კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქერის ორმოსთან


„მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა“

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტი ჩვენთვის მხოლოდ ტრაგიკულ ფაქტად დარჩება, ანუ აზერბაიჯანელ მესაზღვრეს ხახვივით შერჩება (შესაძლოა, იმ მიზეზითაც, რომ არათუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მთელ დუნიაზე ჩვენი ერთგული კენჭიც კი არსად დაგორავს). ხოლო მაშინ, როდესაც ჩვენთვის ერთგული კენჭიც სანატრელია, აზერბაიჯანში, კერძოდ, გიოიგიოლსკის რაიონში ოქროს ახალი საბადო აღმოუჩენიათ, თანაც, ეს ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოჩენილი უკვე მეორე საბადოა: პირველი რამდენიმე წლის წინათ ჩოვდარკის რაიონში გათხარეს და ბოლო დრომდე ჩვენს მეზობლად ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბადოდ მიიჩნეოდა. აზერბაიჯანელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახლად აღმოჩენილი საბადო წინაზე მდიდარია. იმ წინიდან კი ბოლო ცხრა თვის განმავლობაში აზერბაიჯანს 653 კილოგრამი ოქრო მოუპოვებია. თუმცა შურიანი არ ვარ, მაგრამ, ვერ დავმალავ – ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირადად ჩემში ამ აღმოჩენის ფაქტი იმ არაკეთილშობილურ გრძნობას იწვევს, რასაც სულხან-საბა „სხვისა სიხარულსა ზედა მწუხარებას“ უწოდებდა: ან ოქროს საბადო მოგვცა, ან ნავთობის, ან თავში რუხი ნივთიერება, რომ ყველას, ჩვენზე სუსტსა თუ ძლიერს, თავში წამორტყმის სურვილს არ ვუღვიძებდეთ.


скачать dle 11.3