათ, ამით „გამოსწორდებიან“ ან ის ეწყინებათ, მათხოვრებს რომ შევადარე? არა, რას ამბობთ. უფრო მეტ დამცირებას აიტანენ და ზოგიერთი იტანს კიდეც. ასე რომ, ნუ ცდილობენ, ჩვენ გადმოგვაბრალონ ყველაფერი და მადლობა უთხრან საკუთარ ცოლებს, რომლებიც მათ უამრავ ნაკლს ითმენენ. პირადად მე არ მესმის, რატომ.

– რა თქმა უნდა, თქვენს შემთხვევაში პირიქით არის.

– ანუ, ჩემი ქმარი იტანს ჩემს უამრავ ნაკლს? – ეს მისი პრობლემაა, ნუ აიტანს, თუკი არ უნდა. მან იცის, რომ მომწონს მისი ცოლობა, არავისთან წასვლას არ ვაპირებ და არის ჩუმად. ახლა კიდევ უფრო დავაფასე, თუმცა „შემიყვარდას“ ვერ ვიტყვი.

– „დავაფასეში“ რა იგულისხმება?

– როცა „იმისი“ ცოლი მოვიდა ჩემთან და მითხრა, წაიყვანე ჩემი ქმარი და გყავდეს, მაგრამ უნდა იცოდე, როგორი კაცის გვერდით მოგიწევს ცხოვრებაო, თან მოყვა, მის ქმარს რა „პრივიჩკები“ აქვს, ჯერ გამეცინა. მერე ვაღიარე, რომ გამიმართლა, ქმრის თვალსაზრისით. იმ ქალს ვუთხარი, შენი ქმარი არაფერში არ მჭირდება-მეთქი. რას ამბობ. მეც აღარ მჭირდება და მოვედი, რომ გაჩუქო. ოღონდ, ჯერ შენი ქმარი უნდა ჩავაყენო საქმის კურსშიო. ეს უკვე აღარ მომეწონა.

– რატომ, ქმრის რეაქციის შეგეშინდათ?

– შემეშინდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არანაირად არ მაწყობდა ურთიერთობების გარკვევა და უაზრო ლაპარაკი. მაინც არ გამცილდება, მხოლოდ ცოტა ხნით შეგვექმნება დისკომფორტი. დიახ, მე ეს ხანმოკლე დისკომფორტიც არ მინდა. ამიტომაც დავანებე თავი „იმასთან“ ურთიერთობას. მიხედონ თავიანთ ოჯახს. მე თუ მომინდება, სხვას მოვნახავ, მაგრამ ჯერ, ალბათ, ტაიმ-აუტს ავიღებ.

– „იმან“, როგორც თქვენ უწოდეთ, ცოლობა რომ გთხოვოთ? ხომ შეიძლება, თქვენ გამო ცოლს გაშორდეს?

– რა სისულელეა?! ცოლობა რთულია, მით უფრო, ისეთი კაცის ცოლობა, როგორიც ის არის. მე მყავს ქმარი და მეყოლება, სანამ მისი ცოლობა ჩემთვის ხელსაყრელი იქნება. „იმისთვის“, იმ კაცს ვგულისხმობ, თავისი ცოლი უფრო „მშობლიურია“ და მისთვისვე აჯობებს, თუკი არ გაშორდება. მე ისეთ პირობებს ვერ შევუქმნი. ვერც იმას დავპირდები, რომ ვუერთგულებ. მისნაირი ქმარი მე არ მჭირდება – არანაირად. იცით, რა არის ცუდი? ეს კაცები საკუთარ მექალთანეობას რომ ვერ ამჩნევენ, უფრო სწორად ფიქრობენ, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება. როგორც წესი, ბოლოს კი ნანობენ ხოლმე თავის სისულელეს, მაგრამ გვიანია. ის ტოტი არ უნდა მოჭრა, რომელზეც ზიხარ.


скачать dle 11.3