კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი მიზეზი შეიძლება გახდეს ძაღლის არაბალანსირებული კვება, ჰიპოდინამია და დატვირთვის უქონლობა


იმისათვის, რომ გავერკვეთ, რა კავშირშია ძაღლის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები პატრონის დამოკიდებულებაზე, მის როლსა და მის მიერ დაკავებულ ადგილზე თანამედროვე საზოგადოებაში, მოგითხრობთ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი. ის გესაუბრებათ, ასევე, დიდ ქალაქებში ბინადარი ძაღლების, მათი მეპატრონეებისა და მკურნალი ექიმის როლზე.

ზაქრო ბაჯიაშვილი: უკანასკნელი 10 ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობისა და საზოგადოების ჩამოყალიბება ხდებოდა ძაღლის მხარდამხარ, რადგან ძაღლი იყო პირველი ცხოველი, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა. დღესდღეობით ძაღლის როლი და ფუნქცია მკვეთრად შეიცვალა. დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ, თითქმის ყველა ქალაქში მყოფი ძაღლი (სახლის ძაღლები), მიუხედავად მათი სახეობისა, ითვლება დეკორატიულ ჯიშად – ყოფილი მონადირეები, ტერიერები, სამომსახურეო ძაღლები – „სავარძლის ძაღლებად“ იქცნენ. უკვე ძაღლი ოჯახის წევრად ითვლება.

– ამჟამად რას წარმოადგენს ძირითად შემთხვევაში, ძაღლის „სამუშაო“?

– დღეს ძაღლის ძირითად „სამუშაოს“ წარმოადგენს, მოესიყვარულოს პატრონს და მათ დადებითი ემოცია მიანიჭოს, რასაც ძაღლი ყველა დანარჩენ შინაურ ცხოველთან შედარებით უკეთ ახერხებს. ძალიან ბევრი მარტოხელა ადამიანისთვის ძაღლი ითვლება ოჯახის ერთადერთ წევრად, მეგობრად. ძაღლი უანგაროდ არის შეყვარებული პატრონზე, მაშინაც კი როცა მას კარგად არ ექცევიან, არ აძლევენ საკვებს და ასე შემდეგ. ძაღლი ამ შემთხვევაშიც კი არ შეიძულებს პატრონს.

– რა ორგანო აქვს ყველაზე მეტად ძაღლს განვითარებული?

– იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას ძაღლის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე, შევეხოთ მისი ორგანიზმის აგებულების ზოგად კანონზომიერებებს: უნდა ვიცოდეთ, რომ ძაღლი „მოწყობილია“ არანაკლებ რთულად, ვიდრე ადამიანი და არანაკლებ ავადდება სხვადასხვა დაავადებით. ნერვული სისტემის განვითარებისა და ქცევითი აქტის მიხედვით, ძაღლი ეკუთვნის უმაღლეს ცხოველს: აქვს კარგი ყნოსვითი ორგანო, მეხსიერება; ასევე, რთული ფსიქოემოციური სისტემა – იგი განიცდის დარდს, სიხარულს, წყენას, შიშს, მოწყენილობასა და სიყვარულსაც კი (ადამიანური გაგებით).

– ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ძაღლისა და ადამიანის ორგანული აგებულება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს სიმართლეა?

– ძაღლის ანატომიური აგებულება ისეთივეა, როგორც ადამიანის – აქვს იგივე სისტემები და ორგანოები, ისეთივე სენსორული შესაძლებლობების სპექტრი, როგორიც ადამიანს. ძაღლს ყნოსვასთან და სმენასთან შედარებით, ცოტა ნაკლებად აქვს განვითარებული მხედველობა. შეიძლება, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ, ძაღლი სიზმარსაც ხედავს. მისი ცხოვრება არ უნდა ავხსნათ მხოლოდ პავლოვისეული რეფლექსებით. ძაღლის ერთადერთი ძლიერი განსხვავება ადამიანისგან ისაა, რომ მას არ შეუძლია რთული ლოგიკური ამოცანების შესრულება. აქედან გამომდინარე, შინაური ძაღლის ორგანიზმის ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულებას, არანაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს.

ასევე, უნდა აღინიშნოს არასპეციფიკური მიზეზები, რომლებიც ძაღლებში დაავადების განვითარებას იწვევენ. არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომელთა ჩამოყალიბება განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით და დამახასიათებელია მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად განსხვავდება გარეგნულად ძაღლი, მით უფრო დიდი რისკი აქვს, რომ დაავადდეს სპეციფიკური დაავადებით.

– ძაღლის გენეტიკურ დაავადებებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– გენეტიკური დაავადების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტორი, რომ მიმდინარეობს არაკეთილსინდისიერი სელექცია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ბევრი კლუბი და მომშენებელი გასამრავლებლად ისეთ ცხოველებს იყენებს, რომელთაც გენეტიკური დაავადებები აქვთ.

ჰიპოდინამია, დატვირთვის უქონლობა, ასევე, არაბალანსირებული კვება, რა თქმა უნდა, ითვლება დაავადების განვითარების ნაწილობრივ მიზეზად. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ძაღლი კატლეტებითა და ნასუფრალით. კვებასთან დაკავშირებით, აუცილებელია, კონსულტაცია კვალიფიცირებული ექიმისგან მიიღოთ.

ცალკე უნდა აღინიშნოს საყოფაცხოვრებო სტრესის ფაქტორები. ძაღლი შიდა საოჯახო ურთიერთობების ინდიკატორად ითვლება. მას შეუძლია, გაითავისოს პატრონის სტრესი, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე. შეიძლება, ზოგიერთ ძაღლს ფსიქოსომატური დაავადებებიც კი ახასიათებდეს, როგორც ადამიანს.

– დაავადების განვითარების ძირითად მიზეზად რა შეიძლება ჩაითვალოს?

– პატრონის მიერ გამოჩენილი გულგრილობა, ძაღლის მოვლა-შენახვის პირობების გაუთვალისწინებლობა, ქალაქში არასწორი მოვლა-შენახვის პირობები და, ასევე, ჯიშისთვის დამახასიათებელი თავისებურებების არცოდნა ყველაფერი ეს, არის ნაწილობრივი მიზეზი დაავადების განვითარებისა.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ დაავადების განვითარება უფრო მეტად მოვლა-შენახვის პირობებზეა დამოკიდებული. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოველის ჯანმრთელობა თქვენს ხელშია. დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ვეტერინარ ექიმს.


скачать dle 11.3