კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ალბერტა ფერეტის ქალი ჟრუანტელისმომგვრელად სექსუალური

იტალიელი დიზაინერი ალბერტა ფერეტი,  ცნობილი გახდა, როგორც „კაბების მკეთებელი“. უბრალო სალონიდან დაწყებული კარიერა დღეს უკვე მოდის ორ სახლს მოიცავს, ესენია: „ფილოსოფია დი ალბერტა ფერეტი“ და „ალბერტა ფერეტი“. მართალია, ის შოუ-რუმებს მილანში აწყობს და მისი მაღაზიები მთელ მსოფლიოშია მოფენილი, მაგრამ დღემდე დიზაინ-სტუდია რემინისთან ახლოს, პატარა სოფელ კათოლიკაში აქვს, რომელიც ძალიან ჰგავს იმპრესიონისტების ნახატს უამრავი ფერით, ხალისიანი, ულამაზესი ბუნებით. ალბერტა ფერეტი ცნობილი გახდა თავისი განსაკუთრებული სტილით, მინაკეცებისა და ხვეულების სიყვარულით. მას ასევე ძალიან მოსწონს განივი ნაკეცები, მოფარდაგებული და მოქარგული ქსოვილები და მათი განსაკუთრებული ტექნოლოგიებით დამუშავება. ალბერტა ფერეტი ახერხებს სქელ, შალის და მსგავს ქსოვილებშიც კი წარმოაჩინოს ქალის სექსუალურობა. მაშინ კი, როდესაც საქმე შიფონს, კრეპ-ჟორჟეტსა და მსგავს, ისედაც ეროტიკულ ქსოვილებს ეხება, მისი ქალი ჟრუანტელისმომგვრელად სექსუალურია. სხვათა შორის, ალბერტა ფერეტი დიდი რაოდენობით იყენებს ამ ქსოვილებს ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის – ზამთარშიც.

ოდნავ ირონიული, მაგრამ საკმაოდ საინტერესო იყო ალბერტა ფერეტის 2009 წლის საშემოდგომო კოლექციის განხილვა მოდის კრიტიკოსების მიერ, რომელიც დიზაინერმა მილანის მოდის კვირეულზე წარმოადგინა. ალბათ, ძალზე რთული და აზრს მოკლებულია ალბერტა ფერეტის ამ კოლექციის საჭირო დონეზე გარჩევა, რადგან მას ჰქონდა „თემა“. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ამ კოლექციაში იყო „ისიც და ესეც“, ცოტ-ცოტა ყველასთვის – ნებისმიერი ტიპისა და სტილის მქონე ქალბატონისთვის, რაც ალბათ, არცთუ ისე კარგად ახასიათებს ფერეტის ამ კონკრეტულ კოლექციას და, რა თქმა უნდა, არა მის შემოქმედებას. ამ კოლექციაში იყო იასამნისფერიც და წყლისფერიც, კანისფერიც და მწვანეც – სხვადასხვა ფერის შიფონი, რომელიც სხვადასხვაგვარად გამოკვეთდა სხეულის ფორმებს. შიფონის ძალიან ქალურ და ჰაეროვან პერანგებთან და ქვედაკაბებთან ერთად, ცოტა უცნაურად ჩანდა შავი ტყავის კაბები, რომლებიც ოთხმოციანი წლების სტილში იყო გადაწყვეტილი; „როკ-შიკის“ სტილში შესრულებული ბრჭყვიალა, ლითონის სამხრებიანი მოსაცმელები, რუხი ნაცრისფერი შალის ელემენტები, ატლასის ნაზი ქამრები და სხვა აქსესუარები.

ამ სახის შერჩევა ძალიან არ განსხვავდება იმისგან, რასაც ფერეტი გასულ წლებში წარმოგვიდგენდა. მან საზოგადოებას უჩვენა, ასე ვთქვათ, თავისი თითოეული ნაბიჯი თუ როგორ მოვიდა მისი მოდა დღევანდელ დღემდე. და აი, ისიც – ქალური პალტოები და მოსაცმელები, მიმზიდველი შიფონი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილი იყო ძალიან მდიდრული პერანგებისა და კაბების სახით; მძივებითა და მოსართავებით შესრულებული საღამოს კაბებით. იქიდან გამომდინარე, რომ ფერეტის ბიზნესი არაჩვეულებრივად მუშაობს და მის მაღაზიებს მთელ მსოფლიოში საოცარი შემოსავალი აქვს, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ჩვენი შეფასებები და ზოგიერთ შემთხვევაში მცირე კრიტიკაც კი, სულაც არ უშლის ხელს ალბერტა ფერეტის, იცოდეს ის, თუ რა სურთ და რისი დანახვა უნდათ ქალებს, როდესაც მაღაზიაში შედიან. აქედან გამომდინარე, არც მის იასამნისფერ პალტოებსა და თეთრსაყელოიან რუხ, შალის კაბებზე იქნება ნაკლები მოთხოვნილება. რაც შეეხება ზოგად სტილს, მოდელები ამ შემოდგომაზე დიზაინერმა სადად დავარცხნილი, შუაზე გაყოფილი თმით წარმოადგინა, რომელთაც ძალიან ცოტა აქსესუარი ეკეთათ, საყურე, მძივი თუ სხვა. თუმცა მაშინ, როდესაც შავი დახურული ტყავის კაბა გაცვია, ალბერტა ფერეტი რომც გეხვეწოს, მძივი მაინც არ უნდა გაიკეთო.



ანა სარალიძე


скачать dle 11.3